„გახსნას კიდევ 22 თვე ვეღარ დაველოდებით, ეს გამორიცხულია“  -  კლუბი „ხიდი“

„გახსნას კიდევ 22 თვე ვეღარ დაველოდებით, ეს გამორიცხულია“ - კლუბი „ხიდი“

access_time2022-01-18 12:00:17

ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფი გავრცელების გამო  საკლუბო სექტორმა ორი დღის წინ კლუბების დროებით დახურვის გადაწყვეტილება  მიიღო.  როგორც „კომერსანტთან“ ღამის კლუბ „ხიდის“ მენეჯერმა სოფო ებრალიძემ თქვა, “ხიდს“ აღარანაირი რესურსი აღარ შერჩა იმისთვის, რომ თანამშრომლებს კლუბების კვლავ გახსნამდე მათთან დარჩენა მოსთხოვოს. მისივე თქმით, ფინანსური დახმარებისთვის  “ხიდი“ შესაბამის უწყებებს აუცილებლად მიმართავს. 



„ჩვენ აუცილებლად უნდა მივმართოთ, რომ ამ თვენახევრის განმავლობაში ფინანსური მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ, რადგან ჩვენ არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, რომ თანამშრომლები შევაჩეროთ და ვუთხრათ, რომ გახსნამდე დაგველოდონ.  ეს  ადამიანები თუ  სხვა სამსახურებში წავლენ, მერე უკვე  ჩვენთვისაც რთულდება საქმე. მოგვიწევს კადრების თავიდან მოძებნა, რაც ყველაზე მთავარია ეს ადამიანები უკვე წლებია ჩვენთან მუშაობენ და ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.  ფინანსური დახმარების კუთხით მთავრობას ჯერჯერობით ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია“,   აღნიშნა სოფო ებრალიძემ. 



ებრალიძის თქმით ის კვლევა, რომელიც კლუბებმა დელტა შტამის დროს ჩაატარეს და რომელმაც 0.55%—იანი გავრცელება უჩვენა, “ომიკრონის“ შემთხვევაში არარელევანტურია, შესაბამისად მოუწიათ მუშაობა დროებით შეეჩერებინათ, თუმცა ებრალიძე “კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ „ხიდი“ სატესტო ღონისძიებას ჩაატარებს და გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს. 





„ჩვენ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ახლა ვირუსი ძალიან მოდებულია და შესაბამისად ის კვლევები, რომლებიც  ჩვენ “დელტა“ შტამის დროს ჩავატარეთ და 0.55%-იანი გავრცელება მივიღეთ, „ომიკრონის“ შემთხვევაში არარელევანტურია. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ პირობებშიც ჩავატაროთ  ტესტ ივენთი და ამის მერე შევხედავთ, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ“, —  აღნიშნა სოფო ებრალიძემ. 



ებრალიძემ ასევე აღნიშნა, რომ გარდა თანამშრომლების შენახვისა, ღამის კლუბ “ხიდს“ როგორც  საბანკო ვალდებულება, ასევე კლუბის დაცვის და შენახვის ხარჯები აქვს, რაც ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება. 



„გარდა თანამშრომლების შენარჩუნებისა, კლუბს  ძალიან მძიმე  ხარჯები აქვს. მაგალითად ტექნიკური ნაწილი, რომელიც იცვითება და შენახვა უნდა, კლუბის დაზღვევის ხარჯი, დაცვის ხარჯი და ა.შ. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვაქვს საბანკო ვალდებულება, რომელიც ჩვენთვის უმძიმესია. უბრალოდ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, ჩვენი მხრიდან გონივრული იყო, თუმცა აღარ იქნება ისე,  როგორც წინაზე მოვიქეცით, 22 თვე გახსნას ვეღარ დაველოდებით ეს გამორიცხულია, როგორც კი დასტაბილურდება სიტუაცია, ჩვენ კლუბის კარს აუცილებლად გავხსნით“, —  აღნიშნა სოფო ებრალიძემ. 



შეგახსენებთ, რომ ღამის კლუბებმა 2022 წელს მუშაობის უფლება სულ რამდენიმე დღე ჰქონდათ. 22 თვიანი ჩაკეტვის შემდეგ, პირველად კლუბების  მუშაობა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე იყო დაშვებული. მთავრობის 6 იანვრის დადგენილებით, ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებს მუშაობის უფლება კვლავ მიეცათ.  აღსანიშნავია, რომ 22-თვიან შეზღუდვის დროს, ღამის კლუბმა “ხიდი“ სატესტო ღონისძიება ორჯერ ჩაატარა. 




თაკო კვაჭანტირაძე 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up