როგორ შევარჩიოთ სწორად ფარდები ზაფხულისთვის

როგორ შევარჩიოთ სწორად ფარდები ზაფხულისთვის

access_time2020-06-04 17:55:53

ნებისმიერ ინტერიერში ფარდას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. მას ოთახში, ესთეტიკური მხარის გარდა, პრაქტიკული ფუნქციაც აქვს. იმისთვის, რომ ოთახის ინტერიერი ლამაზად, ჰარმონიულად გამოიყურებოდეს, ხაზს უსვამდეს სივრცის ინდივიდუალურობას და ამასთანავე, ოთახს არასასურველი სინათლისა თუ მტვრისგან იცავდეს, აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ უნდა შევარჩიოთ ფარდები ოთახებისა და სეზონების მიხედვითაც კი. რაკი ზაფხული უკვე დადგა, ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ შეარჩიოთ სწორად საზაფხულო ფარდები.


რეკომენდაციებს ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ გთავაზობთ.


თუ ოთახის ფანჯრები სამხრეთს უყურებს, თხელი ფარდების გარდა, აუცილებელია სქელი ფარდა, ან ჟალუზი - ისინი ოთახს შუადღის მწველი მზისგან დაიცავს.


ჩრდილოეთის მხარეს არსებული ფანჯრებიდან საჭიროა მეტი სინათლის შემოშვება და სივრცის ვიზუალური „შემსუბუქება“. ამ შემთხვევაში თავი შეიკავეთ მძიმე და მრავალფენოვანი ქსოვილის შერჩევისგან. იდეალური იქნება, თუ კარნიზი მთელი კედლის სიგრძეზე გაკეთდება, ხოლო ფარდა ფანჯრის ორივე მხარეს ჩამოკიდეთ, ისე, რომ თვითონ ფანჯარას არ ფარავდეს. ამ ხერხით ოთახში, სივრცის გარდა, მეტი სინათლეც გამოჩნდება.


ეცადეთ, არ გადატვირთოთ ინტერიერი მძიმე ფერებით. უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან კაშკაშა ფერები ვიზუალურად ამცირებს ოთახის სივრცეს, ხოლო დიდი რაოდენობის ნაკეცები ფარდებზე ფართს აპატარავებს და ზედმეტ ყურადღებას იქცევს.


სამზარეულოში გამოიყენეთ ისეთი ქსოვილი, რომელიც მარტივად ირეცხება და, ასევე, რთულად აალებადია. სამზარეულოში სასურველია მოკლე სიგრძის (ფანჯრის რაფამდე) ფარდების დაკიდება. საუკეთესო ვარიანტია რომაული ფარდები, ასევე, ფარდა ჟალუზები. ასევე, შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ, რომ წითელი ფერი მადას აძლიერებს, ხოლო ცისფერი პირიქით - ამცირებს.






მისაღები ოთახისთვის ისეთი ფარდა უნდა შეარჩიოთ, რომელიც დღისით ოთახში უშვებს სინათლეს, ხოლო საღამოს ბლოკავს გარედან შემოსულ სხვადასხვა განათებას. გაითვალისწინეთ, რომ ფარდის ჰორიზონტალური წყობა (მაგალითად, რომაული ფარდები) სივრცეს აფართოებს, ხოლო ვერტიკალური ვიზუალურად აგრძელებს.




საძინებელი ოთახისთვის აუცილებელია, რომ ფარდა მაქსიმალურად იცავდეს ოთახს სინათლისა და მტვრისგან, რადგან ძილის ჰორმონი - მელატონინი ორგანიზმში მხოლოდ სრულ სიბნელეში გამომუშავდება.




უფროსებისთვის განკუთვნილი საძინებლისგან განსხვავებით, საბავშვო ოთახისთვის არაა რეკომენდებული ისეთი ფარდების ჩამოკიდება, რომლებიც სრულად ახშობს სინათლეს, რადგან ბავშვებს შეიძლება სიბნელის შეეშინდეთ. სასურველია ნატურალური ქსოვილის გამოყენება, მაგალითად, ბამბის.



„თუ გინდათ, რომ დროისა და თანხის ეკონომია გააკეთოთ, ერთ სივრცეში კომფორტულად შეარჩიოთ სასურველი ქსოვილი, კარნიზი, თუ ნებისმიერი აქსესუარი ფარდისთვის, და ასევე მიიღოთ მკერავის მომსახურება, უნდა ეწვიოთ საქართველოში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“ , სადაც დაგხვდებათ 500-მდე დასახელების ფარდა, რომელთა ფასიც მხოლოდ 7 ლარი და 50 თეთრიდან იწყება. ფარდის შეძენა „გორგიას“ ყველა ფილიალშია შესაძლებელი“, - ამბობენ კომპანიაში.


(R)


თეგები:
„გორგია“



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up