როგორ შევარჩიოთ სამსუნგის ბრენდის სმარტფონი 2019 წელს?

როგორ შევარჩიოთ სამსუნგის ბრენდის სმარტფონი 2019 წელს?

access_time2019-07-31 17:17:18

დღეს ძნელია იპოვო ადამიანი, რომელსაც სმარტფონი ჯიბეში არ უდევს. ნაწილი მომხმარებლებისთვის იგი უბრალოდ ხმოვანი კავშირის შესაძლებლობაა, ხოლო ზოგიერთისთვის ცალკე სამყარო - სხვადსხვა აპლიკაციებითა და შეუზღუდავი შესაძლებლობების სერვისებით.


სმარტფონები ელექტრო ბაზრის მომხმარებლებისთვის ყველაზე მოხმარებად პროდუქტად რჩება. ყოველწლიურად ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოდიან და მრავალფეროვანი ფუნქციებით დატვირთულ განახლებულ და მოდერნიზებულ მოწყობილობებს გვთავაზობენ.


ჩემს პირად ინბოქსში კი არაერთი წერილი შემოდის იმის თაობაზე თუ, სამსუნგის ხაზსში რომელ სმარტფონს ვურჩევდი მომხმარებლებს ამა თუ იმ საფასო კატეგორიაში. ამიტომაც, დღეს შემოგთავაზებთ სტატიას სადაც გაეცნობით თუ როგორ ავარჩიოთ სამსუნგის ფირმის სმარტფონი და რას მივაქციოთ ყურადღება; 2019 წელს, მაშ ასე დავიწყოთ:


ფასი


შეძენამდე ყველა მომხმარებელი პირველ რიგში ფასს ეცნობა და მის მიხედვით ირჩევს სმარტფონს. როგორც იცით მობილურების ნაწილი იყოფა ორ კატეგორიად ბიუჯეტური და ფლაგმანური. აღნიშნული კლასი ერთმანეთისგან ფასებით განსხვავდება, ბიუჯეტურ კლასის შემთხვევაში სმარტფონები გვხვდება 250-დან 1800 ლარამდის ხოლო ფლაგმანები კი 1800-დან +∞.


კამერა


2019 წელს კი ყველაზე აქტუალური თემა ჯერაც კიდევ კამერებია. მოსახლეობის უმეტესობა - ახლა სმარტფონს კამერების რაოდენობით ირჩევს, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია. უკვე გვაქვს უამრავი მწარმოებლის მაგალითი, რომ მაღალი ხარისხის სურათის გადაღება მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი კამერითაც არის შესაძლებელი და სულაც არ არის საჭირო ხუთთვალა მონსტრის შეძენა. ჩემი პირადი რჩევა იქნება, რომ თუ გსურთ შეიძინოთ საუკეთესო კამერაფონი სმარტფონები შეიძინეთ: Galaxy S10e, S10, S10+ და Note9 ბიუჯეტურებიდან კი Galaxy A80, A70 და A9 (2018). კომპანია სამსუნგის სმარტფონებში კამერის მოწყობილობასთან ერთად გვხვდება მასზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ფოტო გადაღების პროცესს უფრო მართვადს ხდის.


ეკრანი


როგორც ზემოთ ავღნიშნე სმარტფონები ორ კატეგორიად იყოფა, ეს დაყოფა მხოლოთ ფასზე არ ვრცელება სმარტფონები განსხვავდებიან გამოყენებული ეკრანის ტიპითაც. კომპანიების უმრავლესობა ბიუჯეტურ სმარტფონებში IPS ტექნოლოგიას იყენებს, თუმცა ბოლო წლებში ეს ტექნოლოგია ძალზედ დაიხვეწა ისე, რომ თითქმის Amoled ტიპის ეკრანებსაც კი გაუტოლდა. ალბათ დაგებადათ შეკითხვა თუ რა განსხვავებაა ამ ორი ტიპის პანელს შორის?! ამოლედის ეკრანი შედგება მანათობელი პიქსელებისგან რომელსაც არ ჭირდება უკანა განათება, შეასბამისად შეუძლია შუქი თავად გამოსცეს, რაც შეეხება IPS-ს, აქ საქმე გვაქვს პიქსელების უკან მდგომ თეთრ ნათებასთან, რომელიც მუდმივად ჩართულია და უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს მოწყობილობისგან. ასევე განსხვავებაა ფერების აღწარმოებაში, Amoled -ტიპის ეკრანს შეუძლია უფრო სიღრმისეული შავის გამოსახვა, თუმცა თუ IPS-ეკრანს შევადარებთ მისი თეთრი უფრო მოყვითალო ფერის არის. მე პირადად Amoled ტიპის ეკრანს გირჩევთ, რომლის მთავარი წარმოებელი კომპანია სამსუნგია, ზუსტად ამ კომპანიის სამრტფონებში გვხვდება დღესდღეობით საუკეთესო ამოლედ ტიპის ეკრანები.



