„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“

access_time2020-01-24 18:30:53

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“- პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკურ და ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. ის აღნიშნავს,რომ არსებობენ „მსხვილი ჯგუფები“, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პროცესებს მართავენ.


„ეს ის ჯგუფებია,რომლებმაც თავის დროზე არაერთი ფინანსთა მინისტრი და პრემიერ მინისტრიც კი შეეწირა,“- ამბობს ლევან კობერიძე. მან გადაცემაში, ტელევიზიების მხრიდან დღგ-ს გადასახადის დამალვის ფაქტები პოლიტიკურ და ელიტურ კორუფციად შეაფასა.


„ეს არის ბიუჯეტის ფული, და სახეზეა, პოლიტიკური და ელიტარული კორუფცია. პირდაპირ ხალხის ჯიბიდან ამოიღეს ფული და მოვითხოვთ ფინანსთა მინისტრის ახსნა-განმარტებას. ჯერ კიდევ, ნაციონალური მოძრაობის დროს დაიწყო ეს სქემა. ტელევიზიები დღგ-ს გადასახადს არ იხდიდნენ, მათ ხალხის ბიუჯეტში არ შეჰქონდათ თანხა. ნებისმიერმა პატარა კომპანიამ 15 რიცხვამდე უნდა გადაიხადოს დღგ-ს გადასახადი,თორემ ყადაღა დაედებათ. არსებობს სამთავრებო დადგენილება,რომლის მიხედვითაც შემოსავლების სამსახურს ან ფინანსთა მინისტრს აქვს შესაძლებლობა გამოსცეს სპეციალური განკარგულება, რომლის მიხედვითაც სასჯელი შეიძლება იყოს ალტერნატიული, მათ დაუყადაღდებათ ქონება,რაც ბიზნესის ოპერირების თვალსაზრისით ერთგვარი ხრიკია,“- ამბობს ლევან კობერიძე.


ის ფინანსთა მინისტრს მკაფიო განცხადების გაკეთებისკენ და პასუხისმგებელი პირების დასჯისკენ მოუწოდებს.


„პასუხისმგებელი პირი არის ფინანსთა მინისტრი და მან უნდა გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ან ის იღებს ამ პასუხისმგებლობას, ან უნდა დაასახელოს თავის სტრუქტურაში, ვის მიერ იყო გაცემული მსგავსი ტიპის ბრძანება.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ საუბარია ხალხის ფულზე. კომიტეტში ვაყენებ ხოლმე საკითხებს ჯანდაცვის სისტემის, პენსიონერების, ახალგაზრდების, მცირე და საშუალო ბიზნესის პროგრამებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი მეუბნებიან,რომ ბიუჯეტში თანხა არ არის. რეალურად, არის და ეს 55 მილიონი ამ წუთას არ არის ბიუჯეტში. ეს არის ბიუჯეტის ძარცვა,“- აღნიშნავს კობერიძე.



მისი თქმით, ტელევიზიები, სახელისუფლებო კამპანიებისთვისა და პროპაგანდისთვის გამოიყენება. 


„ხალხის ფულებით, იცით, რას აკეთებენ? სახელისუფლებო კამპანიებსა და პროპაგანდაში ხარჯავენ. ტელევიზიებში გაფორმებული უამრავი ადამიანი (არ ვსაუბრობ ჟურნალისტებზე) ექსპერტები ხალხის ჯიბიდან მოპარული ფულით იღებენ ხელფასებს“-აცხადებს კობერიძე. 


ნათია კეკენაძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up