სავარაუდოდ,მთავრობას ყველაზე მეტი ახლობელი სამშენებლო სექტორში ჰყავს და  მათ სუბსიდირებას ამიტომ გეგმავს - ლევან კობერიძე

სავარაუდოდ,მთავრობას ყველაზე მეტი ახლობელი სამშენებლო სექტორში ჰყავს და მათ სუბსიდირებას ამიტომ გეგმავს - ლევან კობერიძე

access_time2020-06-17 16:00:03

„როგორი შეიძლება იყოს სავარაუდოდ საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა დარგების მიხედვით და რა ეკონომიკური ხედვებით უნდა უპასუხოს ქვეყანამ ამ გამოწვევას?“ - ამ კითხვით მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან კობერიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტი წარადგინა.


„ასევე კითხვა მაქვს საგარეო ვალთან დაკავშირებით. ლარის კურსის მერყეობის შემთხვევაში, ეკონომიკის მინისტრმა თუ დაინახა რომ ლარი ოდნავ მყარდება, სიამაყით აცხადებს რომ  ეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. გაუფასურების შემთხვევაში კი არავინ  კომენტარს არ აკეთებს. ასევე მნიშნელოვანია, თუკი კურსის გამო ვალის ზღვრის გადაჭარბება მოხდება რა დაზღვევის მექანიზმი გვაქვს? კაკაურიძემ უბრალოდ მიპასუხა რომ  ეს რისკი არსებობს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.


ლევან კობერიძეს მთავარი შენიშვნა ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით აქვს ის, რომ  ეს არ არის ანტიკრიზისული, ეს არის კრიზისთან შეგუების გეგმა. შესაბამისად, არ ასახავს არანაირ გეგმას თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის ფული ის თანხებია, რომელიც უნდა იხარჯებოდეს მხოლოდ საჯარო სიკეთეებისთვის და უნდა იყოს ყველასათვის გარკვეული ბენეფიტის მომტანი და არა ისე რომ ერთ კომპანიას მისცენ თანხა და მეორეს არა.



„ვთვლი, რომ ბიუჯეტში სადღაც რაღაც შეამცირეს, მაგრამ ეს არ არის არსებულ გამოწვევებთან, კრიზისთან და იმ ეკონომიკურ პრობლემებთან საპასუხოდ საკმარისი. გარდა ამისა, უძრავი ქონების ბაზარზე ასე უხეშად ჩარევას რომ ახორციელებს მთავრობა, ამ შემთხვევაში პირიქით გაყიდვებმა მოიკლო. ეს კრიზისები გარკვეულწილად კომპანიებმა თავისით უნდა გადაიტანონ და ადაპტირდნენ, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტს თუ აქვს იმის ფუფუნება რომ ჩაერიოს, მხოლოდ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით უნდა ჩაერიოს. თუმცა, ეს ხდება შერჩევით, პროტექციონისტულად. როგორც აღმოჩნდა მთავრობას ყველაზე მეტი ახლობელი სამშენებლო სექტორში ჰყავს და პირველ რიგში მათ სუბსიდირებას ამიტომ გეგმავს. უმჯობესია, მოსახლეობას უფრო მეტად დავეხმაროთ, მაგრამ მეორეს მხრივ, ბიზნესს შევუწყოთ ხელი, თუმცა ეს არ უნდა იყოს დათვური სამსახური, ეს უნდა იყო სწორი მექანიზმებით ჩარევა.


მთავარი მიზანია დასაქმებულების და ხელფასების შენარჩუნება, როგორც მაგალითად ამერიკამ გააკეთა. საბაზრო მექანიზმებით უნდა მოხდეს სახელმწიფოს ჩარევა და არა ისე, როგორც ახლა ხდება, რომ ფაქტობრივად  პირდაპირ ურიგებენ სესხის პროცენტის სუბსიდირებით და ამართლებენ იმით, რომ სამშენებლო და ტურიზმი პრიორიტეტია და ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ დროს კი მთავრობის პარტნიორ კომპანიებში ახდენენ ინვესტირებას. ბიუჯეტის ფული ის თანხებია, რომელიც უნდა იხარჯებოდეს მხოლოდ საჯარო სიკეთეებისთვის და უნდა იყოს ყველასათვის გარკვეული ბენეფიტის მომტანი და არა ისე, რომ ერთ კომპანიას მისცენ თანხა და მეორეს არა.  მაშინ რა დააშავა სხვა სექტორებმა, ამაზე პასუხობენ რომ ამდენი ფული ბიუჯეტში არ არის ანუ შერჩევითი სამართალია. ეს მექანიზმები უფრო გავს საარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვის განზრახვას“, - აცხადებს ლევან კობერიძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up