პროცესორი


თითქმის ყველა სმარტფონი დღეისათვის ტაივანური კომპანიის MediaTek-ის ჩიფსეტებით და ამერიკული ბრენდის Qualcomm-ის პროცესორებზე იწყობა. გამონაკლის წარმოადგენს რამდენიმე კომპანია რომლებიც თავად აწარმოებენ სმარტფონების პროცესორებს ესენია: Samsung-ი, Huawei და Apple-ი. ბოლო პერიოდში ტექნოლოგიები იმდენად დაიხვეწა, რომ თითქმის ყველა კომპანიას აქვს მსგავსი სიმძლავრის მოდელები.


გარანტია


სმარტფონის შეძენისას კი უდიდესი ყურადღება გარანტიას ემყარება. თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთთ ის, რომ თუ დაზიანების შემთხვევაში რომელ სერვის ცენტრში მოგემსახურებიან, იქნება თუ არა ტექნიკოსი პროფესიონალი ან/და სერტიფიცირებული. თუ სმარტფონის ყიდვამდე ამ საკითხზე არ იფიქრე შეიძლება მომავალში უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდო თავი. ბრენდის მწარმოებლები აღნიშნულ თემას სხვადასხვა მეთოდით აგვარებენ; , მაგალითად კომპანია სამსუნგი საქართველოში ჰოლოგრამას იყენებს იმისათვის, რომ განასხვაოს ოფიციალური სმარტფონი არაოფიციალურისაგან. ჰოლგორამიანი სმარტფონის შეძენისას სამსუნგის 1 წლიან გარანტიას მიიღებ და საჭიროების შემთხვევაში ავტორიზებულ სერვის ცენტრში მოგემსახურება კვალიფიციური კადრი და დაზიანებულ ნაწილებს გარანტირებულად ახალი და ორიგინალი ნაწილით შეგიცლიან. ამ ყველაფრის გარანტიას კი სხვა, არაავტორეზებულ სერვის ცენტრში ვერ მიიღებ.


ჰოლოგრამული პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს, რომელსაც მრავალი ბენეფიტი მოყვება თუნდაც ის, რომ მაგალითისთვისასევე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის. კერძოდ, კი დატესტილია და სრულად თავსებადია არსებულ მობილური ოპერატორების ქსელებთან. სმარტფონში არსებული პროგრამები და აპლიკაციები მორგებულია საქართველოს ბაზრისთვის და სმარტფონის კომპლექტაციაში გხვდება ჩვენი რეგიონის მიხედვით დამზადებული აქსესუარები (მაგ: დამტენი)


ასევე, თუ თქვენს შენს სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამა ნამდვილათდ გააჩნია შენ ავტომატურათდ ერთვები “Trade-In” აქციაში. რას ნიშნავს ეს? სამსუნგი მის ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაცვალოს მისი ძველი სმარტფონი ახალ Samsung Galaxy S10|+/ S10+-ზე განსაკუთრებულ ფასად. .მხოლოდ ეს არ კმარა! ასევე, სამსუნგი სთავაზობს განსაკუთრებულ აქციებსა და ფასდაკლებებს თავის მომხმარებლებს; მაგალითად, ამ მომენტისთვის ყველა ოფიციალური პარტნიორის ქსელში ყვითელი Galaxy S10e-ს შეიძენთ სპეციალური ფასდაკლებით განსაკუთრებულ ფასად. ყვითელი ფერის შეძენისას აღნიშნულ მოდელზე ოფიცილაურ დილერებთან იმოქმდებს 400 ლარანი ფასდაკლება, რისი მეშვეობითაც თქვენ სმარტფონს გასაოცარ ფასად შეიძენთ!


დამატებით, Galaxy S10+/S10-ის შეძენისას კი ასევე ვრცელდება ეკრანის დაზღვევის 1 წლიანი გარანტია. აღნიშნული სმარტფონების დაზიანებულ ეკრანს კი ოფიციალური სამსუნგი სრულიათ უსასყიდლოთ საჩუქრად გამოგიცვლით.


პირადად ჩემი გამოცდილებიდან გირჩევთ, რომ თავდაცვის მიზნით სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით შეიძინოთ. ასევე დავძენ იმასაც, რომ მე პრირადად 6 წელია სამსუნგის მომხარებელი ვარ და სმარტფონებს მხოლოდ კომპანიის პარტნიორ მაღაზიებში ვყიდულობ, რის გამოც არა ერთი უსიამოვნო ფაქტი ავირიდე თავიდან.




(R)



თეგები:
სამსუნგი



იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...


მსგავსი სიახლეები

up