როგორ უნდა ხდებოდეს ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა კორონავირუსის ეპიდემიის დროს

როგორ უნდა ხდებოდეს ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა კორონავირუსის ეპიდემიის დროს

access_time2020-03-21 14:00:00

რა უნდა გაითვალისწინონ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებმა კორონავირუსის ეპიდემიის დროს. ამ თემაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ ისაუბრა. 

მისი თქმით, ონკოლოგიური დაავადებები, ისევე როგორც სხვა ქრონიკული დაავადებები გართულებათა ჯგუფს მიეკუთვნება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კოხრეიძე აღნიშნავს, რომ Covid 19-ით ინფიცირებული ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტის და ვირუსისგან თავისუფალი ასეთი ადამიანის მკურნალობა განსხვავებული მეთოდებით უნდა მიმდინარეობდეს. 

„არსებობს მთელი რიგი გეგმიური ოპერაციები, რომლებიც შეიძლება გადაიდოს, რომ გამოთავისუფლდეს სამედიცინო პერსონალში არსებული ხელები და პოტენციურად სასუნთქი აპარატები, რომლებიც შეიძლება გახდეს საჭირო ეპიდფაეთქების დროს. ონკოლოგიური დაავადებები მიეკუთვნება სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ჯგუფს, ამიტომ, ონკოლოგიური ოპერაციების გადადება უნდა მოხდეს ძალიან ელექტიურად. ასეთი რეკომენდაცია გვაქვს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმუნოსუპრესიულ მკურნალობაზე, რომელიც როგორც გვერდითი ეფექტი ახასიათებს ქიმიოთერაპიას და სხვა მკურნალობის მეთოდებს, ამ შემთხვევაში სტრატეგია არის განსხვავებული. თუ არის შესაძლებელი ორი კვირით გადავადდეს ქიმიოთერაპია, ეს იქნება კარგი. თუ პაციენტი არის Covid019-ით ინფიცირებული და საჭიროებს ონკოლოგიური დაავადების გამო მკურნალობას, ქიმიოთერაპია ცალსახად 2 კვირით უნდა გადაიდოს. სხივური თერაპია მას შეიძლება ჩაუტარდეს, ოღონდ განსხვავებულ აპარატურაზე. ცალკე ერთი აპარატი შეიძლება გამოიყენოს ასეთი პაციენტისთვის და ასეთი პაციენტები უნდა მოდიოდნენ დღის ბოლოს, გვიან, ამ მანიპულაციის ჩატარების შემდეგ კი უნდა ხდებოდეს ამ სივრცის დეზინფექცია შესაბამისად.რაც შეიძლება ქირურგიას, პოტენციური სარგებელის და პოტენციური რისკების შეფასება უნდა მოხდეს ძალიან დეტალურად“, - განმარტა კოხრეიძემ

მისი თქმით, გაციების სიმპტომების წარმოშობის დროს, ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტმა პირველ რიგში მკურნალ ექიმს უნდა მიმართოს, პირდაპირ კლიკინაში წასვლა კი მისი დაინფიცირების რისკს გაზრდის.



Imedinews 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up