როგორი გეგმა წარუდგინა გაერომ ილონ მასკს

როგორი გეგმა წარუდგინა გაერომ ილონ მასკს

access_time2021-11-26 20:30:00

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის საპასუხოდ $6.6-მილიარდიანი გეგმა წარადგინა, რომელიც მას მსოფლიოში შიმშილის პრობლემის დაძლევის გზებს სთავაზობს. ილონ მასკი ამტკიცებდა, რომ ის გაყიდდა Tesla-ს აქციებს, თუ WFP ამ პრობლემის მოგვარების დამაჯერებელი გეგმის წარდგენას შეძლებდა.



გაეროს სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა დევიდ ბიზლიმ ტვიტერზე 1000-სიტყვიანი რეზიუმე გამოაქვეყნა. ამ გეგმის მიხედვით, შიმშილობის ზღვარზე მყოფ 40 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს 43 ქვეყანაში ვაუჩერები დაურიგდებათ, რაც თავიდან აგვარიდებს მოსალოდნელ კატასტროფას.



გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, $6.6 მილიარდიდან $3.5 მილიარდი უშუალოდ სურსათის შეძენისა და მიწოდებისათვის დაიხარჯება, $2 მილიარდი ნაღდი ფულისა და საკვები ვაუჩერების სახით გადაეცემათ ადამიანებს იმ ადგილებში, სადაც ბაზრები მეტ-ნაკლებად ფუნქციონირებს, $700 მილიონი კვების პროგრამების მართვისათვის დაიხარჯება, რომლებიც ქვეყნების შიდა პირობებთან იქნება ადაპტირებული, ხოლო დამატებით $400 მილიონი ოპერაციული მენეჯმენტის, ადმინისტრაციისა და მიწოდების ჯაჭვის კოორდინირებისათვის დაიხარჯება.



„სამყარო იწვის. შიმშილის ეს უპრეცედენტო კრიზისი გადაუდებლად და აუცილებლად დასამარცხებელია“,– დაწერა ბიზლიმ და ასე უპასუხა მასკს, რომელიც მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია და რომლის ქონება დაახლოებით $280 მილიარდია: „თქვენ ითხოვეთ მკაფიო გეგმა და აი ისიც. ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ თქვენთან, და ნებისმიერ სხვასთან, ვისთვისაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა მნიშვნელოვანია“.




მასკისა და ბიზლის „დაპირისპირება“ გასულ თვეში CNN-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ბიზლის კომენტარით დაიწყო. მან განაცხადა, რომ $6 მილიარდს, ანუ მასკის წმინდა ქონების 2%–ს, შეუძლია მსოფლიოს სიღარიბის პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს.



საპასუხოდ მასკმა Twitter-ზე დაწერა: „თუ WFP ზუსტად აღწერს, თუ როგორ გადაჭრის $6 მილიარდი მსოფლიოში შიმშილის პრობლემას, მე Tesla–ს აქციებს მაშინვე გავყიდი და გავაკეთებ ამას, მაგრამ ეს უნდა იყოს საჯარო, საზოგადოება ზუსტად უნდა ხედავდეს, თუ როგორ იხარჯება ფული“.



ბიზლიმ ილონ მასკს მალევე უპასუხა და აღნიშნა, რომ პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება მაქსიმალური საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპები.



წყარო: forbes.ge




თეგები:
ილონ მასკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up