როგორც იცვლება საპროცენტო განაკვეთები საქართველოში – 1996 წელს წლიური განაკვეთი 67,8% იყო

როგორც იცვლება საპროცენტო განაკვეთები საქართველოში – 1996 წელს წლიური განაკვეთი 67,8% იყო

access_time2016-12-30 12:00:29

1996 წელს სესხებზე საშუალო საპროცენტო წლიური განაკვეთი 67,8% იყო

 

2016 წელს სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 0,4%-ით, დეპოზიტებზე კი - 0,3%-ით შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებლები უკანასკნელი წლების განმავლობაში მუდმივ კლებას განიცდის და მხოლოდ დროის მოკლე მონაკვეთებში ფიქსირდება საპროცენტო განაკვეთების ზრდა.

 

2016 წლის მესამე კვარტალში სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 12,8% დაფიქსირდა, წლის პირველ და მეორე კვარტალში კი - 13,2% იყო. 2015 წლის კვარტლებში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემდეგნაირად იცვლებოდა: პირველი კვარტალი - 13,3%, მეორე კვარტალი - 13,2%, მესამე კვარტალი - 13,1% და მეოთხე კვარტალი - 13,3%. როგორც ვხედავთ, წლის დასაწყისში მოხდა კლება, მეოთხე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა და პირველი კვარტლში აღნიშნულს გაუთანაბრდა. კლების ტენდეცნია განსაკუთრებით თვალსაჩინოა რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდთან შედარებისას. მაგალითად 2010 წლის პირველ კვარტალში სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 19,2% იყო, წლის მეოთხე კვარტალში კი 17,7%.

 

 

ზოგადად, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით თუ რა ვალუტაშია გაცემული სესხი. მაგალითად, 2016 წლის მესამე კვარტალში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-ია, უცხოულ ვალუტაზე კი - 9,8%. ასევე, საპროცენტო მაჩვენებელი განსხვავდება სესხის ხანგრძლოვობის მიხედვით. უკანასკნელი მონაცემებით, თუ მოკლევადიან სესხებზე განაკვეთი 23,2%-ია, გრძელვადიანზე ის 16,4% ფიქსირდება.

 


 

უკანასკნელ წლებში საქართველოში სესხების გაცემის სისტემა კარგად გაიმართა და შესაბამისად, დასტაბილურდა საპროცენტო განაკვეთები. თუმცა გვახსოვს პერიოდიც, როცა საპროცენტო განაკვეთები წარმოუდგენლად მაღალ მაჩვენებელს აღწევდა. მაგალითად, 20 წლის წინ, 1996 წელს სესხებზე საშუალო საპროცენტო წლიური განაკვეთი 67,8% იყო. 1997 წელს კი ის უკვე 38,8% გახდა. 2004 წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 20%-ზე დაბალია.

 

 

სესხების პარალელურად, საპროცენტო განაკვეთები შემცირდა დეპოზიტებზეც. 2016 წლის მესამე კვარტალში დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 4,4% იყო. წლის პირველ და მეორე კვარტალში კი 4,7% იყო. 2015 წლის პირველ კვარტალში დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 5,4% იყო. შესაბამისად წლიური კლება 1% დაფიქსირდა. წლის პირველ კვარტალში კი 5,6% იყო. შემცირების ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა თუ 2010 წლის მონაცემებს გადავხედავთ. ეს მაჩვენებელი 2010 წლის მესამე კვარტალში 8,4% იყო, წლის პირველ კვარტალში კი - 9,5%. შესაბამისად,

 

წლიური საპროცენტო განაკვეთი 6 წლის განმავლობაში თითქმის განახევრებულია. დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, ქართულ ვალუტაშია ის თუ უცხოურში. 2016 წლის მესამე კავრტლის მონაცემებით, თუ ეროვნულ ვალუტაში დეპოზტების განაკვეთები 7,4%დაფიქსირდა, ის მხოლოდ 3,5%-ია უცხოურ ვალუტაში არსებულ დეპოზიტებზე. საპროცენტო სარგებელი, ასევე, განსხვავდება დეპოზიტის ხანგრძლივობის მიხედვით. გრძევადიან დეპოზიტებზე 6,8%-ია, მოკლევადნიანზე კი - მხოლოდ 3,0%.

 

 

ზოგადად, საპროცენტო განაკვეთები კრედიტზე დგინდება ძირითადად დეცენტრალიზებული სახით და გააჩნიათ სახელშეკრულებო ხასიათი. ხოლო დეპოზიტებისთვის უფრო მეტად ცენტრალიზებული ბაზრის წესებია დამახასიათებელი და მათი საპროცენტო განაკვეთი ერთიანი სისტემით დგინდება. სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დადგენა ხდება მსესხებლისგან მიღებული და საკრედიტო ექსპერტების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე. საპროცენტო განაკვეთის დაწესებისას გასათვალისწინებელია მსესხებლის რეიტინგი კრედიტ-ინფოში, მოთხოვნის სესხის მოცულობა, ვადა და სხვა საკრედიტო ფაქტორები. თუმცა მათზე გავლენას ზოგადი ფაქტორებიც ახენს, მათ შორის ვალუტის კურსი.

 

bpn

 



29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up