როგორი იქნება ახალი სარეკრეაციო სივრცე ყაზბეგში (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი სარეკრეაციო სივრცე ყაზბეგში (ფოტოები)

access_time2020-08-06 12:30:14

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაკვეთით დაბა სტეფანწმინდაში ახალი სარეკრეაციო სივრცე „ელიას პარკი“ ეწყობა.
მოსასვენებელი სივრცის პროექტირებას არქიტექტურული კომპანია „სპექტრუმი“ ახორციელებს, რომელიც მიზნად 15 590 კვ.მ. რეკრეაციული ტერიტორიის რეაბილიტაციასა და მრავალფუნქციური სივრცის მოწყობას ისახავს.


საპროექტო პარკის ცენტრს, როგორც იდეოლოგიურს, ასევე ფუნქციურს წარმოადგენს ლითონის კონსტრუქციით შექმნილი, დაახლოებით 25 მეტრის სიმაღლის მქონე გადმოსახედი ეწ. ბელვედერი, რომელიც განთავსებულია საპროექტო ტერიტორიის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე.


კონსტრუქციას, რომლის ფასადიც მოპირკეთებულია ლითონის პანელებით, გარს არტყავს მცირე დახრით მოწყობილი პანდუსი, რომელიც პარკის მნახველებს საშუალებას აძლევს ავიდნენ ბელვედერის ბოლო სართულზე და დატკბნენ ყაზბეგის თვალწარმტაცი, პანორამული ხედებით. ნაგებობის ყველაზე მაღალ წერტილში ასევე განთავსდება 90 სტუმარზე გათვლილი ეთნიკური რესტორანი. ბელვედერი, მასზე განთავსებული რესტორნით, ტერასით და ყაზბეგის დაუვიწყარი პანორამული ხედებით იქნება რეგიონის ერთ-ერთ მთავარი ღირსშესანიშნაობა როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის.




როგორც კომპანია „სპექტრუმმა“ კომერსანტს განუცხადა, ამ ეტაპზე პროექტის სამშენებლო ბიუჯეტი უცნობია და მისი შემუშავება ხდება პროექტის დასრულებასთან ერთად.



„პროექტის სამშენებლო ბიუჯეტი ჩამოყალიბების პროცესშია და საორიენტაციო თანხის გამოცხადება მოხდება სამშენებლო ტენდერის გამოცხადებასთან ერთად. პროექტირების ფაზის დასრულება იგეგმება აგვისტოს ბოლოს, რასაც შემდგომში მოყვება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი სამშენებლო ტენდერის გამოცხადება“, - განმარტავენ „სპექტრუმში“.




ელიას პარკის პროექტით გათვალისწინებული ფუნქციების გამოყენება ყველა სეზონისთვის არის შესაძლებელი. ნაგებობების ტიპები, სამშენებლო მასალები და დეტალები სპეციალურად არის შერჩეული ყაზბეგის რეგიონის მკაცრი კლიმატური პირობების გათვალისწინებით.




პროექტის მიხედვით, შენარჩუნდება გამწვანებული არეალი და არსებული ხე-ნარგავები, პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.



ანი ცარციძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up