დიღმის ჭალების პარკზე ტენდერი გამოცხადდა, სავარაუდო ღირებულება 14 851 039 ლარია -  როგორი იქნება თბილისის მასშტაბური პარკი ?  ( რენდერები და ვიდეო)

დიღმის ჭალების პარკზე ტენდერი გამოცხადდა, სავარაუდო ღირებულება 14 851 039 ლარია - როგორი იქნება თბილისის მასშტაბური პარკი ? ( რენდერები და ვიდეო)

access_time2019-06-12 19:00:26

თბილისში, დიღმის ჭალების პარკის მოწყობისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად,  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14 851 039 ლარია. წინადადებების მიღება 28 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.

 

გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტერიტორიაზე მათ შორის მოეწყობა: ხელოვნური ტბა, ამფითეატრი და მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, გაიხსნება მდინარე მტკვრის სანაპირო და ეკო ხიდი მოეწყობა. რაც შეეხება დენდროლოგიას, პარკის ტერიტორიაზე ჯამში, 752 ახალი მცენარე დაემატება.

 

დიღმის ჭალებში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჭალის კუნძულზე, საერთო ჯამში, დაახლოებით 15 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე დიზაინის მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა, რომელიც თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ სარეკრეაციო სივრცის ფუნქციას მიიღებს.


 


დიღმის ჭალებში მდინარე მტკვრის სანაპიროზე მისასვლელი სასეირნო ბილიკები მოეწყობა. ამ მხრივ, ეს ტერიტორია უნიკალური იქნება, რადგან თბილისში სხვაგან მდინარე მტკვრის სანაპიროზე სეირნობა შესაძლებელი არაა, შესაბამისად, დიღმის ჭალების პარკი იქნება პირველი სარეკრეაციო სივრცე, რომელიც აღადგენს ადამიანების კავშირს მდინარესთან.

 

გათვალისწინებულია ჭალის კუნძულზე საფეხმავლო ხიდის გაკეთება, რომელიც დააკავშირებს პარკის ძირითად ტერიტორიას მდინარეში მდებარე კუნძულთან და ჭალის ტყესთან. თუმცა, უშუალოდ კუნძულზე არ მოეწყობა საფეხმავლო სივრცეები, რათა კუნძულის პარკთან ინტეგრირება ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების გარეშე მოხდეს და იქ არსებული ბიომრავალფეროვნება და ჰაბიტატები უცვლელი სახით შენარჩუნდეს.

 



მთლიანად პარკი დაგეგმარებულია „მწვანე არქიტექტურის“ პრინციპების შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც, ასაშენებელი შენობა და კონსტრუქციები მაქსიმალურად იქნება შერწყმული ბუნებასთან და ლანდშაფტთან. ორიგინალური დიზაინის და არქიტექტურული გადაწყვეტის მეშვეობით, პარკის პროექტის უმეტესი ნაწილი მწვანე სივრცეებს დაეთმობა. მოეწყობა, როგორც ღია დასასვენებელი და საპიკნიკე ადგილები, ასევე, ხეებით ხშირად დაფარული მწვანე სივრცეები.


დიღმის ჭალების პარკის პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ფუნქციურ ზონას, მათ შორის, ბავშვების გასართობ, სპორტულ, სკეიდბორდის და ამფითეატრისათვის გამოყოფილ ტერიტორიებს. პარკში განთავსებული იქნება მრავალფუნქციური შენობა, რომლის ქვედა დონის სივრცე გამოყენებული იქნება მედიათეკად და კვების ობიექტის განსათავსებლად, ხოლო ზედა დონეზე კი განთავსდება ამფითეატრი, რომელიც ერწყმება გარშემო არსებულ ლანდშაფტს.

 



პარკის ცენტრალურ ნაწილში გაკეთდება ხელოვნური ტბა, რომელშიც წყალი მდინარე მტკვრისგან აიღება და შემდგომ გამოიყენება პარკის სარწყავი სისტემისათვის, რაც დამატებით დაზოგავს მორწყვისათვის საჭირო ენერგო რესურსსა და ფინანსებს.

 

ასევე, ტერიტორიის დენდროლოგიაც განახლდება. სრულად შენარჩუნდება ადგილზე არსებული ჯანსაღი ხეები, ხოლო დაავადებული და ხმობადი ხეები მოიჭრება და მათ ნაცვლად, ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი სახეობების ახალი ნერგები დაირგვება. სულ, დიღმის ჭალების საქალაქო პარკში 750 ახალი დიდი ზომის ხე დაირგვება. აღსანიშნავია, რომ კუნძულზე არსებული ტყე უცვლელად შენარჩუნდება.

 

პარკის პროექტირებისას გათვალისწინებული იქნა ინკლუზიურობა და მასზე თანაბარი წვდომა ყველა ვიზიტორისათვის, შესაბამისად, ყველა ზონა შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება.

 

პარკის მშენებლობისას გამოყენებული იქნება ეკოლოგიური მასალები, როგორიცაა ხე, ქვა და მეტალი. საფეხმავლო ბილიკებზე დაიგება ასფალტი, რომელიც გარშემო მწვანე სივრცესთან ინტეგრირებული იქნება.

 

პარკის ცენტრალური შემოსასვლელი მოეწყობა ჯორჯ ბალანჩინისა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების კვეთის ადგილას, სადაც დაგეგმილია საპარკინგე სივრცის, შემოსასვლელი როტონდისა და პორტალის განთავსება. პარკში მოხვედრა, ასევე, შესაძლებელი იქნება საფეხმავლო ხიდით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან კუნძულის გავლით, რაც ამ სივრცეს ხელმისაწვდომს გახდის პარკის მეორე ნაპირას მცხოვრები მოსახლეობისათვის.

 

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში დაიწყოს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთის მითითებით, სამუშაოები დღე-ღამეში 24 სთ-ის განმავლობაში უნდა შესრულდეს.


ამასთანავე, დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 480 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო, დენდროლოგიური ნაწილის მიწოდების ვადა - არაუგვიანეს 2020 წლის 30 ნოემბერია (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).






ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up