როგორ ხვდებიან მსხვილი სავაჭრო ცენტრები ახალ წელს და რომელი ბრენდების შემოყვანა იგეგმება მომავალი წლიდან

როგორ ხვდებიან მსხვილი სავაჭრო ცენტრები ახალ წელს და რომელი ბრენდების შემოყვანა იგეგმება მომავალი წლიდან

access_time2018-12-28 18:30:42

გალრია თბილისი-Galleria Tbilisi


გალრია თბილისი მომხმარებლებს „ჯადოსნურ ახალ წელს“ და სიურპრიზებს სთავაზობს.



„9 დეკემბრიდან მიმდინარეობს კამპანია მართლა ჯადოსნური ახალი წელი, რომლის ფარგელბში მოეწყო კამპანიის გახსნის ღონისძიება - ჯადოსნურად აინთო გალერია თბილისის საახალწლო განათებები, მას შემდეგ ყოველდღიურად სავაჭრო ცენტრის სტუმრები სხვადასხვა ჯადოსნურ ამბებში ეხვევიან , ამასთან ერთად, პროქტ სეკრეტ სანტას საახალწლო ბაზრობა ეწყობა გალერია თბილისის მე-3 სართულზე, Pop up მაღაზიაში.


გასულ წელთან შედარებით წელს გაცილებით მეტი მაღაზიაა ჩვენთან წარმოდგენილი,ისინი ეტაპობრივად იწყებენ ფასდაკლებებს.


წინასაახალწლოდ ტრაფიკის და ნავაჭრის მაჩვენებლებიც გაზრდილია, რაც დეკემბრის ბოლოსკენ კიდევ უფრო მოიმატებს, შესაბამისად საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდი გვაქვს,“-აცხადებენ გალერია თბილისში.


 გალერია თბილისი ახალი ბრენდების შემოყვანას გეგმავს.



„გალერია თბილისში სულ ახლახანს გაიხსნა ახალი ბრენდების მაღაზიები - სუპერდრაი, განტი, ვაიკონი, ამას გარდა ზარაფხანა, იაკუძა, ლიბერთი ბანკი.



უახლოეს მომავალში გალერია თბილისში გაიხსნება საყოფაცხოვრებო მაღაზია მადამ კოკო, მოლაპარაკება მიმდინარეობს ბაზარზე კიდევ რამდენიმე ახალი ბრენდის შემოყვანის თაობაზე.”



ისთ ფოინთი - East Pointis



ისთ ფოინთი ახალ წელს საახალწლო გათამაშებითა და ახალი სასაჩუქრე ბარათით ხვდება.



წელს სიახლეა სასაჩუქრე ბარათი, რომელიც თიბისისთან და ვიზასთან ერთად დავნერგეთ. ეს არის უნივერსალური და უნიკალური ბარათი, რომელის გამოყენება მომხმარებლებს ისთ ფოინთის ყველა ფილიალში შეუძლიათ. 


ამასთან ერთად, გვაქვს საახალწლო გათამაშება 7 დეკემბრდან 29 დეკემბრის ჩათვლით ნებისმიერი 50 ლარიანი შენაძენის ქვითარი გადაიცვლება გათამაშების ბილეთში. 29 დეკემბერსი გაიმართება გათამაშება, თამაშდება 100 სასაჩუქრე ვაუჩერი, მთავარი პრიზი კი არის 10 000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი,“-აცხადებენ ისთ ფოინთში


ისთ ფოინთში წელს საახალწლო ფასდაკლებები შედარებით ადრე დაიწყო,ამასთან სავაჭრო ცენტრი სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს.


„წელს ფასდაკლებები შედარებით ადრე დავიწყეთ.ამასთან შავ პარასკევს ჩართული იყვნენ ისეთი ბრენდებიც,რომლებიც შარშან არ ყოფილან.გაყიდვების მაჩვენებელიც ბევრად მაღალი იყო ვიდრე წინა წელს და საახალწლოდაც ველოდებით გაყიდვების ზრდას.



ზოგადად ისთ ფოინთის გაფართოებაზე მიმდინარეობს მუშაობა.ჩვენ გვაქვს რესურსი,რომ გავფართოვდეთ,რაც თავისთავად გულისხმობს ახალი ბრენდების შემოყვანასაც.“



თბილისი მოლი - Tbilisi Mall


თილისი მოლი საახალწლოდ სახალისო კამპანიას და გალა კონცერტს სთავაზობს მომხმარებლებს.


„საახალწლოდ გვაქვს სახალისო კამპანია: ვინ მოიყვანს ახალ წელს, სანტა კლაუსი თუ თოვლის ბაბუა,სპეციალური ზონა გვაქვს მოწყობილი სადაც ხალხს შეუძლია ხმა მისცეს თავის რჩეულს.


ყოველდღიურად გვაქვს გათამაშებები. ნებისმიერ ადამინს თბილისი მოლში შოპინგის შემდეგ შეუძლია მიიღოს გათამაშებაში მონაწილეობა , პრიზი კი 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერია.


ამასთან,30 დეკემბერს მოძრაობის თეატრი საინტერესო სანახაობას შესთავაზებს ჩვენს სტუმრებს,“
-აცხადებენ თბილისი მოლში


თბილისი მოლში ფასდაკლებების ნაწილი უკვე დაწყებულია და იანვარშიც გაგრძელდება.იგეგმება ახალი ბრენდების შემოყვანაც.


„ახალ ბრენდებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები,რამდენიმესთან უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება,მაგალითად იანვარში თბილისი მოლის მეორე სართულზე Gepherrini გაისნება.


ყოველწლიურად ბევრი მომხმარებელი გვყავს,წელსაც პოზიტიურია ჩვენი მოლოდინები და ვფიქრობთ გაყიდვების მაჩვენებელი გაიზრდება,“-
განმარტავენ თბილისი მოლში.


მარიამ ტიტვინიძე




„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა

„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა
access_time2020-10-29 11:13:24
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ, საქართველოში ფრენების აღდგენას. „ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ...

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო
access_time2020-10-29 10:45:34
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავარი არხისა და TV 1-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს, შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ყოველივე...

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება
access_time2020-10-29 10:50:30
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და...

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...


მსგავსი სიახლეები

up