როგორ უყურებენ ქართულ-რუსული  ურთიერთობების  გამწვავებას აფხაზეთში

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავებას აფხაზეთში

access_time2019-06-26 20:00:15


რუსეთ და საქართველოს შორის მორიგი გამწვავება  დიდ ინტერესს იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და ალბათ ფარისევლობა იქნება იმის თქმა, რომ ეს ამბავი ვინმეს ეწყინა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი შეიძლება შეფასდეს როგორც „დაიმსახურეს და მიიღეს“. - წერს ekhokavkaza. 


(მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად იხ. ლინკი   


აფხაზებს ძალიან აღიზიანებთ ბოლო წლებში სულ უფრო მზარდი აღტაცება რუსი ტურისტების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მათ ხელის გულზე დაატარებენ, რომ ქართული კურორტები ნელა-ნელა უახლოვდება ევროპულ დონეს. და ეს ყველაფერი აფხაზეთში შექმნილი სიტუაციის მკვეთრი კრიტიკის და იქ შექმნილი კრიმინოგენური მდგომარეობის გაზვიადების ფონზე.


რუსულ მასმედიაში აფხაზეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს ნამდვილი კამპანია, რომელსაც აწარმოებს არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსული ხმა“. ის მოითხოვს კრემლისგან რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.


ამ ფონზე, აფხაზების აზრით, აგრესიულმა ქართულმა ნაციონალიზმმა მოიხსნა ნიღაბი და დაანახა ყველას თავისი რეალური სახე - ანტირუსული პლაკატებით, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, რუსულ ენაზე ფილმების ჩვენების აკრძალვით, და ა.შ.


„აწი ყველა დაინახავს ვინ ვინ არის“  - ამბობენ სოხუმში.


ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ნიშნის მოგება, თუმცა, არის ნიშნის მოგება და ნიშნის მოგება. თუ ქვეყანა, რომელიც არის კონფრონტაციაში შენს ქვეყანასთან, ხდება რაიმე ტიპის ბუნებრივი კატაკლიზმის, მაგალითად, მიწისძვრის, მსხვერპლი, ამაზე სიხარული არის დაუშვებელი.


თუმცა, ამ შემთხვევაში, აფხაზები მიიჩნევენ, ქართველებმა თავად შეიქმნეს პრობლემები და პარლამენტში მომხდარმა ინციდენტმა უბრალოდ გამოავლინა ვინ არის ვინ.



პუტინის გადაწყვეტილება სამართლიანია. ის, რაც მოხვდა საქართველოში - წარმოუდგენელია. ქართველების ბუნებრივმა არტისტიზმმა მოხიბლა რუსები, თუმცა, ახალ ისინი დაინახავენ როგორია მათ მიმართ ქართველების რეალური დამოკიდებულება. ჩვენთან ასეთი რამ წარმოუდგენელია. რაც არ არის, ის არ არის. რუსოფობია აფხაზეთში ნამდვილად არ არის,“ - წერს ერთ-ერთი აფხაზი კომენტატორი.


რა თქმა უნდა, არავის არ ავიწყდება ისიც, რომ საქართველო არის რუსულ ტურისტულ ბაზარზე აფხაზეთის მთავარი კონკურენტი. სოხუმში იმედოვნებენ, რომ რუსები, რომლებიც ვერ მიდიან საქართველოში, წამოვლენ აფხაზეთში - ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი მაინც.


როსტურიზმის გათვლებით, თუ შენარჩუნდება დღევანდელი სიტუაცია, საქართველო დაკარგავს რუსი ტურისტების 60-70%-ს.  ავტოტრანსპორტის ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს, მაგრამ უმნიშვნელოდ. თანაც, საქმე არაა მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემებში - ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელია ფრენები მინსკის ამ ერევნის გავლით. აქ არის პოლიტიკური მხარეც  - ბევრ რუსს არ მოეწონება ის, რასაც ისინი დღეს ხედავენ ეკრანებზე.


2018 წელს აფხაზეთს ესტუმრა მილიონზე მეტი რუსი ტურისტი, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მათ შორის ნახევარზე მეტი იყო ჩამოსული ერთდღიანი ექსკურსიებით სოჭიდან.


