“დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არაჯანსაღ კონკურენციას უწევენ მაღალბიუჯეტიან კომპანიებს“ -  საქართველოში გასულ წელს 10 ავიაკომპანია შემოვიდა

“დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არაჯანსაღ კონკურენციას უწევენ მაღალბიუჯეტიან კომპანიებს“ - საქართველოში გასულ წელს 10 ავიაკომპანია შემოვიდა

access_time2019-05-16 11:00:43

საქართველოში შემოსვლით  არაბული ავიაკომპანია Fly Emirates-ია დაინტერესებული. როგორც ექსპერტულ წრეებში აცხადებენ, აღნიშნული ავიაკომპანიის შემოსვლა ქვეყანისთვის დიდი რეკლამა იქნება. 


კომერსანტი დაინტერესდა, ბოლო 1 წელიწადში რამდენი ავიაკომპანია შემოვიდა საქართველოს ბაზარზე და რა ვითარებაა ზოგადად საავიაციო ბაზარზე? 


აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ბოლო 1 წელში საქართველოში შემდეგი ავიაკომპანიები შემოვიდნენ: უკრაინული ავიაკომპანია sky up,  რუმინული ავიაკომპანია tarom, საუდის არაბეთის ავიაკომპანია lynas,  jazzera airways, salam air, air france, air malta, air korea, ellinair, uzbekistan airways, red wings.


ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ მზარდი ტენდენცია და საერთაშორისო ავიაკომპანიების მხრიდან დაინტერესება  საქართველოს, როგორც ქვეყნის ცნობადობის ამაღლების გამოა.  ამით დაინტერესდნენ საერთაშორისო ავიაკომპანიები და მყისიერად გადაწყვიტეს საქართველოს ბაზარზე შემოსვლა.


მნიშვნელოვანია, როგორ ხვდება ქვეყანა ამ მზარდ ტენდენციას. როგორც ზაუტაშვილი განმარტავს, კრიტიკას ვერ უძლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც მოფრენისთვის აშენებული ტერმინალი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მისი განცხადებით, ეს ზოლი არის ძალიან მცირე, მოუხერხებელი და ერთდროულად 3-4 ჩამოფრენასაც ვერ ემსახურება.


 „აღარ ვსაუბრობ ტურისტებზე, რომლებიც საქართველოში  ტრანზიტით მოემგზავრებიან. ასეთი შემთხვევებისთვის თბილისის აეროპორტი მზად არ არის,“-აცხადებს ზაუტაშვილი.


მისივე განმარტებით, ანალოგიური მდგომარეობაა ბათუმის აეროპორტში, რომელიც, ზაუტაშვილის განცხადებით, სრულად ამორტიზებულია, არანაირ სტანდარტს არ პასუხობს და შეიძლება  დღის წესრიგში მისი დახურვის საკითხიც დადგეს.რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა. ობიექტმა ბოლო 2.5 წელიწადია დიდი წინსვლა აჩვენა. დაფიქსირდა  მგზავრთა ნაკადის 48-50%-იანი ზრდა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს აღნიშნული აეროპორტის ძირითადი დანიშნულება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურეობა უნდა იყოს, ის  კი დღეს ავიაკომპანია „ვიზიარის“ ფლაგმანად იქცა. სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები კი ძირითადად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავენ.


აქ ჩვენ საკმაოდ დიდ სირთულეს ვაწყდებით. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები (ლოუკოსტერები) მსოფლიოში ძირითადად მეორე ხარისხოვანი აეროპორტებით სარგებლობენ. მათ შესაბამისად, დაბალი სახის სერვისი მიეწოდებათ, რაც მკვეთრად დაბალი ბილეთის ფასშიც აისახება.


მე თუ მივფრინავ თბილისიდან, მაქვს მეტი კომფორტი, შესაბამისად, ბილეთში მეტს ვიხდი. დღეს ეს სხვაობა დაიკარგა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი -თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც დაფრინავენ. მეორე - დაბალუჯეტიანი ავიაკომპანიებში, მაგალითად, „ვიზიარში“ მაღალ სეზონზე (მაისი-ოქტომბერი)  დაბალფასიან ბილეთს ვერ იშოვით. ეს რას ნიშნავს? გამოდის ან ერთმანეთს ვატყუებთ, ან ისინი გვატყუებენ, ჩვენ როგორც მომხმარებელს. ეს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები სახელმწიფოსგან ყოველწლიურად დოტაციას იღებენ, ამის საპირწონედ კი  დაბალფასიანი ბილეთის მიწოდების ნაცვლად საკმაოდ მაღალფასიან სეგმენტს გვთავაზობენ, თან  ქუთაისიდან. მესამე — ნამდვილად იაფფასიანი კომპანიები, როგორიცაა „პობედა“ და სხვები, სარგებლობენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებით და შესაბამისად, ამით არაჯანსაღ კონკურენციას უწევენ ჩვეულებრივ, მაღალბიუჯეტიან კომპანიებს. შედეგად ხდება სრული აღრევა,“ — აცხადებს ზაუტაშვილი.



