როგორ ვაქციოთ დაბინძურებული ჰაერი სამკაულად?

როგორ ვაქციოთ დაბინძურებული ჰაერი სამკაულად?

access_time2018-09-02 16:00:42

 

სამკაულების დასამზადებლად სმოგის გამოყენების იდეა ერთი შეხედვით აბსურდულად ჟღერს, თუმცა ამაში წამოუდგენელი არაფერია, თუ საჭირო ინგრედიენტები გვაქვს, რაც მოიცავს: ქალაქში დაბინძურებულ ჰაერს, რომელიც, სამწუხაროდ, არ გვაკლია, ცოტა შემოქმედებით აზროვნებას, ტექნოლოგიების ჭკვიანურად გამოყენებას და სულ რაღაც ნახევარ საათში შესაძლებელია, სმოგისგან ბეჭედი დავამზადოთ. 

 

გლობალური მონაცემებით, 2016 წელს დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული ავადმყოფობების შედეგად 4.2 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1990 წლის მაჩვენებელს თითქმის 23%-ით აღემატება. აღმოსავლეთი ევროპა ამ მხრივ ერთ-ერთი პრობლემური რეგიონია. მსოფლიოში არსებული ამგვარი სტატისტიკა კი კიდევ უფრო გვიბიძგებს ვიფიქროთ კრეატიულ გზებზე, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მსგავს პრობლემებს დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით საკმაოდ ეფექტური და “მწვანე” იდეების განხორციელება შეგვიძლია, ენერგიის მინიმალური დანახარჯით და გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე.

 

ამის შესანიშნავი მაგალითია კომპანია Studio Roosegaarde, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, პეკინის სმოგისგან ბეჭდებსა და საკინძებს ამზადებს. ჰოლანდიელი ანტრეპრენიორისა და ინოვატორის, Daan Roosegaarde-ს ხელმძღვანელობით დიზაინერებისა და ინჟინრების ჯგუფი ცდილობს ერთად გადაჭრას ურბანიზაციის ფონზე წარმოქმნილი პრობლემები. Smog Free Project-ი პირველად 2015 წელს დაიწყო. იგი ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული ურბანული ინოვაციების სერიას მოიცავს. პროექტმა დასაწყისშივე დიდი მოწონება დაიმსახურა და Kickstarter-ის მეშვეობით მოთხოვილ თანხაზე გაცილებით მეტი - $ 50 000-ის მოლოდინში $ 113,153 მოიპოვა. 

 

Smog Free Project-ის სერიის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია - მსოფლიოში ჯერჯერობით ყველაზე დიდი ჰაერის გამწმენდი, ასე ვთქვათ, უზარმაზარი “მტვერსასრუტი”, რომელიც პარკებში განთავსდება. გუნდმა შექმნა 7 მეტრი სიმაღლის თანამედროვე შენობის მსგავსი კონსტრუქცია, რომელიც შეიწოვს დაბინძურებულ ჰაერს, გადაამუშავებს მას და ბუნებაში სუფთა სახით აბრუნებს.“მტვერსასრუტს” შეუძლია ერთ საათში 30 000 კუბური მეტრი ჰაერი გაწმინდოს. მისი შემქმნელის განცხადებით, პარკში გიგანტური გამწმენდის წყალობით 55-75%-ით უფრო სუფთა ჰაერია, ვიდრე ქალაქში. თუმცა ეს ოპერაციის საბოლოო ეტაპი არაა. ვინაიდან კომპანია  ნარჩენების გადამუშავებისთვის ბოლომდე იბრძვის, აქაც მოიფიქრეს საკმაოდ მოხერხებული გზა. რასაკვირველია, ჰაერის გაწმენდისას მტვრის ნაწილაკები გამოიყოფა და დანადგარშივე გროვდება. სწორედ ამ ერთად დაგროვილ მტვერს მაღალი  წნევის საშუალებით პრესავენ და ამზადებენ ძვირფასი ხარისხის ბეჭდებს (Smog Free Ring), ასევე პატარა ზომის ლამაზ კუბებს შავი გულით, რომელთაც მომხმარებელი თავისი ფანტაზიის მიხედვით იყენებს - საყურის, ყელსაბამის ან სხვა სამკაულის შესაქმნელად. საბოლოოდ ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ერთი ბეჭდის/კუბის შესაქმნელად 1000 კუბური მეტრი ჰაერი იწმინდება. გამწმენდის გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. პირველი მოწყობილობა ერთხანს მდებარეობდა კრაკოვში, შემდეგ პეკინსა და ტიანძინში. ამ ეტაპზე მის განვითარებაზე მუშაობს კომპანიის ჩინელი პარტნიორი - ფირმა Film Method Works-ი. მეორე გამწმენდი კი როტერდამის პარკში აგრძელებს მუშაობს. 

