როგორ ხდება სადაზღვევო კომპანია არდი-ში სადაზღვევო შემთხვევების რეგულირება და მართვა

როგორ ხდება სადაზღვევო კომპანია არდი-ში სადაზღვევო შემთხვევების რეგულირება და მართვა

access_time2021-12-14 14:00:44

როგორ ხდება სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მართვა და როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი სადაზღვევო შემთხვევების დროს - ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „დაზღვევის დრო“ სადაზღვევო კომპანიის „არდი“ სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების უფროსმა იოსებ დაბრუნდაშვილმა და ჯანმრთელობის დაზღვევის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა დურგლიშვილმა ისაუბრეს.

 


დურგლიშვილის თქმით, ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით სადაზღვევო პროცესში უფრო აქტუალური და პოპულარული კორპორაციული დაზღვევაა, რომლის ფარგლებშიც სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები უკავშირდებიან შესაბამის ორგანიზაციებს და სასურველ პაკეტზე უთანხმდებიან, რაც შეეხება ინდივიდუალურ დაზღვევას, „არდი“ მომხმარებლებს სთავაზობს ე.წ. ვიტამინებს, რომლებიც შეთავაზებების და ფასების მიხედვით განსხვავდება, ინდივიდუალური დაზღვევის შეძენა, როგორც სადაზღვევო აგენტთან ასევე არდის ვებ-გვერდიდან ონლაინ არის შესაძლებელი.

 


“სამწუხაროა, რომ საქართველოს რეალობაში ბაზარზე დიდი წილი კორპორაციულ დაზღვევაზე მოდის, თვითონ პაკეტშიც სხვაობაა და კორპორაციული შეთავაზება ინდივიდუალურზე უკეთესია, რასაც ბაზარზე ინდივიდუალური დაზღვევის სიმცირე განაპირობებს, ინდივიდუალური დაზღვევა მოიცავს გარკვეულ შეზღუდვებს, მაგალითად პირველად დაზღვევის შემთხვევაში გარკვეულ სერვისებზე არის მოცდის პერიოდი და შეიძლება სწორედ ეს არის იმის განმაპირობებელი, რომ ადამიანები ინდივიდუალური დაზღვევის შეძენისგან თავს იკავებენ, მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ საქართველოს ბაზარი ინდივიდუალური დაზღვევით გაჯერდება, ეს პაკეტიც დაიხვეწება და უკეთესი იქნება“, - აღნიშნა თეა დურგლიშვილმა.

 

 

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევის ლიმიტებს და თანაგადახდებს, დურგლიშვილი ამბობს, რომ არსებობს საყოველთაო დაზღვევაც, რომელიც გულისხმობს ისეთი სერვისების დაფარვას, როგორიც არის გადაუდებელი სტაციონარი, გეგმური სტაციონარი, თუმცა ეს სერვისი არ ფარავს მედიკამენტებს, სტომატოლოგიას, გეგმურ ამბულატორიულ სერვისებს და სხვა მნიშვნელოვან მომსახურებებს. „არდის“ სადაზღვევოვო პროდუქტები ჩამოთვლილ მომსახურებებს ანაზღაურებს, მისი ლიმიტები და თანაგადახდები კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პაკეტს შეიძენს მომხმარებელი.

 

„არდის“ შემთხვევაში გეგმურ ამბულატორიაზე, მედიკამენტებზე და სტომატოლოგიაზე საშუალოდ თანაგადახდა არის 60-80%, გარდა ამისა არის სერვისები, რომელიც მომხმარებელს როგორც 100%-იან ასევე 50%-იან თანაგადახდას სთავაზობს, რაც ასევე იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ პროდუქტს აირჩევს მომხმარებელი.

