როგორი იქნება ახალი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი

როგორი იქნება ახალი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი

access_time2020-03-03 20:30:05

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრში არსებულ მდგომარეობაზე „კომერსანტი“ არაერთელ წერდა. ამჟამად, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ 2019 წლის დეკემბერში commersant,ge-ზე გასულ სტატიას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 


ძველი კარები, აყრილი და დაზიანებული იატაკი, დაბზარული და ნესტიანი კედლები - წლებია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, რომლის ბედიც სახელმწიფოს აბარია, პაციენტებს სავალალო მდგომარეობაში იღებს. არაერთი დაპირების მიუხედავად, მედიკოსები მაღალი სტანდარტების საავადმყოფოში ამ დრომდე ვერ მუშაობენ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოს დირექტორმა „კომერსანტს განუცხადა, რომ სახელმწიფო უწყებებიდან მყარი დაპირება მიიღო, რომ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებული პრობლემა უახლოეს მომავალში მოიხსნება.


„კომერსანტმა“ გაარკვია, თუ როგორი იქნება “ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი”, რა ეტაპზეა ახლა პროექტი და როდის შეძლებს საავადმყოფო პაციენტების მომსახურებას. საკითხზე „მედიაჰოლდინგთან“ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი და პროექტის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე საუბრობს. მისი თქმით, საავადმყოფოს პროექტირებაზე 900 000 ლარი დაიხარჯა. მშენებლობაზე კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარამდეა გამოყოფილი.


„პროექტი ითვალისწინებს 100 საწოლზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების “ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის” მშენებლობას. ცენტრი თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21-ში აშენდება. სამუშაო ფართი 7505 კვადრატული მეტრია. ახლა აქტიურ ფაზაშია პროექტირების ეტაპი. მშენებლობა დიაწყება მას შემდეგ, რაც ოფიციალურად თბილისის მერიიდან გრგ-ს პასუხი გვექნება. ამ დროისთვის კონსტრუქციული და არქიტეტურული ნაწილები უკვე მზად იქნება და მშენებლობაზე ტენდერს გამოვაცხადებთ. მიჭირს კონკრეტული თარიღის დასახელება, გამომდინარე იქედან რომ თბილისის მერია ბიუროკრატიული რგოლია, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ მოგვეხმარონ, რადგან დიდი მნიშვნელობის პროექტია. ჩემი ანგარიშით, ალბათ შევძლებთ, რომ მარტში მშენებლობაზე ტენდერი გამოვაცხადოთ. მშენებლობა კი სავარუდოდ წელიწადნახევარი გაგრძელდება“,- განაცხადა ჯაბა სირბილაძემ.



შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ შესაძლებელია ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტოს. სამედიცინო დაწესებულება იმ ფართის გარეშე რჩება, რომლიც ჯანდაცვის სანებართვო პირობებით ცენტრის ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. ტერიტორიის მფლობელმა შპს ,,ავერსი–ფარმამ“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობის დემონტაჟი უკვე დაიწყო. „ავერსში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდეს. მათი თქმით, შენობაში ყოფნაც კი სახიფათოა არათუ რაიმე სერვისის მიწოდება/განხორციელება.


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს შენობები იჯარით ჰქონდა აღებული, რაშიც ყოველთვიურად 40 000 ლარის იხდიდა. ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილის თქმით, 2012 წლიდან სახელმწიფომ დაახლოებით 3 000 000 ლარზე მეტი გადაიხადა იმაში, რომ პერსონალს საბჭოთა განადგურებულ შენობაში, სადაც ანტისანიტარია და სიბინძურე აღარავის უკვირს, სამედიცინო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონოდა.


წლის განმავლობაში „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრს წლის განმავლობაში 50 000 ზე მეტი ამბულატორიული პაციენტია და 5 000 მდე სტაციონარული პაციენტი ჰყავს. არსებული პრობლემების გამო, შესაძლოა მკურნალობის გარეშე დარჩნენ შიდსით და სხვა ინფექციებით დაავადებული პაციენტები და საფრთხე შეექმნას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას.


შპს „ავერსი–ფარმამ“ ტერიტორია, სადაც დღეს თბილისის ორი დიდი კლინიკა: სააქციო საზოგადოება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი და შპს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრები ფუნქციონირებენ, 2009 წლის 25 დეკემბერს, აუქციონზე, 12 250 000 აშშ დოლარად შეიძინა.


უფრო ზუსტად, ამ აუქციონზე „ავერსი–ფარმამ“ 58 175 კვადრადული მეტრი მიწის ნაკვეთი და 18 შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ინფექციურის, შიდსის და სეფსისი ცენტრის შენობები) იყიდა. თვითონ კლინიკები, როგორც იურიდიული პირები, მას არ შეუძენია და ისინი ჯერ კიდევ სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება.


კლინიკების პროფილის დროებით შენარჩუნების მიზნით, აუქციონის ოქმის თანახმად, „ავერსს“ დაევალა, რომ ორი წელი კლინიკებს პროფილურ მუშაობაში ხელს არ შეუშლიდა.სამი წლის გასვლის შემდეგ, „ავერსმა“ კლინიკის დირექტორებს არაერთი ოფიციალური წერილი გაუგზავნა და საკუთარი ტერიტორიების დაცლა სთხოვა. ალტერნატიული ფართის უქონლობის გამო კლიკინებმა სხვაგან გადასვლა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.


ბაჩო ადამია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up