 


ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მთელი მექანიზმი აღჭურვილია გარემოსთვის არასაზიანო ტექნოლოგიით და მოიხმარს მცირე რაოდენობის ელექტროენერგიას. კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით, ეს უზარმაზარი მოწყობილობა იყენებს 1170 ვატს, ანუ დაახლოებით იმავე რაოდენობის ელექტროენერგიას, რასაც ჩვენი სამზარეულოს ელექტროჩაიდანი.

 

კიდევ ერთი ხერხი ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლისთვის კომპანიამ ველოსიპედებში დაინახა. პროექტ Smog Free Bicycle-ის განხორციელება 2017 წელს დაიწყო. ველოსიპედის საჭეზე დამაგრებული პატარა მოწყობილობა გადაადგილებისას ისრუტავს ჰაერს, ფილტრავს და გასუფთავებულს უბრუნებს ველოსიპედისტს. გამწმენდი კი ენერგიის გამოსამუშავებლად პედალის ძალას იყენებს. მისი პირველი პროტოტიპი წელს შეიქმნა და მის განვითარებაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. სამომავლო პარტნიორი კი ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური ველოსიპედების გასაზიარებელი კომპანია OFO-ა, რომელსაც 100 მილიონზე მეტი (2017) რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 250 ქალაქშია ხელმისაწვდომი. ჩინეთს, სადაც ყოველწლიურად 1-1.2 მილიონი ადამიანი იღუპება დაბინძურებული ჰაერის გამო და რომელიც ამავდროულად ველოსიპედების რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ვფიქრობ, ნამდვილად წაადგება მსგავსი წამოწყებები ამ დიდ პრობლემასთან ბრძოლაში.

 

კრეატიული აზროვნება ისაა, რაც ყველა ტექნოლოგიაზე წინ გვაყენებს და რაშიც მანქანები ჯერ ვერ დაგვეწევიან. ჩვენი უპირატესობა კი ის არის, რომ ისინი ჩვენი ინოვაციური მიზნების შესასრულებლად მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ეს პროექტი კი მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია.

 

 

ავტორი: მაკა შანქიშვილი

 Forbes Georgia






რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“ მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“

რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“  მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“
person access_time2018-09-25 22:05:20
პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელთან შედარებით ქვეყანაში სიღარიბე შემცირებულია, სიცრუეა. „კობახიძემ განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2012 წელს 3 500 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი 4500 დოლარამდე გაიზარდა. ეს ტყუილია,...

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა
person access_time2018-09-25 21:42:46
Unicef-ის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7% წარმოადგენს.  ...

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი
person access_time2018-09-25 21:27:42
  Unisef-ის კვლევის მიხევდით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მქონე პენსიონერთა და ბავშვთა რაოდენობა გაზრდილია. კერძოდ,  2013 წელს საქართველოში მოსახლეობის 3.9 % ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, 2015 წელს კი მათი რაოდეონა შემცირდა. მაჩვენებელმა 2.1 % შეადგინა, თუმცა 2017 წელს უკვე მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რექაცია“...

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია
person access_time2018-09-25 20:00:26
2018 წელს უმსხვილესი ამერიკული კომპანიებისთვის ყველაზე მომგებიანი იყო ინვესტიციები ფილმების ონლაინ-სერვისებში და სერიალში Netflix-ში - ასეთ დასკვნას აკეთებს MarketWatch -ს. წლის დასაწყისიდან ონლაინ-კინოთეატრის აქციები გაძვირდა 91%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებმა გააორმაგეს მათი დაბანდებები. ყველაზე მომგებიანი კომპანიების სამეულში 2018 წელს შევიდნენ ასევე ავტოსათადარიგო ნაწილების მაღაზიების ქსელი Advance Auto Parts და მექსიკური...

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ
person access_time2018-09-25 18:14:53
8 წლის წინ კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა შექმნეს კომპანია, რომელსაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. კომპანიამ დაფუძნებიდან 2 წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწია და 2012 წელს Instagram-ი facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა. ახლა კი, სისტრომმა და კრიგერმა კომპანიის დატოვება გადაწყვიტეს - ისინი დღემდე Instagram-ის გენერალური დირექტორისა და მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერის პოსტებს იკავებენ. ჩვენ გვჭირდება ყურადღების სხვა რამეზე გადატანა,...


მსგავსი სიახლეები

up