როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველო რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს

როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველო რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს

access_time2017-03-01 11:11:31

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და მიზანმიმართული გეგმები საქართველოში და მთლიანად რეგიონში - ასეთი იყო მსჯელობის მთავარი თემები უშიშროების საბჭოს აპარატის სტრატეგიული დისკუსიის მეორე საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე მასპინძლობდა. კონკრეტულ გამოწვევებსა და საქართველოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

 

საქართველო საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს რუსეთიდან მომავალ საფრთხეებთან ბრძოლაში, შესაბამისად გაითავისებს დასავლურ ცხოვრების წესს და ორგანულად შეერწყმება დასავლურ ცივილიზაციას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, როცა ის სტრატეგიული დისკუსიის მეორე საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებს მიმართავდა. თუმცა გიორგი მარგველაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთ ბედნიერ დასასრულამდე მიყვანა შეუძლია მხოლოდ დასავლური ძლიერი ფასეულობებისთვის ბრძოლის გაგრძელებას, რასაც უკვე მრავალი წელია უპირისპირდება რუსეთი: „ბოლო 25 წლის განმავლობაში ვართ მსხვერპლი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის. ეს არ დაწყებულა 2008-ში, ეს დაიწყო თავიდანვე, მაშინ, როდესაც ახალმა ქართულმა სახელმწიფომ, 90-იან წლებში, დააფუძნა თავისი დამოუკიდებელი იდენტობა და იმ დღიდან დაწყებული, ქართული სახელმწიფო ვითარდება, იზრდება და ძლიერდება სწორედ რუსული სხვადასხვა ტიპის აგრესიის ფონზე".

 

რა უნდა გააკეთოს საქართველომ თავისი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ევროკავშირისა და ნატოს სივრცეში თავისი ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად? - 28 თებერვლის შეხვედრის მთავარ აქცენტებს სწორედ ამ შეკითხვების გარშემო აერთიანებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. მისი თქმით, რთული გამოწვევების წინაშე მდგომმა საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური მხარდაჭრა უნდა მოიპოვოს და დასავლური ფასეულობის გზით უნდა იაროს: „საქართველოს ამ შემთხვევაში მოეთხოვება, ბუნებრივია, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რეფორმების გაგრძელება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს და, რა თქმა უნდა, აუცილებელია საქართველოს მაქსიმალური ჩართვა იმ რეგიონული თუ გლობალური დანიშნულების პროექტებში, რომლებიც უკავშირდება ენერგეტიკას, ტრანსპორტს, კავშირგაბმულობას... რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უფრო ხელსაყრელი გარემო შეიქმნება უსაფრთხოების განმტკიცებისთვის და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის".

 


რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე მსჯელობისას, შეხვედრის ფარგლებში, საგანგებო ყურადღება დაეთმო პრორუსული პროპაგანდის დაუფარავ აქტიურობას საქართველოში. როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ უთხრა ჟურნალისტებს, რუსეთის პროპაგანდის საფრთხეებს საქართველოში არასათანადო ყურადღება ექცევა: „რეაგირება არ არის არანაირი. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ეს ყველაფერი არ ხდება, არადა, სინამდვილეში, ხდება ძალიან აქტიურად. გამახვილდა ყურადღება, რომ მეტი მოეთხოვება საქართველოს საზოგადოებრივად და, პირველ რიგში, ხელისუფლების როლია, რომ იყოს რეალური მექანიზმები ამის წინააღმდეგ, რომ იყოს უფრო აქტიურად პროდასავლური და არ მიეცეს საშუალება პრორუსულ პროპაგანდას, რომ ასე ღიად და აქტიურად ჩამოყალიბდეს საქართველოში, რამაც, შესაძლოა, საშუალოვადიან პერსპექტივაში საკმაოდ ცუდი შედეგები მოგვიტანოს".

 

28 თებერვლის შეხვედრა ნაწილია ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ თებერვლის დასაწყისში წამოწყებული საერთო ეროვნული დისკუსიისა, რომელიც უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას ისახავს მიზნად. როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდიამ განაცხადა, საჭიროა რომ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ევროპის უსაფრთხოების ახლებური გამოწვევები: „ეს არის განპირობებული, პირველ რიგში, ჰიბრიდული საფრთხეებით, რომლებიც დადგა ევროპული უსაფრთხოების წინაშე. ეს არის უკრაინასთან დაკავშირებული რუსეთის აგრესიული ნაბიჯები, ყირიმის ანექსია... ამასთან ერთად, ტერორიზმის საფრთხე, რასაც ჰქვია ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან გამოწვევები, რომლებიც არის ასევე ჰიბრიდული... და როდესაც ყველაფერი ამის გაანალიზება მოხდა ნატოსა და ევროკავშირის მიერ, მთავარი ახლებური მიდგომა არის ის, რომ მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს მზად იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც არსებობს ევროპულ უსაფრთხოებაში, და მთავარი ამის გასაღები არის მედეგობის გაწევა მოქალაქეების დონეზე და არა მხოლოდ სახელმწიფოს დონეზე".


როდესაც უსაფრთხოებაზე ლაპარაკობს, თეონა აქუბარდია საგანგებოდ გამოყოფს რუსეთის პროპაგანდას, რომელიც საკმაოდ ძლიერ იარაღს წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებზე ზემოქმედების თვალსაზრისით და ასეა საქართველოშიც. შესაბამისად, მოქალაქეებს კარგად უნდა ჰქონდეთ გაანალიზებული უშუალოდ ეს საფრთხეც და მასთან ბრძოლის გზებიც. უშიშროების საბჭოში მიიჩნევენ, რომ, რადგანაც უსაფრთხოების ჭრილში ერთმანეთისგან განუყოფელია დემოკრატიის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნები, შესაბამისად, ამ მიზნების მიღწევა, მუდმივად მზარდი და ცვალებადი საფრთხეების გათვალისწინებით, საერთო ეროვნულ კონსენსუსს მოითხოვს. შესაბამისად, უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წამოწყებული საყოველთაო დისკუსია მრავალი სფეროს წარმომადგენლების - პოლიტიკოსების, ექსპერტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების - ფართო ჩართულობას გულისხმობს. დაგეგმილია შეხვედრების გამართვა რეგიონებშიც და ეს შეხვედრები, თავის მხრივ, მოსახლეობის ინფორმირებასაც ისახავს მიზნად.

 

„რადიო თავისუფლება“

 



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up