როგორი იქნება ცენტრ პოინტისგან დაზარალებულების დასრულებული ბინები (ფოტოები)

როგორი იქნება ცენტრ პოინტისგან დაზარალებულების დასრულებული ბინები (ფოტოები)

access_time2020-06-09 10:50:41

Next Door-ი, არქი, თბილი სახლი, ანაგი და X2  — ეს იმ დეველოპერული კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც ცენტრ-პოინტისგან დაზარალებულების 15 წლიანი პრობლემის მოგვარების პროცესში ჩაერთნენ და აუშენებელი თუ დაუსრულებელი საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობას განახორციელებენ. რამდენიმე დღის წინ, დაზარალებულებს, მერიის წარმომადგენლებსა და სამშენებლო კომპანიებს შორის წარდგენითი ხასიათის შეხვედრა შედგა, სადაც სხვადასხვა კომპანიებმა, შესაბამისი ობიექტების პროექტები წარუდგინეს დაზარალებულებს. შემდეგ კომისიამდე ცოტა დრო დარჩა, თუმცა მობინადრეების ნაწილს გარკვეული პოზიცია უკვე აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ობიექტი, რომელი კომპანიის მიერ უნდა აშენდეს და ვის მიენიჭოს უპირატესობა. 


დაზარალებულების განსაკუთრებული ნდობითა და სიმპათიით კომპანია Next Door-ი სარგებლობს. რომელთა პროექტმა დაკიდებული ბაღების ობიექტზე (მარშალ გელოვანის გამზირი)  დიდი მოწონება დაიმსახურა და აღნიშნულ პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.


ანაგი დეველოპმენტის მიერ შეთავაზებული პროექტი ხოშარაულის ობიექტის დაზარალებულებისთვის:



კომპანია X2-ის მიერ შემოთავაზებული პროექტი დაკიდებულ ბაღებზე:


 

კომპანია არქის მიერ შემოთავაზებულ პროექტის მაკეტი გურამიშვილის (ღრმაღელე) ობიექტისთვის:



დეველოპერული კომპანია Next Door-ის მიერ შემოთავაზებული პროექტის ვიზუალიზაცია სააკაძის 1-2 ობიექტზე:




ჯერჯერობით გაუკვეველია ე.წ. მარიჯანის ობიექტის დაზარალებულთა საცხოვრებელს რომელი კომპანია ააშენებს. 


როგორც ცნობილია, წლების წინ, იმის ნაცვლად,  რომ საკუთარი მეანაბრეების გადახდილი ფულით „ცენტრ-პოინტს“ ბინები აეშენებინა, კომპანიამ ამ თანხით კონკრეტული მიწები შეიძინა, რომელიც „ცენტრ-პოინტის“ ბალანსზეა. ხოლო მათთვის ბრალის დამტკიცების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურატურამ ეს ქონება დააყადაღა.

                      

„ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებული 6000-მდე ოჯახიდან ნაწილი უბინაოდაა დარჩენილი, ზოგი  დაუმთავრებელ შენობაში ცხოვრობს.  მათი საკუთრების სრულყოფაში მოყვანას მერიის მიერ გაკეთებული მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვით  40 000 ლარი სჭირდება. ეს თანხა საჭიროა იმისთვის, რომ დაზარალებულების ბინები აშენდეს, ელექტროსისტემა მოწესრიგდეს, გაკეთდეს ლიფტები, დასრულდეს ყველა ის აუცილებელი კომპონენტი, რაც საჭიროა იმისთვის,  რომ ამ ოჯახებმა პირობები გაიუმჯობესონ და მათი 15 წლიანი პრობლემა აღმოიფხვრან.


2017 წლის 27 სექტემბერს, ცენტრ–პოინტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გუკა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ცენტრ პოინტი“ გაიყიდა. მისივე თქმით, „ცენტრ პოინტი“ ერთმა კომპანიამ შეიძინა, თუმცა, კიდევ ერთი ინვესტორი, კომპანია X2   „ცენტრ პოინტის“ 2 ობიექტზე, ყიფშიძისა და კრწანისის მშენებლობაზე მუშაობდა, რომელიც დაასრულა.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისულების აღკვეთა შეუფარდა. საგამოძიებო უწყება მათ 11 მილიონი ლარზე მეტის მითვისებას ედავებოდა.


მარიამ მორგოშია




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-06 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.მაია სიდამონიძე: უახლოესი ორი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში შემოსული ავიარეისების ¾-ს სწორედ ქვეყნის...

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის
access_time2020-08-06 19:50:38
ბოლო თვეებში ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, 5 წლიანი უწყვეტი ზრდის შედეგები მე-2 კვარტალში დაინგრა, როდესაც ქვეყნის მშპ, ინვესტიციების და შიდა მოხმარების ვარდნის გამო 9,5%-ით დაეცა. 2020 წლის მე-2 კვარტალი ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 75 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც მარტის დასაწყისიდან 2800 საწარმო დაიხურა, ხოლო 240 000 მცირე ოჯახური კომპანიიდან (ყავახანები, სილამაზის სალონები, პატარა...


მსგავსი სიახლეები

up