როგორც ჩანს „კრედიტ სუისში“ რისკებს სათანადოდ ვერ აცნობიერებენ, სხვაგვარად, რას უკავშირდება ისეთი მსხვილი და ავტორიტეტული კლიენტის უფლებების რღვევა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, გაუგონარია - შოთა გულბანი

როგორც ჩანს „კრედიტ სუისში“ რისკებს სათანადოდ ვერ აცნობიერებენ, სხვაგვარად, რას უკავშირდება ისეთი მსხვილი და ავტორიტეტული კლიენტის უფლებების რღვევა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, გაუგონარია - შოთა გულბანი

access_time2022-08-02 16:50:59

ეკონომისტი შოთა გულბანი იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზს ეხმიანება და განმარტავს, რომ საბანკო საქმე რეპუტაციული ბიზნესია და ნებისმიერი ბანკის ძირითად აქტივებს სწორედ დეპოზიტორების თანხები წარმოადგენს.


„თუკი დეპოზიტორებში ნდობა დაიკარგა, ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე ექმნება“ - წერს შოთა გულბანი.



მისი თქმით, „ემ ქეი დი“-ს განცხადება, რომ იგი აპირებს გაასაჯაროოს ბანკთან ოფიციალური მიმოწერა მისასალმებელია, რადგან მრავალ კითხვას გაეცემა პასუხი და ნათლად გამოვლინდება სიმართლე.


მისივე თქმით მეტ გაოგნებას იწვევს შვეიცარიის მედიის პასიურობა, საკითხის ნიველირება და მათი უმსხვილესი ბანკის დანაშაულზე ხელის დაფარება, რაც ლოგიკურად ბადებს კითხვას, რამდენად თავისუფალია მედია შვეიცარიაში?




„საოცრად გამაოგნებელი პროცესები მიმდინარეობს ბიძინა ივანიშილის და შვეიცარიული ბანკის „კრედიდ სუისის“ სასამართლო დავის ირგვლივ. კერძოდ გაოცებას იწვევს და უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული ბანკის „კრედიტ სუისის“ მოქმედებები, რომელიც პირდაპირ უზღუდავს ივანიშვილს კუთვნილი თანხების განკარგვას.



საბანკო საქმე რეპუტაციული ბიზნესია და ნებისმიერი ბანკის ძირითად აქტივებს სწორედ დეპოზიტორების თანხები წარმოადგენს. თუკი დეპოზიტორებში ნდობა დაიკარგა, ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე ექმნება. როგორც ჩანს ამ რისკებს სათანადოდ ვერ აცნობიერებენ „კრედიტ სუისში“, ვინაიდან სხვაგვარად რას უკავშირდება ისეთი მსხვილი და ავტორიტეტული კლიენტის უფლებების რღვევა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, გაუგონარია.



კიდევ უფრო მეტ გაოგნებას იწვევს შვეიცარიის მედიის პასიურობა, საკითხის ნიველირება და მათი უმსხვილესი ბანკის დანაშაულზე ხელის დაფარება. კერძოდ, როგორც ბიძინა ივანიშვილის უფლებების დამცველი იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“-ს განცხადებაშია ნათქვამი, მათი მხრიდან გაკეთებულ შეთავაზებებზე, მომხდარიყო დავის აღწერა ადგილობრივ მედიაში, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ყველა მცდელობა დასრულდა უშედეგოდ, რაც ლოგიკურად ბადებს კითხვას, რამდენად თავისუფალია მედია შვეიცარიაში?



მიმდინარე დავის სირთულიდან და საზოგადოებაში მის მიმართ არსებული დიდი ინტერესის გათვალისწინებით, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ აცხადებს, რომ აპირებს გაასაჯაროოს ბანკთან და მის სატრასტო სტრუქტურებთან ოფიციალური მიმოწერა, რაც ვფიქრობ, რომ ცალსახად მისასალმებელია, რადგან მრავალ კითხვას გაეცემა პასუხი და ნათლად გამოვლინდება სიმართლე“- წერს შოთა გულბანი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up