მისი განცხადებით, სიტუაცია აეროპორტების გაერთიანებამ უნდა დაალაგოს, რომელიც სახელმწიფო სსიპ-ია. მისი ძირითადი დანიშნულებაა არეგულიროს და სწორად განსაზღვროს პრინციპები. მათ შორის ის, თუ  რომელი აეროპორტი რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განსაკუთრებით მზარდი მოთხოვნის შედეგად, შესაძლოა კოლაფსის წინაშე დავდგეთ. ზაუტაშვილის ხედავს იმის რისკსაც, რომ საქართველოში ჩამოფრენილი ტურისტი ისეთი უკმაყოფილო დავტოვოთ ,რომ აქ მეორედ ჩამოსვლის სურვილი გაუქროთ.


 „მაგალითისთვის გეტყვით,პარიზში „შარლ დე გოლის“ აეროპორტში დაფრინავს Air Trans-ი, მაგრამ არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაც, მაგალითად, Fly Niki-ი და სხვები, რომლებიც  სხვა, შედარებით დაბალი ხარისხის აეროპორტებიდან დაფრინავენ. შესაბამისად, იქ აეროპორტის ტარიფი დაბალია, რაც  ბილეთის ფასს განსაზღვრავს. ამიტომ დაფრინავს ის ქუთაისიდან. პლიუს სახელმწიფოსგან იღებს დოტაციას. ეს ყველაფერი კი ჩვენზე უნდა ასახოს. დღეს კი 350 დოლარზე ნაკლებ ბილეთს ვერ იშოვი, “-განმარტავს ზაუტაშვილი.


ავიაციის ექსპერტი არაბული ქვეყნებიდან ავიაკომპანიების  საქართველოთი დაინტერესებასაც აფასებს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში Fly Emirates-ის შემოსვლა ძალიან დიდი სარეკლამო სვლა იქნება ქვეყნისთვის. თუმცა, როგორ მოეწონება ამ კომპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტარიფები და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ინფრასტრუქტურა, მეორე საკითხია. 


მისი ინფორმაციით, ბაზარზე რომ პრობლემებია, მოწმობს “რაინეარის“ შემთხვევაც. ირლანდიურმა კომპანიამ საქართველოში შემოსვლაზე უარი თქვა და მიზეზად აეროპორტის დიდი მოსაკრებელი და ერთ კონკრეტულ ავიაკომპანიაზე - თურქიშ ეარლაინსზე მორგებული სტრატეგია დაასახელა. რაც შეეხება შედარებით იაფ ქუთაისის აეროპორტს, ის მიუღებელი აღმოჩნდა დედაქალაქიდან 250 კილომეტრით დაშორების გამო.


და ბოლოს, ზაუტაშვილი ადგილობრივი ავიაკომპანიების ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ქართულ კომპანიებზე  შეღავათიანი ტარიფები უნდა ვრცელდებოდეს.



საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 20% გაიზარდა. 2019 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 1,450,847 მგზავრს მოემსახურა. რაც 20% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. აპრილში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა:


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აპრილში 331,523 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 296,163 მგზავრი ). 4 თვის ჭრილში კი მგზავრთნაკადმა 11% გაიზარდა და 1,136,198 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 1,020,104 მგზავრი).


 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 2019 წლის აპრილში 67% შეადგინა მგზავრთა რაოდენობა 67,530  დაფიქსირდა  . ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 224,314 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89% მეტია.


ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის აპრილში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 36,532 მგზავრმა ისარგებლა, რაც 16% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 4 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთ ნაკადი 30%-ით გაიზარდა.


რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 4 თვეში 1,626 მგზავრს მოემსახურა. რაც 16% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.



ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის პირველ 4 თვეს 261 მგზავრმა ისარგებლა, რაც 20% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


ჯამში, 4 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1,887 მგზავრმა ისარგებლა რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 სოფო ქსოვრელი 


 

 

 

 





„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის
access_time2020-02-26 19:50:03
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის,...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...

საბანკო რეგულაციების შერბილება 1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს

საბანკო რეგულაციების შერბილება  1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს
access_time2020-02-26 16:30:38
2020 წლის 1 მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა ვერ ამოქმედდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. „შერბილებული საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან, შესაძლოა, ვერ ამოქმედდეს, რადგან კომერციულ ბანკებს გარკვეული პერიოდი სჭირდება რომ იმ ცვლილებების...


მსგავსი სიახლეები

up