 


„არდის“ სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის იოსებ დაბრუნდაშვილი აღნიშნავს, რომ ავტოდაზღვევა საკმაოდ პოპულარულია მოსახლეობაში და თანაბრადაა განვითარებული როგორც საცალო ასევე კორპოტარიული დაზღვევის მიმართულება. ავტოდაზღვევის მიმართულებით „არდი“ მომხმარებელს ყველა სეგმენტზე გათვლილ პროდუქტს თავაზობს. მომხმარებელს შეუძლია იყიდოს როგორც თითქმის ყველა რისკისგან დაზღვეული პაკეტი, ასევე შედარებით დაბალ ფასიანი, რომელსაც სულ რამოდენიმე გამონაკლისი აქვს.



არსებობს დაზღვეულების კატეგორია რომლებიც აცხადებენ, რომ მორჩილი მძღოლია, არ გაივლის წითელზე, იცავს წესებს გზაჯვარედინზე და სწორედ აღნიშნულ კონტიგენტზეა მორგებული შედარებით იაფფასიანი შეთავაზება და არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აღნიშნული მიდგომა გამართლებულია.

 


მიუხედავად აღნიშნულისა, ვფიქრობ საჭიროა მაქსიმალური კომუნიკაცია საზოგადოებასთან რათა დეტალურად ავუხსნათ დაზღვევის კომფორტის ყველა მხარე. მაგალითად შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყოს მესამე პირის ბრალით, მაგრამ იყოს გადახდის უუნარო. ასეთ შემთხვევაში დაზღვეული მანქანებისთვის აღნიშნული მოცემულობა პრობლემას არ წარმოადგენს.- აღნიშნა იოსებ დაბრუნდაშვილმა.

 



რაც შეეხება შემთხვევების მართვას, დაბრუნდაშვილი აღნიშანავს, რომ მომხმარებელის შეუძლია მოთხოვნის შესაბამისად მიიღოს დაზიანების აღმოფხვრისთვის საკმარისი თანხა. დაზიანებული ავტომანქანა შეაკეთოს შეთავაზებაში ჩამოთვლილ ისეთ პროვაიდერ სახელოსნოებში როგორიცაა თეგეტა მოტორსი, ტოიოტა ცენტრი თეგეტა, ტოიოტას ცენტრი და სხვა. ან მოითხოვოს თანხის ჩარიცხვა მის მიერ მითითებულ სახელოსნოში სადაც მონიტორინგს განახორციელებს კვალიფიციური ექსპერტი. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საგარანტიო ავტომობილებს მომსახურება უპირობოდ ეკუთვნით შესაბამის ავტორიზებულ ცენტრში.



იმ შემთხვევაში თუ ტექნიკურად შესაძლებელია, დაზიანებული ავტომობილის შეფასება ხდება როგორც ფოტოსურათებით ასევე ავტომანქანასთან მისვლით.

 


თეა დურგლიშვილმა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით სერვისის მიღებაზე და ზარალის ანაზღაურებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ „არდი“-ში სერვისის მიღების ბევრი გზა არსებობს, თუმცა ყველაზე სწორი გზა ოჯახის ექიმია. ოჯახის ექიმი მომხმარებელს სწორ გაზე აყენებს და სწორ მიმართულებას აძლევს იმაზე, თუ რა სერვისი უნდა მიიღოს. ეს მომსახურება დაგიზოგავტ დროს და ფინანსებსაც.

 


მეორე გზა არის დისტანციური სერვისები, რაც „არდის“ თავიდანვე ჰქონდა დანერგილი, თუმცა დისტანციური სერვისები პანდემიის პერიოდში უფრო გამოყენებადი გახდა. დისტანციური სერვისები გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი აგზავნის უკვე გადახდილ ჩეკებს და ქვითრებს და მას პოლისის ფარგლებში უნაზღაურდება გადახდილი თანხა. ასევე შესაძლებელია რომ მომხმარებელმა წინასწარ ონლაინ მოითხოვოს წინა საგარანტიო მიმართვა. დისტანციური სერვისების მართვა ხდება „არდის“ საიტზე „ჩემი ოთახის“ განყოფილებაში, სადაც მომხმარებელი მარტივ რეგისტრაციას გადის, ქმნის ოთახს და მართავს სერვისებს.

