როგორ წაახალისებს თბილისის მერია „მწვანე სახურავების“ შექმნას – ინტერვიუ „არქიტექტორთა კავშირის" თავმჯდომარესთან

როგორ წაახალისებს თბილისის მერია „მწვანე სახურავების“ შექმნას – ინტერვიუ „არქიტექტორთა კავშირის" თავმჯდომარესთან

person access_time2016-05-06 16:30:28

თბილისის მერია „მწვანე სახურავების" შექმნის წახალისებას გეგმავს. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი „კომერსანტთან" განმარტავს, რომ ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებაში შევიდეს, არის მწვანე სახურავების მოწყობა, რომელიც წახალისდება და ასახული იქნება დაგეგმარების და ქალაქგეგმარებით თემებში.


„გვაქვს სურვილი, რომ ცენტრალურ ნაწილში ქალაქი იყოს ერთგვაროვანი და მისი იერსახე შეესაბამებოდეს ქალაქის ესთეტიურ მოთხოვნებს"-განაცხადა მოსულიშვილმა.


როგორ აფასებენ დარგის სპეციალისტები თბილისის მერიის ინიციატივას, თემაზე „კომერსანტთან" „არქიტექტორთა კავშირის" თავმჯდომარე დავით აბულაძე საუბრობს:


- თბილისის მერია „მწვანე სახურავების" და ტერასების შექმნას წაახალისებს. დედაქლაქის მერის, დავით ნარმანიას  თქმით, მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავებისა და ტერასების განვითარება დედაქალაქის მთავრობისგან წახალისებული იქნება სხვადასხვა ფორმით - დადგინდება სახურავების ერთიანი სტანდარტი, რათა ქალაქის გადმოსახედები იყოს ერთიანი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან. როგორ შეაფასებთ ამ იდეას?


- მწვანე სახურავების თემა ცუდი არ არის, რადგან ესთეტიკურად მოწესრიგებული სახურავები იქნება. ის არ იქნება მხოლოდ ბეტონი და ვიზუალურად უფრო ლამაზი იქნება. უფუნქციოდ დარჩენილ სახურავებს ეს ბევრად სჯობს. როგორც ვიცი, ამდაგვარი ინიციატივის დროს შეღავათები დაწესდება. თუმცა, ეს ჯერ მუშა პროცესია.



- სახურავების გამწვანება სამშენებლო კუთხით რაიმე ნეგატიური შედეგების მომტანი ხომ არ იქნება?


- არა, პირიქით. ეკოლოგიური თვალსაზრისით ჟანგბადის პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, მაგრამ, ზოგადად, ესთეტიურად და ტექნოლოგიურად მისი განხორციელება ცუდი არ იქნება. ფოთლოვან ნარგავებს სიღრმე სჭირდება, ამიტომ მცენარეების შეზღუდული არეალი იქნება. დაბალ ფესვიანი მცენარეები დაირგვება. ამ ინიციატივას, მგონია, რომ უფრო მეტი დადებითი მომენტი აქვს. აქ უარყოფითი განსახილველიც კი არ არის.

 

- საქართველოში, განსაკუთრებით კი, თბილისში, მშენებლობის ბუმია. ეს კონცეფცია ასეთი დადებითი ეფექტის მომტანი თუ არის, ამ დრომდე რატომ არ განხორციელდა ან ცალკეულმა კომპანიებმა რატომ არ გააკეთეს „მწვანე სახურავები“?


- ეს აკრძალული არ ყოფილა, თუ ვინმეს სურდა, გაეკეთებინა. ახლა უბრალოდ საუბარი მიდის იმაზე, რომ მისი გაკეთება წახალისებულ იქნას გარკვეული სამშენებლო შეღავათების საშუალებით.

 

- რამდენად ხარჯიანი იქნება მწვანე სახურავების მოწყობა?


- საკმაოდ ხარჯიანი იქნება. პირობითად, ვთქვათ სამშენებლო კომპანიას საგადასახადოსთან X ვალდებულება აქვს, ამ წესის მიხედვით კი კომპანიას ამ ვალდებულებისგასტუმრების სანაცვლოდ, მწვანე სახურავების მოწყობას შესთავაზებენ. შესაბამისად, კომპანიები დაინტერესდებიან. ეს კი პროვოცირებას გაუკეთებს იმას, რომ უსახური სახურავების ნაცვლად ქალაქში გამწვანებული გადახურვები იქნება.


- საერთაშორისო გამოცდილება როგორია, თუ არსებობს მსგავსი ტიპის სახურავები და რამდენად წარმატებულია მისი გამოყენება?

 

- ამ მიმართულებით სერიოზული საერთაშორისო გამოცდილება არსებობს. ლონდონში, როდესაც ოლიმპიადა ჩატარდა, გარკვეული შეღავათიანი კრედიტები გაიცა მოქალაქეებზე იმისთვის, რომ ბრტყელი სახურავები გამწვანებულიყო. მაშინ ლონდონში აქცია იყო, რომ მოეყვანათ მწვანილი. ამ პროექტმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ქალაქის მწვანილით მომარაგებაში. ახლაც არ გაუქმებულა, ლონდონში არსებობს ასეთი სახურავები.




გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის

გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი  იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის
access_time2019-05-26 17:00:55
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ შს...

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე
access_time2019-05-26 20:00:03
  მთელს ევროპაში შეიმჩნევა ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ანტიპატიით მიგრანტებისადმი, და თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით.   ამ იდეოლოგიის მომხრეებს სურთ ევროპის გადაქცევა  ჩაკეტილ და აუღებელ ციხე-სიმაგრედ, რომელიც შეაკავებს მიგრანტების შეუჩერებელ ნაკადს.   მათ არ  სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი პირადი ბედი დამოკიდებულია ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც იმყოფება ამ ვირტუალური კედლის მიღმა....

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე
access_time2019-05-26 16:00:44
რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „პროფესიონალები“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გიორგი ლომინაძემ საქართველოში შრომის ბაზარზე დერეგულაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ადამიანები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი. საქართველოში კი ადამიანები მუშაობის პროცესში დოვლათს ანადგურენებ, ამიტომაც   ყველა ვღატაკდებით.სტატისტიკის თაყვანისმცემელი არ ვარ, ის არ ასახავს რეალობას, არა იმიტომ,რომ  მაგალითად, დასამებულის...

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“
access_time2019-05-26 10:00:32
„სადაზღვევო  ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა კონკურენცია. დაზღვევა ყოველთვის ასოცირდებოდა ფინანსურ სექტორთან, ის არ ერევა სამედიცისო სერვისებში და არც ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციაა. იგი რისკების მართვის ფინანსური ინსტიტუტია,რომელსაც შეუძლია ბევრი სიკეთე მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ ინსტიტუტს შეუძლია, შექმნას სამუშაო ადგილები, შესთავაზოს სხვადასხვა სიახლეები სერვისში, და თან, იყო დაზღვევის რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტი,” - განაცხადა პსპ დაზღვევის“...

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში
access_time2019-05-26 14:00:32
საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის პროექტშია...


მსგავსი სიახლეები

up