როგორც გახდა აგრარული ისრაელი ლიდერი მაღალ ტექნოლოგიებში?

როგორც გახდა აგრარული ისრაელი ლიდერი მაღალ ტექნოლოგიებში?

access_time2019-10-26 20:00:56

ისრაელი - უნიკალური მოვლენაა მაღალტექნოლოგიური ბიზნესის სამყაროში. ქვეყანა, რომელიც გაჩნდა მსოფლიო რუკაზე 1948 წელს, 50 წლის მანძილზე გახდა ინოვაციური ზესახელმწიფო, შექმნა ეფექტური ეკოსისტემა, სადაც დაარსდა ასობით მოწინავე სტარტაპი.  2004 წელს ისრაელმა დაიკავა მე-2 ადგილი NASDAQ-ზე მომუშავე კომპანიების რაოდენობის მხრივ აშშ-ს შემდეგ.

 

თანაც, საუბარია ქვეყანაზე, რომელიც იმყოფება ომის ყოველდღიურ საფრთხის ქვეშ, რომელსაც აქვს ძალიან მცირე ტერიტორია ყოველგვარი ბუნებრივი რესურსების გარეშე. ერთი შეხედვით, ისრაელს არ გააჩნდა განვითარების არც ერთი შანსი, თუმცა, დღეს ამ ქვეყანაშია მეცნიერთა ყველაზე დიდი კონცენტრაცია - 145 მეცნიერი 100 000 მოქალაქეზე, ასევე მსოფლიოში მეცნიერული პუბლიკაციებისა და პატენტების ყევლაზე დიდი რაოდენობა, მთავრობა კი ხარჯავს მეცნიერებაზე მეტს, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა შტატების ჩათვლით - მშპ-ს 4,5%-ს.

 

ისრაელი ითვლება მეორე სილიკონის ველად - მაღალტექნოლოგიური კომპანიების რაოდენობით, ის ჩამორჩება მხოლოდ აშშ-ს. ჯერ კიდევ 50 წლის წინ ისრაელს იცნობდნენ მსოფლიოში, როგორც ფორთოხლის გამყიდველს, დღეს კი ექსპორტის ნახევარი და მშპ-ს 11% მოდის მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე.

 

ტექნოლოგიური ინკუბატორის L.N. Innovative Technologies-ის დირექტორის კლარა ორენის თქმით, ისრაელის ვენჩურული წარმატება განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა, და პირველ რიგში - იმიგრაციამ სსრკ-დან, რომელიც დაიწყო 1973 წელს - ყოველი მესამე ებრაელი რეპატრიანტი საბჭოეთიდან იყო ან ინჟინერი, ამ ტექნიკოსი.

 

ორენმა იცის რასაც ლაპარაკობს - ის თავადაც ჩამოვიდა ისრაელში უკრაინის ქალაქ ჩერნოვციდან, შემდეგ, როგორც ყველა ებრაელი, მსახურობდა ჯარში და ჯარიდან დაბრუნებულმა დაიწყო საქმიანობა მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.

 

განსაკუთრებით გაიზრდა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების ნაკადი 90-იანებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. იმ დროისთვის არსებული მეცნიერული და საკონსტრუქტორო ცენტრების მცირე რაოდენობა არ აღმოჩნდა ამისთვის მზად. და სწორედ მაშინ, 1991 წელს მთავრობამ აამუშავა პროექტი „ინკუბატორი“, რომელიც აფინანსებდა მცირე და საშუალო კომპანიებს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.

 

სულ მოქმედებდა 24 ინკუბატორი, რომელთა მიზანი იყო ნიჭიერი კონსტრუქტორების წახალისება და მათ იდეების ბიზნესად ქცევა.

 

სირთულე იყო ისიც, რომ წარმატებისთვის ახალშობილ IT-ინდუსტრიას აუცილებლად სჭირდებოდა გასვლა საერთაშორისო დონეზე, რადგანაც თავად ისრაელის ბაზარი ზედმეტად მცირეა.

 

ამისთვის 1992 წელს სახელმწიფომ დააარსა რამდენიმე ფონდი, რომელიც ახდენდა სტარტაპების დაფინანსებას - ასე დაიწყო ძალზე ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობა სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის.


 

პირველ ეტაპზე სახელმწიფო გამოყოფდა სტარტაპისთვის საჭირო დაფინანსების 50%-ს, რის სანაცვლოდაც იღებდა კომპანიის 40%-იან წილს. პროექტის ამუშავების შემდეგ ეს წილი მთლიანად უბრუნდებოდა კომპანიას და ამით სამთავრობო ჩარევა სრულდებოდა.

