როგორ უზრუნველყოფენ სახანძრო უსაფრთხოებას საცხოვრებელ სახლებში – აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლა

როგორ უზრუნველყოფენ სახანძრო უსაფრთხოებას საცხოვრებელ სახლებში – აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლა

access_time2019-03-21 19:00:28

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული 2016-2018 წლების სტატისტიკის მიხედვით, შენობა-ნაგებობებში მომხდარი ხანძრებისა და წაკიდებების 70% საცხოვრებელი დანიშნულების შენობებზე მოდის.


თუმცა საქართველოში სახანძრო ზედამხედველობას არ ექვემდებარება საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტები.


როგორ უზრუნველყოფენ სახანძრო უსაფრთხოებას საცხოვრებელ სახლებში სხვადასხვა ქვეყნებში - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლა




სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლი არ ვრცელდება გარკვეული ტიპის ობიექტებზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე. შესაბამისად, საცხოვრებელ სახლებში სახანძრო უსაფრთხოება დამოკიდებულია იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის პრევენციის და რეაგირების უნარზე.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოიკვლია საერთაშორისო პრაქტიკა, თუ როგორ არის გადაწყვეტილი ეს საკითხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.


ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებში ტარდება სახანძრო შემოწმებები (ფინეთი, საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია, სლოვენია). ზოგიერთ ქვეყანაში კი, სადაც სახანძრო შემოწმებები არ ტარდება, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროებებიდან გამომდინარე, დადგენილია პრევენციის სხვა ზომები. მაგალითად, ბელგიაში ყველა ბინის მესაკუთრე ვალდებულია ჰქონდეს ელექტროობის ინსპექტირების მოქმედი სერტიფიკატი. ფინეთში, დანიასა და ბელგიაში ბინის მესაკუთრეები, გარკვეული ,პერიოდულობით, თავად უზრუნველყოფენ საკვამურების წმენდას სპეციალიზებული კომპანიის მეშვეობით. ევროპის უმეტეს ქვეყანაში − ბინებში, მოთხოვნის შესაბამისად, დამონტაჟებულია კვამლის დეტექტორები, რაც ხელს უწყობს ხანძრების დროულ აღმოჩენას (დანია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი).





საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო
access_time2019-11-18 17:16:22
სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალლეურად აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს და დაშლისკენ მოუწოდებენ.

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“
access_time2019-11-18 16:25:44
14 ნოემბერს ათასობით დემონსტრანტის რუსთაველის გამზირზე გამოსვლამ ამ წელიწადში უკვე მეორედ შექმნა შიში იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს ავტომატურად ეკონომიკური რყევები და ვალუტის კურსის გაუარესება შეიძლება მოჰყვება. დოლარის კურსი ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 3 პუნქტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგ კი მალევე 2,98-ის ნიშნულს მიაღწია. ამ ყველაფრის მიზეზი...

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...


მსგავსი სიახლეები

up