ადგილობრივი მეფრინველეები დღგ-სგან გათავისუფლებას და იმპორტისგან დაცვას ითხოვენ

ადგილობრივი მეფრინველეები დღგ-სგან გათავისუფლებას და იმპორტისგან დაცვას ითხოვენ

access_time2018-12-12 11:00:00


უკვე წლებია  საქართველოში მეფრინველეობის სავალალო მდგომარეობაზე საუბრობენ მწარმოებლები და დარგის სპეციალისტები.არსებულ პრობლემებს შორის სახელდება კვერცხისა და ქათმის ხორცზე დამატებითი ღირებულების გადასახადის არსებობა.


მეფრინველეთა ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი  მეფრინველეობის პროდუქტების დაბეგვრას კანონიერს,თუმცა უსამართლიანს უწოდებს და  ამბობს, რომ ამ საკითხზე შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებები აღარც კი მიმდინარეობს.


„სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტის პირველადი წარმოება განთავისუფლებულია დღგ-სგან გარდა ქათმის კვერცხისა და ქათმის ხორცისა,მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ ამაზე არ ფიქრობს. უკვე 8 წელია ქათმის ხორცი და 10 წელია კვერცხი იბეგრება დღგ-თი. როგორც წესი არჩევნების წინ იწყებდნენ ხოლმე ამაზე საუბარს და ახლა ესეც აღარ გახსენებიათ „-განაცხადაზურაბ უჩუმბეგაშვილმა



ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ქართული მეფრინველეობას პრობლემები მრავალი მიმართულებით აქვს და სახელმწიფო გარდა იმისა,რომ საგადასახადო შეღავათებს არ აწესებს სექტორისთვის, ვერც მის უცხოური კონკურებციისაგან დავას ახერხებს.


„კვერცხის იმპორტი ადგილობრივ წარმოებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ქვეყანაშ არ დგას კვერცხის იმპორტის საჭიროება, რადგან  საკმარისზე მეტს ვაწარმოებთ. პირიქით ზაფხულის თვეებში ექსპორტზეც  კი გაგვაქვს. ასევე თუ ქათმის შენახვის ვადა ხანგრძლივია, კვერცხი მალფუჭებადია . იმპორტული კვერცხი უხარისხოა და ესეც რომ არ იყოს, როცა შენახვის ვადა იწურება, მერე ნებისმიერ დემპინგურ ფასად, ძალიან იაფად ყიდიან , რაც ქართულ წარმოებას აზარალებს. ქათმის ხორცის იმპორტი ჩვეულებრივი და ნორმალური ამბავია, ჩვენ ვაწარმოებთ ადგილობრივი მოთხოვნილების 30-35%-ს, თუმცა კარგი იქნება თუ გაკონტროლდება, რომ დემპინგური ფასით და უხარისხო პროდუქტი არ შემოვიდეს.“-ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი

 

მიმდინარე წლის III კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში წარმოებულია 148.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.2 %-ით აღემატება.



საქსტატის მონაცემებით, იმავე პერიოდში ქვეყანაში 231 200 დოლარის ღირებულების კვერცხის იმპორტი განხორციელდა  (შინაური ქათმის, ახალი კვერცხი ნაჭუჭით, ინკუბირებისათვის).


მარიამ ტიტვინიძე





Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს

Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს
access_time2021-05-16 09:55:32
Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს: საათების მაქსიმალურად შემცირება და ბონუსების სტრუქტურის თითოეულ შეკვეთაში გადატანა - კურიერების უსაფრთხოება და ანაზღაურების უფრო სამართლიანი სტრუქტურა Glovo მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა მულტი კატეგორული მიტანის სერვისის ინდუსტრიაში. კომპანია 26-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომლობს 25 000-ზე მეტ პატნიორ კურიერთან. Glovo უკვე ორ...

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი
access_time2021-05-16 10:00:44
„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ამ კუთხით მაინც მინდა აღვნიშნო, ის რომ ეს გამოწვეული იყო ცალკეული, რამოდენიმე, კომპანიების წარმატებით, რომელმაც ჯამურად კარგი სურათი მოგვცა, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა” - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში „დაზღვევის დრო გიორგი ჩაჩუასთან ერთად“ არდის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელი „არდისთვის“ გამოწვევებით სავსე და ფინანსურად რთული წელი იყო....


მსგავსი სიახლეები

up