როგორ უნდა დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა საქართველოში - კრისტინ ლაგარდის პასუხი

როგორ უნდა დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა საქართველოში - კრისტინ ლაგარდის პასუხი

access_time2019-05-16 16:27:51

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ყაზახეთში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე bm.ge-ს შეკითხვას უპასუხა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე დავინტერესდით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ, რომ ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს.


როგორც კრისტინ ლაგარდმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის სწორი ინვესტიციებია საჭირო, მათ შორის, განათლების რეფორმაში, რაზეც დილით ამავე ფორუმზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ისაუბრა.


“ბევრ მიმართულებაში საქართველო ამკვიდრებს ძალიან კარგ სტანდარტებს. ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კარგი მმართველობის პრინციპები, ასევე, გადასახადების ადმინისტრირების მიმართულებით.



ვხედავთ პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში და ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ასე გაგრძელდება, რადგანაც ეს კარგი პრაქტიკაა, რომელიც უნდა გააგრძელოს საქართველომ.


ეკონომიკის ზრდა საქართველოში საკმაოდ ძლიერი იყო. ეს იყო 4,7% გასულ წელს და წელს პროგნოზი 4,6%-ია, რაც იზრდება 2020 წლისთვის.


ვიმედოვნებთ, რომ მდგრად ზრდას ხელს შეუწყობს სწორი ინვესტიციები, მაგალითად როგორიცაა ინვესტიცია განათლებაში, რომელზეც ისაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრმა”,- აცხადებს კრისტინ ლაგარდი.


BMG






თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით
access_time2019-05-21 16:30:38
ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას  ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ აფასებს. მისი განცხადებით, ვალუტის გაცვლითი კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის  ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ამიტომ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. „ეროვნულმა ბანკმა საერთოდ ყველაფრისაგან ხელები დაიბანა. მას...

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება
access_time2019-05-21 15:30:35
15 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“  ისევე როგორც EVDO-ს მოდემის  მომხმარებლები სერვისით ვერ ისარგებლებენ, - ამის შესახებ  “კომერსანტს“  სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომში“  განუცხადეს. 15 ივნისიდან CDMA ლიცენზიას ვადა გასდის  და  „მაგთი ფიქსის“ ნაცვლად, იმ ლოკაციებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი,“მაგთის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული...

OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში გაფორმდა

 OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში  გაფორმდა
access_time2019-05-21 14:25:40
ფოთის ნავსადგურში ახალი, მულტიფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობისა და მართვის პროექტი, რომელსაც კავკასიის რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანია „პეის ჯგუფი“ ახორციელებს, 50 მილიონი დოლარით დაფინანსდა აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ. 14 მაისს ვაშინგტონში სწორედ სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია...

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა
access_time2019-05-21 12:26:11
ჩვენთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის პანელების ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.   მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეტი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.   „ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული სწორედ მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე. ისეთ წარმოებებზე, რომლებსაც...

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2,7699 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2,7699 ლარად ივაჭრება
access_time2019-05-21 12:10:37
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:05 საათზე ერთი დოლარი 2,7699 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0643 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. მაგალითად, თიბისი ბანკში 1აშშ დოლარის ყიდვა 2.8050 ლარადაა შესაძლებელი, საქართველოს ბანკში კი 1 აშშ...


მსგავსი სიახლეები

up