როგორ შევინარჩუნოთ ტრანზიტული ტვირთი, რომ ისევ გადაზიდვის ძველ გზებს არ დაუბრუნდნენ? - ბიზნესის რჩევა

როგორ შევინარჩუნოთ ტრანზიტული ტვირთი, რომ ისევ გადაზიდვის ძველ გზებს არ დაუბრუნდნენ? - ბიზნესის რჩევა

access_time2022-08-04 13:00:35

საქართველოს როგორც შუა დერეფნის სტატუსზე და ტვირთნაკადების მზარდ დინამიკაზე, მთავრობის გარდა სპეციალისტებიც აქტიურად საუბრობენ, თუმცა მათი მოლოდინი განსხვავებულია. სპეციალისტების ნაწილი „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ ეს ვითარება მხოლოდ დროებითია და რეგიონში სიტუაციის გამოსწორების შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიები ისევ ძველ მარშრუტს დაუბრუნდებიან, რადგან საქართველო მათ მაღალ ტარიფებს და ბიუროკრატიულ პროცედურებს ახვედრებს.


ეკონომიკის დოქტორი, თსუ–ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია რამდენიმე დღის წინ „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვა, რომლითაც დღეს საქართველო ასე ამაყობს, რუსეთ-უკრაინის ომი დასრულების ან სანქციების შესუსტების შემდეგ, საქართველოდან გაქრება და გადავა ისევ რუსეთში.


„შუა დერეფნის საკითხი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე აქტუალურია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარტო საქართველოზე არ არის ეს დამოკიდებული, ჩვენ უნდა დავალაგოთ ეკონომიკურ ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და ქვეყნის შიგნითაც ბევრია სამუშაო, მათ შორის თუნდაც ტარიფების გადახედვა, ტრანზიტის პროცედურების გამარტივება, რომ ინვესტორს გასვლა არ მოუნდეს ქვეყნიდან, ამაზე არის დღესვე სამუშაო.



თუმცა ბოლო პერიოდის ჩემი დაკვირვებები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნაცვლად იმისა, ვიზრუნოთ ტარიფების შემცირებაზე, სატრანზიტო კომპანიებისთვის უფრო მოქნილი პაკეტების შეთავაზებაზე, პირიქით, გვგონია რომ როცა მათი რაოდენობა იზრდება, რატომ უნდა გავამარტივოთ რამე? რატომ უნდა დავთმოთ როცა ბუნებრივი ზრდა გვაქვს? თუმცა ეს მიდგომა ჩვენ მოგვცემს იმას, რომ როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დამთავრდება ან სანქციები შესუსტდება, ეს ტრანზიტული ტვირთი საქართველოდან გაქრება და გადავა ისევ რუსეთში, სწორედ ეს არ უნდა დავუშვათ“, — ამბობს ვახტანგ ჭარაია.


PACE ჯგუფში შემავალი კომპანია „ტრანსფორდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა „კომერსანტთან“ განმარტა, რომ ბიზნესში მარჟების ზრდა არ აღინიშნება, თუმცა რეგიონში წამოსულ კომპანიებს უნდა შევთავაზოთ კონკურენტული და კომფორტული გარემო, რათა მათ აქედან წასვლის სურვილი არ გაუჩნდეთ.


„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში მდგომარეობის გამოსწორება უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის, მოცემულ დროში კი ბიზნესმა და მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პროცესების სისტემატიზაციისა და დახვეწისათვის, რომ რეგიონში წამოსულ კომპანიებს შევთავაზოთ კონკურენტული და კომფორტული გარემო, რომ ნებისმიერი გამოსწორების შემთხვევაში მოზიდულ კომპანიებს არ გაუჩნდებათ სურვილი დაუბრუნდნენ გადაზიდვის ძველ გზებს. რაც შეეხება მაღალ ტარიფებს, ბიზნესში მარჟების ზრდა არ აღინიშნება, იმის გათვალისწინებით, რომ გაძვირებულია დიზელი და სხვა საოპერაციო ხარჯი, ტარიფები ვფიქრობთ ადექვატურია. საბოლოოდ კი სპეციალისტებისა და ნებისმიერი ჩართული მხარის სულისკვეთება უნდა იყოს გამოვლენილ პრობლემებზე ღიად საუბარი და პრობლემების აღმოფხვრის გზების შემუშავება ვიდრე პესიმისტური დამოკიდებულებებისა და განწყობის გაღვივება“,  აღნიშნა მაზიაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ წლის პირველ 5 თვეში სატრანსპორტო დარგებმა 16.6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, 600 ათასი ტონით მეტი შარშან 5 თვესთან შედარებით. 18%-იანი ზრდაა ქართულ პორტებში, სადაც 5.2 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა. 9.9%-იანი ზრდაა გადაზიდულ კონტეინერებში. ბათუმისა და ფოთის პორტებმა 180 573 ერთეული კონტეინერი გადაამუშავეს. 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up