როგორ შეიქმნა ყველაზე გამძლე პლანშეტი, რომლის დაზიანებაც თითქმის შეუძლებელია

როგორ შეიქმნა ყველაზე გამძლე პლანშეტი, რომლის დაზიანებაც თითქმის შეუძლებელია

access_time2021-02-04 19:30:00

ყველაზე გამძლე პლანშეტები წარმოადგენს შეჯავშნილ მოწყობილობებს, რომელთაც ფოსმაჟორულ ვითარებაში ან რთულ კლიმატურ პირობებში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ.



დაახლოებით 20 წლის წინ, მწარმოებლებმა დაინახეს, რომ ბაზრის გარკვეული სეგმენტი უფრო გამძლე და ექსპლუატაციის ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილ პლანშეტებს საჭიროებდა და ამგვარი პარამეტრების მქონე მოწყობილობაზე მუშაობა დაიწყეს.



შეჯავშნილი პლანშეტები წარმოადგენს გამძლე მასალისგან შექმნილ მოწყობილობებს, რომელთა დაზიანება საკმაოდ რთულია.



პლანშეტის თითოეული ინდუსტრიული მასალა მკაცრად მოწმდება, იტესტება და მხოლოდ ასე ეშვება წარმოებაში.



გამძლეობისა და ძლიერი ოპერატიული სისტემის გათვალისწინებით, ზოგიერთი ასეთი პლანშეტი 10 წლის განმავლობაშიც კი მუშაობს.



რას „უძლებს“ შეჯავშნილი პლანშეტი?




ის წყალგამძლე მასალებისგან არის შექმნილი და მაღალი ტენიანობის, თოვის ან წვიმის დროს, სენსორი მუშაობას არ წყვეტს, მოწყობილობა არც სწრაფად ზიანდება. ამასთან, შეჯავშნილი პლანშეტები აქტიურად გამოიყენება ცხელ რეგიონებში, ქარხნებში, საწარმოებში, მაღაროებში, სადაც მტვერია. როგორც წესი, მტვრიან გარემოში ჩვეულებრივი მოწყობილობები მალე გამოდის მწყობრიდან, შეჯავშნილი პლანშეტები კი სპეციალურად ამგვარი პირობებისთვის არის შექმნილი.



ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რის გამოც შეჯავშნილი პლანშეტები პოპულარობით სარგებლობს, არის ის, რომ მათი დაზიანება თითქმის შეუძლებელია. მაგალითისთვის, მანქანამ რომ გადაუაროს, შეიძლება, ეკრანზე მხოლოდ ნაკაწრები ან უარეს შემთხვევაში, ბზარები დარჩეს.



აღნიშნული მოწყობილობები, როგორც გამძლეობის, ისე უსაფრთხოების კუთხით აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს იმისათვის, რომ სამხედროებმა, პოლიციის თანამშრომლებმა, მეხანძრე-მაშველებმა თუ ალპინისტებმა შეუფერხებლად გამოიყენონ. ცნობილია, რომ ნიუ იორკის პოლიციაც აღნიშნული ტექნიკური საშუალებებით არის აღჭურვილი. შეჯავშნილ პლანშეტებს ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მაღალი ფასი აქვს, თუმცა ისინი 5 და მეტი წლის განმავლობაში შეუფერხებლად ფუნქციონირებენ და ახალი მოწყობილობის შეძენის საჭიროებისგან გვაზღვევენ.



შეჯავშნილი პლანშეტები მათი გამძლეობის გამო, თანამშრომლების პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება. იმის დასადასტურებლად, რომ მისი დაზიანების რისკი თითქმის არ არსებობს, მწარმოებლები მეტალის მძიმე წვეთის ტესტირებასაც იყენებენ-ხოლმე, რომელიც პლანშეტის ეკრანს სიმაღლიდან ეცემა, თუმცა ვერაფერს აკლებს.



ამის მაგალითად, ერთი კონკრეტული მწარმოებლის პლანშეტი შეგიძლიათ იხილოთ:



აღნიშნული პლანშეტების სქემები და მისი თითოეული დეტალის განლაგება შერჩეულია იმ მიზნით, რომ დავარდნისა და ვიბრაციის შემთხვევაში, მექანიზმს ზიანი არ მიადგეს. ამასთან, მწარმოებლები ითვალისწინებენ ბატარეის გამძლეობასაც, რაც თანამედროვე მოწყობილობების ერთგვარ სუსტ წერტილს წარმოადგენს. შეჯავშნილი პლანშეტების ბატარეა ჩვეულებრივთან შედარებით უფრო გამძლეა და სიცივის გამო, ხშირად დამუხტვას არ საჭიროებს.



ყველა განვითარებული ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, მეხანძრეები თუ ბუნებრივი წიაღისეულის მომპოვებელი ქარხნების თანამშრომლები შეჯავშნილ პლანშეტებს იყენებენ, რადგან ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს ფინანსების დაზოგვისა და სამუშაოს უკეთ შესრულების საშუალებას აძლევთ. აღნიშნული ტექნოლოგია წლებია, საქართველოშიც შემოვიდა, თუმცა აქტიურად მხოლოდ ახლა ინერგება.





BPN.GE







თეგები:
პლანშეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up