რას გეგმავს და რა ეღირება ახალი წლის ღამე სასტუმრო „პარაგრაფში“

რას გეგმავს და რა ეღირება ახალი წლის ღამე სასტუმრო „პარაგრაფში“

access_time2018-12-19 13:05:54

შავი ზღვის საპანიროზე მდებარე, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებულ, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili-ში, საახალწლოდ ნომრის ფასები 2263 ლარიდან 7172 ლარამდე მერყეობს.


საახალწლო პროგრამა ზამთრის ზღაპარი, მოიცავს 31 დეკემბერს საზეიმო მიღებას ზამთრის ბაღის ტერასაზე და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებას.



21:30 საათიდან დიდ საბანკეტო დარბაზში უნიკალური აკვარიუმის ფონზე, გაიმართება საახალწლო წვეულება ქართული და ევროპული კერძებით, ქართული წითელი და თეთრი ღვინოებით. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ბრიტანული პოპ-ჯგუფი “Coco and the Butterfields”.



დაგეგმილია ახალ წლამდე დროის ათვლის ცერემონია და საახალწლო ფოიერვერკი . სტუმრებისთვის დილამდე დაუკრავს მოწვეული დიჯეი.


1 იანვარს სტუმრებს ექნებათ საუზმე ცოცხალი მუსიკის თანხლებით.



31 დეკემბერს სასტუმრო „პარაგრაფის“ Sky Bar-ი სტუმრებს უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებით, წითელი და თეთრი ღვინითა და წასახემსებლებით გაუმასპინძლდება.



გაიმართება დროის ათვლის ცერემონია “Sky Bar”-ის ტერასაზე და გრანდიოზული ფოიერვერკი.



შეთავაზების ფასები კი 1838 ლარიდან 6747 ლარამდეა.




შეგახსენებთ,რომ სასტუმრო პარაგრაფი გასულ წელს გაიხსნა და მისი ჯამური ღირებულება 80 მილიონ  დოლარს შეადგენს.



მარიამ ტიტვინიძე


თეგები:
პარაგრაფი



დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up