როგორ ხდება ინვესტირება საფონდო ბირჟაზე

როგორ ხდება ინვესტირება საფონდო ბირჟაზე

access_time2021-11-27 11:30:57

საფონდო ბირჟაზე ინვესტორები აქციებით ვაჭრობენ მხოლოდ ერთი მიზნითმოიგონ ფულიმოგების მისაღებად კი საჭიროარომ აქციის ფასები იცვლებოდეს – ხან ზემოთხანაც ქვემოთ მოძრაობდესრაც უფრო მეტად იცვლება ფასიმით უფრო იზრდება მოგების შანსისწორედ ცვალებადი ფასის გამო ითვლება აქცია ერთერთ ყველაზე არასტაბილურ აქტივადუფრო არასტაბილურადვიდრე ობლიგაციათუმცააქციებს ობლიგაციებზე მეტი მოგების მოტანა შეუძლიათ.

სწორი ინვესტიცია

აქციის ყიდვა იოლი საქმე არ არის. შეიძლება, ინვესტორმა არჩევანი იმ აქციაზე შეაჩეროს, რომელიც წარსულში მომგებიანი იყო, ანუ მისი ფასი იზრდებოდა. მაგრამ ის კვლავ მომგებიანი იქნება თუ არა მომავალში, ამის გათვლა საკმაოდ რთულია. ინვესტირება წარმატებული რომ იყოს, საჭიროა, კომპანიის კარგი გაანალიზება და ინვესტიციის სწორად მართვა.

კომპანიის ანალიზისას უნდა გადაიხედოს, რამდენია კომპანიის მოგება აქციაზე (EPS) ან რამდენია ფასისა და მოგების თანაფარდობა (P/E). გარდა ამისა, უნდა შეფასდეს კომპანიის მენეჯმენტი, მისი კონკურენტული უპირატესობები, ფინანსური მდგომარეობა. ეს მხოლოდ დასაწყისია და ინვესტორს ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინება მოუწევს.

ინდივიდუალური ინვესტორისთვის მომგებიანი გადაწყვეტილების მიღება რთულია, ვიდრე სპეციალისტისთვის, რომელიც კომპანიას უფრო პროფესიონალურად სწავლობს. ბირჟაზე აქციებით უამრავი გამოცდილი ადამიანი ვაჭრობს. ისინი ამას მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებენ და, თუ თქვენ ახალბედა ხართ, ალბათობა იმისა, რომ მას აჯობებთ, ძალიან მცირეა.

რისკები და სარგებელი

საფონდო ბაზარი ინდივიდუალურ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებში ფლობდნენ წილებს. კარგ ტრეიდერებს ფულის გამომუშავება შეუძლიათ როგორც აქციების ზრდისას, ასევე ვარდნის დროს; ასევე, აირჩიონ საუკეთესო აქციები, იყიდონ და გაყიდონ ბირჟაზე საჭირო დროს.


უმეტეს შემთხვევაში აქციების შეძენის მიზანი არა დივიდენდების მიღება, არამედ მოგვიანებით მისი მომგებიანად გაყიდვაა. ხშირად აქციებს სწორედ იმიტომ ყიდულობენ, რომ გაყიდონ მაშინ, როცა მისი საბაზრო ღირებულება გაიზრდება. ამ გზით მიღებული სარგებელი ხშირად მრავალჯერ აღემატება დივიდენდებს. დივიდენდის სახით მიღებული სარგებელი ძირითადად 4-10%-ის ფარგლებში მერყეობს. მაგალითად, S&P 500 დაახლოებით 10% წლიურ შემოსავალს იძლევა, მათ შორის, კარგ ფულად დივიდენდსაც.

ზოგჯერ ადამიანებს არარეალური მოლოდინები აქვთ საფონდო ბაზარზე მისაღებ ანაზღაურებაზე. ზოგჯერ არჩევანმა შეიძლება გაამართლოს, მაგრამ ძნელია ვაჭრობა ხანგრძლივად იღბლიანი იყოს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მთლიანი ბაზარი გამართულად მუშაობდეს, მაგრამ ზოგიერთი აქცია დაეცეს და ზარალიანი გახდეს. ხოლო ისეთი კომპანიების აქციები, როგორებიცაა Amazon და Apple, წლების განმავლობაში მუდმივად მზარდია, ამიტომ მათი მფლობელებისთვის საწყისი ინვესტიცია გაასმაგებულია.

ინვესტორისთვის მთავარი საფრთხე ზარალია. საფონდო ბაზარზე რყევების გამო ინვესტორებმა შესაძლოა, დროდადრო ზარალი განიცადონ. ვარდნამ შეიძლება მოულოდნელად იჩინოს თავი და აქციის მფლობელმა დაკარგოს ფული.  სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აქციებში ინვესტირება უნდა იყოს გრძელვადიანი საქმიანობა. დამწყები ინვესტორი მოკლევადიან ვაჭრობას უნდა მოერიდოს. სტრატეგია ინვესტორების ხანგრძლივობით უნდა განისაზღვროს – გრძელვადიანი იქნება თუ მოკლევადიანი. მოკლევადიანი ინვესტორების უმეტესობა, რომლებსაც დღეს ტრეიდერებსაც უწოდებენ, კარგავენ ფულს. მათ უწევთ კონკურენცია ძლიერ ინვესტორებთან და კარგად დაპროგრამებულ კომპიუტერებთან, რომლებიც უკეთ იცნობენ ბაზარს.

შექმენით დივერსიფიცირებული პორტფელი

თუ ფლობთ ფართოდ დივერსიფიცირებულ პაკეტს, რომელიც S&P 500-ზეა დაფუძნებული, ეს იმას ნიშნავს, რომ აქციები სხვადასხვა ინდუსტრიის ასობით კომპანიაში გექნებათ. დივერსიფიცირება ამცირებს იმის რისკს, რომ პორტფელში რომელიმე აქციის ზარალმა მთლიანი შემოსავალი გადაფაროს. თუ მხოლოდ ერთი კომპანიის აქციებს ყიდულობთ, ეს იგივეა, ყველა კვერცხი იყოს ერთ კალათაში.

 

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კითუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებულიშესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგებიისევე როგორც მოგებათქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებულირამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკივაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up