როგორც არ უნდა ვიწვალოთ და ვიმიტინგოთ, ჰესები აუცილებლად გვჭირდება - ენერგეტიკოსი

როგორც არ უნდა ვიწვალოთ და ვიმიტინგოთ, ჰესები აუცილებლად გვჭირდება - ენერგეტიკოსი

access_time2022-11-14 17:30:34

„ნამახვანჰესის“ ინვესტორმა, თურქულმა კომპანია „ენკამ“ არბიტრაჟს მიმართა, მაგრამ როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, მიუხედავად ამისა, პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ის აუცილებლად განხორციელდება.


„ენკამ” ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და არბიტრაჟს მიმართა, თუმცა კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ. საუბარია სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება არსებულ შეთანხმებაში შევიდეს, რადგან ეს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი განხორციელდეს. ამ ფორმატით, თუ სხვა ფორმატით, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების შედეგად დამატებითი ინფორმაცია გვექნება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ენერგეტიკოსი გია არაბიძე „კომერსანტთან“ ჰესების მნიშვნელობაზე და სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროექტში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სოციალური მიმართულება, რომ ავიცალოთ ხალხის გამოსვლები და ამის გამო ინვესტორების ქვეყნიდან გასვლა.



„როგორც არ უნდა ვიწვალოთ ჩვენ და როგორც არ უნდა ვიმიტინგოთ, აუცილებლად დაგვჭირდება ჰესების აშენება, რადგან ამის გარეშე უკვე ვეღარ გავდივართ. ერთადერთი რაც გვაქვს, ეს არის ჩვენი ჰიდრორესურსი და მოხმარება კი ვხედავთ ყოველთვიურად როგორ იზრდება, გენერაციის დაწევა კი არ ხდება. თუმცა სხვა საკითხია რა სიმძლავრის, რა პროექტის და რა იდეოლოგიის ჰესი უნდა ავაშენოთ. პირველ ეტაპზე უნდა შევთანხმდეთ რომ გვჭირდება და უნდა აშენდეს, პრიორიტეტების მიხედვით გვჭირდება ჰიდრო ანუ განახლებადი ენერგია და შემდგომ სხვა დანარჩენი. მეორე ეტაპზე პროექტზე ცალკე უნდა ვიმსჯელოთ. პირველად უნდა დასაბუთდეს ამ სადგურის ენერგეტიკული საჭიროება, აქვს თუ არა ქვეყანას ენერგეტიკულად მოთხოვნა მისი მშენებლობისთვის. შემდეგ უნდა ვნახოთ ეკონომიკურად ეს სადგური რამდენად არის მისაღები, შემდეგ ეკონომიურად არის თუ არა მისაღები ქვეყნისთვის და ეკოლოგიურად რამდენად უსაფრთხოა, ეს ყველა კომპონენტი რომ გაერთიანდება, მერე უნდა დავკრათ ბარი და დავიწყოთ მშენებლობა. ბუნებრივია პროექტში სასიცოცხლოდ უნდა იყოს გათვალისწინებული სოციალური მიმართულება, რომ ავიცილოთ ხალხის გამოსვლები და ამის გამო ინვესტორების გასვლა“,  აღნიშნავს გია არაბიძე.


2021 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ENKA-მ, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ აცნობა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორმა კომპანიამ დაასახელა საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოების არსებობა.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up