აფხაზეთი ეროვნული ტურისტული კომპანიის დირექტორმა რუსლან კოკოსკირმა განაცხადა ერთ-ერთი ინტერვიუში,  რომ რუსი ტურისტების ნაკადი შესაძლებელია გაორმაგდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო.


„საბჭოთა პერიოდში აფხაზეთი იღებდა წელიწადში 3,5 მლნ. ტურისტს და ამ დროს იყო მხოლოდ 100 სასტუმრო, დღეს კი 400-ე მეტია,“ - თქვა მან.


თუმცა, ბევრი აფხაზი არ მიიჩნევს, რომ რუსი ტურისტი, რომელიც არ ჩადის საქართველოში, ჩავა მაინც და მაინც აფხაზეთში.


„გაივსო აფხაზეთი ექსპერტებით. საიდან ასეთი წარმოდგება, რომ აფხაზეთში ჩამოვლენ? რა, სხვა ადგილს ვერ ნახავენ? აგერ არის ყირიმი, ან თუნდაც თურქეთი,“ - წერს ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი.


აფხაზეთში ასევე განიხილავენ 20 ივნისის ღამის მოვლენებს და ბჭობენ, რამდენად შესაძლებელია ასეთი რამ აფხაზეთში. ყველა თანხმდება იმაზე, რომ აფხაზური საზოგადოება ძალიან მცირერიცხოვანია და ასეთი სასტიკი საქციელი ხელისუფლების მხრიდან ძნელი წარმოსადგენია.


თუმცა, ამავე დროს იხსენებენ, რომ აფხაზეთში ამა წლის მაისში განვითარებულმა მოვლენებმა დაანახა ყველას, სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება საარჩევნო ციებ-ცხელებამ.


ekhokavkaza



თეგები:
აფხაზეთი



რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა
access_time2019-07-18 12:06:43
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს. რუსთავი 2 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს...

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია
access_time2019-07-18 12:00:27
აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2019 და 2020 წლებში განვითარებადი აზია შეინარჩუნებს მძლავრ, მაგრამ შენელებისკენ მიდრეკილ ზრდას, რადგან გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ფიქსირდება ხელსაყრელი შიდა მოთხოვნა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ADB 2019 წელს აზიის განვითარებადი ქვეყნებისათვის...

“HUB Georgia მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“

“HUB Georgia  მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“
access_time2019-07-18 10:00:00
 „კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავროვის უტიფარი განცხადება, რომელიც ულტიმატუმის ენით ესაუბრება დამოუკიდებელი სახელმწიფოს.  ფრენების აღდგენის სანაცვლოდ, ის საქართველოს მთავრობისგან გაურკვეველ დათმობებზე წასვლას და კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებას ითხოვს. ეს, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე, რუსეთის პოლიტიკური გავლენების საერთაშორისო საზოგადოებისთვის დემონსტრირება, — აცხადებს...

„ტოიოტა ცენტრმა“ მაღალი გადასახადის გამო TAV Georgia-ს მომსახურებაზე უარი უთხრა - „სიხარულით გავდივართ ამ თანამშრომლობიდან“

„ტოიოტა ცენტრმა“  მაღალი გადასახადის გამო  TAV Georgia-ს მომსახურებაზე უარი უთხრა - „სიხარულით გავდივართ ამ თანამშრომლობიდან“
access_time2019-07-18 13:00:02
„მე უარი ვუთხარი TAV Georgia-ს მომსახურებაზე იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მათთან თანამშრომლობა,  კატასტროფულად მაღალი გადასახადის გადახდა ჩვენთვის გაუსაძლისი იყო. „ტოიოტა ცენტრი“  TAV Georgia-ს  თვეში 50 ათას ლარს ვუხდიდით მარტო იმაში, რომ ჩვენი ტაქსები იქ იდგა,  არაფერში არ გვეხმარებოდნენ საერთოდ. კერძო ტაქსების მძღოლები დგანან აეროპორტის შესასვლელთან და აეროპორტიდანვე მიჰყავთ...

ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების...


მსგავსი სიახლეები

up