 


“აქვე დავამატებ, რომ ძალიან მალე, საახალწლოდ, „არდის“ დაზღვეულებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ „არდის“ მობაილ აპლიკაციით, რაც უფრო გაუმარტივებს მომხმარებელს ამა თუ იმ სერვისის მიღებას. როდესაც მომხმარებელი მოითხოვს მიმართვას, მიმართვა მას ხვდება იმ კლინიკაში, სადაც მიდის, შესაბამისად ელექტრონული სისტემა ისეა აწყობილი, რომ დაზღვეულს ფურცლებით სირბილი აღარ უწევს, მიმართვა დახვდება კლინიკაში და მომხმარებელი მხოლოდ თანაგადახდის თანხას გადაიხდის.

 


აპლიკაციაშივე იქნება შესაძლებელი ოჯახის ექიმთან ჩაწერა, ვიტამინების (ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტი) შეძენაც, სამოგზაურო პოლისის გააქტიურებაც, გადასახდელი პრემიების კონტროლი, მომხმარებელს შეეძლება აპლიკაციაში ნახოს მიმართვები და მედიკამენტები, რომელიც მასზე გამოიწერა, აკონტროლოს ლიმიტები და ა.შ.

 


მინდა აღვნიშნო, რომ მიდგომა ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურებაში, მიუხედავად პაკეტისა, ინება ეს ვიტამინით, ინდივიდუალური თუ კორპორაციული დაზღვევა, სერვისი აბსოლუტურად ერთნაირია ყველასთვის, უბრალოდ თითოეულ პაკეტს თავისი ხელშეკრულება ახლავს და ამ ხელშეკრულების პირობები კმაყოფილდება“, - აღნიშნა თეა დურგლიშვილმა.

 

 

დურგლიშვილის თქმით „არდი“ როგორც კორპორაციულ, ასევე ინდივიდუალურ მომხმარებელს საზღვარგარეთ მომსახურების სერვისებსაც სთავაზობს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ პროცედურა და მკურნალობა როგორც „არდის“ პროვაიდერ, ასევე თავისუფალი არჩევანით მისულ კლინიკაში ჩაიტაროს.

 

 

“ჩვენ გარკვეულ პროვაიდერ კლინიკებში ჩვენი დახმარებით და ჩვენი დაორგანიზებით მომხმარებელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობას ვთავაზობთ, თუმცა თავისუფალი არჩევანი აქაც არის. მომხმარებელს შეუძლია წავიდეს კონკრეტულ კლინიკაში და შემდეგ წარმოადგინოს დოკუმენტები და ხელშეკრულების ფარგლებში ეს მომსახურება აუნაზღაურდება.

 


ამისთვის ჩვენ ცალკე მენეჯერი გვყავს გამოყოფილი, რომელიც ყველაფრის დაორგანიზებაში დაეხმარება მომხმარებელს, ლოკდაუნის პერიოდშიც იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მომხმარებლისთვის საზღვარგარეთ მკურნალობა აუცილებელი იყო და ჩვენ დავაორგანიზეთ, დავეხმარეთ საზღვრის გადაკვეთაში, pcr ტესტების გაკეთებაში და იქ მკურნალობაში

 


კოვიდმა განსაკუთრებით დისტანციურობის კუთხით ბევრი რამ შეცვალა, დისტანციური სერვისები წინ წამოიწია. გაჩნდა ოჯახის ექიმების ვიდეო და სატელეფონო კონსულტაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ დღეს სერვისის მიღება შესაძლებელია ადგილზე მისვლის გარეშეც“, - აღნიშნა თეა დურგლიშვილმა

 


იოსებ დაბრუნდაშვილის თქმით, მომხმარებლის კმაყოფილება და კომფორტი „არდი“-სთვის პრიორიტეტულია. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტიდანვე რეგულირების პროცესის ხარისხის შემოწმება ხდება როგორც მომხმარებლის ასევე კომპანიის შესაბამისი სამსახურის მიერ.

 


რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების ვადებს იოსებ დაბრუნდაშვილი ამბობს, რომ სტანდარტულად სამ სამუშაო დღეში ხდება.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up