 

სწორედ ამ ფონდებმა და ინკუბატორებმა მისცა ისრაელს 90-იანი წლებში, მაღალი ტექნოლოგიების ბუმის დროს. საკუთარი ადგილის დამკვიდრების საშუალება.

 

2009 წელს, როდესაც ისრაელში უკვე მოქმედებდა 240 ვენჩურული ფონდი, სახელმწიფო პროგრამა შეწყდა, ხოლო ინკუბატორებმა და ფონდებმა გააგრძელეს მუშაობა დამოუკიდებლად. სახელმწიფომ მისცა ძლიერი ბიძგი IT ინდუსტრიას, და დღეს ის უკვე აღარ საჭიროებს მთავრობის დახმარებას.

 

„რა არის წარმატება სტარტაპისთვის? ეს არის კაპიტალიზაციის ზრდა, და შემდეგ მისი მიყიდვა მსხვილი ინვესტორისთვის. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ, როდესაც ვდებთ კაპიტალს დამწყებ პროექტებში“, - ამბობს კლარა ორენი.

 

ფონდმა  L.N. Innovative Technologies  ბოლო წლების მანძილზე დააფინანსა 80 წარმატებული სტარტაპი, და ის დღესაც თანამშრომლობს სახელმწიფოსთან.

 

„სახელმწიფოსთვის ეს არაა ქველმოქმედება - ისრაელის მთავრობას აქვს სავსებით რაციონალური სტრატეგია  - სახელმწიფო ინვესტიციები ძალიან მალე იწყებს მუშაობას, და ავსებს ბიუჯეტს გადასახადებით. თანაც, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სტარტაპი დააპირებს, გაყიდვას ან სხვა ქვეყანაში გადასვლას, მას მოუწევს სერიოზული კომპენსაციის გადახდა. სქემა კარგად მუშაობს - სტარტაპების უმრავლესობა საბოლოო ჯამში რჩება ისრაელში და მუშაობს საექსპორტო ბაზრებზე“, - ამბობს ორენი.

 

ისრაელში წარმატებული სტარტაპების წილი შეადგენს 30%-ს, რაც ძალიან ბევრია - სხვა ქვეყნებთან შედარებით. მაგალითად, შტატებში, სტარტაპების 95% კოტრდება და წარმატებას აღწევს მხოლოდ 5%.

 

„ჩვენ უბრალოდ ძალიან დიდი ყურადღებით ვირჩევთ პროექტებს, თანაც გვაქვს კარგი მენეჯმენტი“,  - ამბობს  L.N. Innovative Technologies-ს დირექტორი.

 

 

„სტარტაპერები ხშირად ფიქრობენ, რომ საკმარისია ყველაზე დაანახო როგორ მუშაობს პროდუქტი და მთელი მსოფლიო დაიჩოქება მუხლებზე. თუმცა, სინამდვილეში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია გუნდი და ეფექტური მენეჯმენტი. ალბათ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ზედმეტად ძლიერი ლიდერი - რისკ-ფაქტორია. მას არ ჰყოფნის კომპრომისის უნარი და ამიტომაც მას არავინ არ მიჰყვება. შესაძლოა ის გახდეს ნობელის პრემიის ლაურეატი, თუმცა, ვერასდროს ააშენებს წარმატებულ ბიზნესს“ - მიიჩნევს კლარა ორენი.

 

ინვესტირების გადაწყვეტილების მიღებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხს.

 

„ჩვენ ვხარჯავთ საშუალოდ 200 000 ევროს იმის დადგენაზე, თუ რამდენად ძლიერია პროექტი ინტელექტუალური საკუთრების კუთხით, რადგანაც მეცნიერულ პროექტებში სწორედ ინტელექტუალური საკუთრება არის მონეტიზაციის საფუძველი. აუცილებელია, რომ სტარტაპის მიერ დამუშავებულ ტექნოლოგიაზე პირველ წლებში მოქმედებდეს მონოპოლიური უფლებები  - სწორედ ასე შეუძლიათ ინვესტორებს მოგების მიღება. შემდეგ უკვე შეიძლება ამ გამოგონებების გადაყვანა public domain-ის რეჟიმი, და ის გახდეს ხელმისაწვდომი ყველასთვის» - ამბობს კლარა ორენი.

 

Forbes

 

 

 


თეგები:
ისრაელი



უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება
access_time2020-07-14 13:00:06
საქართველოს მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაასუბსიდირებს. ინიციატივა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე დაანონსდა. სუბსიდია შეეხება ყველა იმ იპოთეკური სესხის ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. პროექტის მიზანია დეველოპერულ სექტორში კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად მიღებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა და ფიზიკური პირებისთვის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის...


მსგავსი სიახლეები

up