როგორი იქნება ციკოლიას დიზაინით შექმნილი ელექტრომობილი?-დიზაინერი გავრცელებულ ფოტომასალაზე განმარტებას აკეთებს

როგორი იქნება ციკოლიას დიზაინით შექმნილი ელექტრომობილი?-დიზაინერი გავრცელებულ ფოტომასალაზე განმარტებას აკეთებს

access_time2019-09-20 21:30:53

„ეს ჩემი მოდელი არ არის და ამასთან არანაირი კავშირი არ მაქვს,“ - ასე ეხმიანება სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია სოციალური ქსელით გავრცელებულ ფოტო მასალას და ინფორმაციას, სადაც დიზაინერი რამდენიმე ელექტრომობილის წინ დგას  და სიტყვით გამოდის. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში წარმოებული პირველი ელექტრომობილი სწორედ მსგავსი დიზაინის იქნება.



როგორც ზვიად ციკოლია აღნიშნავს, ავტომობილის მოდელი, რომელიც ფოტოზეა ჩინური „ჩანგანია“.

 

„ეს ჩინური სერიული „ჩანგანის“ მოდელია, რომლითაც ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანამ მუშაობა უნდა დაიწყოს და ახლა ამ ყველაფერზე განმარტებას ვაკეთებ, არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან მოიტანეს. უბრალოდ მთხოვეს, რომ იქ მყოფი სტუდენტებისთვის ლექცია წამეკითხა“ - განაცხადა ციკოლიამ

 

შეგახსენებთ, ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა ზვიად ციკოლიას დიზაინით შექმნილ ქართულ ელექტრომობილს "ორვოს" წარმოებას დაიწყებს.  როგორც დიზაინერი bm.ge-თან ამბობს, "ორვოს" პროტოტიპზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ის მზად 2021 წლისთვის იქნება.

 

 

ცნობისთვის, ქართული ელექტრომობილების გამოშვებას ქუთაისის ქარხანაში ჰოლდინგი „აიგრუპი“  გეგმავს. 


bm.ge




მაისში ინფლაციამ 6.5% შეადგინა

მაისში ინფლაციამ 6.5% შეადგინა
access_time2020-06-03 15:35:20
2020 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.4 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ...

კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა
access_time2020-06-03 14:41:33
დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.როგორც კალაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ეს ინფორმაცია ტყუილია. „ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია“, - განუცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად კალაძემ ჟურნალისტებს. ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.მთავარი არხის ინფორმაციით,გუშინ ბიძინა ივანიშვილსა და გახარიას შეხვედრა...

კრწანისის რეზიდენციის აუზის გახსნამდე 7 დღე დარჩა - ღია აუზები კიდევ რამდენიმე რეგულაციას ელოდებიან

კრწანისის რეზიდენციის აუზის გახსნამდე 7 დღე დარჩა - ღია აუზები კიდევ რამდენიმე რეგულაციას ელოდებიან
access_time2020-06-03 16:15:28
აუზების გახსნამდე 7 დღე დარჩა, მათი მფლობელები კი დღემდე რეგულაციიების საბოლოო ვარიანტს ელოდებიან . მათთვის დღემდე უცნობია რამდენი სტუმრის მიღებას შეძლებენ დღის განმავლობაში.   ღია აუზები 10 ივნისიდან იხსნება, მათ შორის  კრწანისის რეზიდენციის აუზიც.  როგოროც „კომერსანტს“ აუზის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სივრცე გახსნისთვის მზადაა და მხოლოდ ბოლო მითითებას...

ყოფილი გენ.პროკურორი ორი ინსტანციის მოსამართლეებს უპრეცედენტოდ არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს

ყოფილი გენ.პროკურორი ორი ინსტანციის მოსამართლეებს უპრეცედენტოდ არასამართლიანი  გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს
access_time2020-06-03 13:00:40
2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც თავის მხრივ, კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის ადვოკატ არჩილ კბილაშვილის მიერ 29 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციას მოჰყვა, ადვოკატი საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა. კბილაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ჩემს მიერ 29 მაისს ჩატარებულ პრეს-კონფერენციას გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მოწინააღმდეგე მხარის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან. უწინარეს ყოვლისა,...

BAG თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს

BAG თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს
access_time2020-06-03 12:13:46
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს - ამის შესახებ  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე საუბრობს.  მისი ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთხელ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია იმ მანკიერი პრაქტიკის შესახებ, რომელიც თან ახლავს თხევადი გაზის...


მსგავსი სიახლეები

up