როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება

access_time2021-09-26 14:00:36

ქართველების შავ ზღვასთან ურთიერთობის შესახებ ბევრი რამ დღესაც მიუკვლეველი და ამოუხსნელიამაგალითად ისრატომ ვერ ვიყენებთ სათანადოდ იმ ბუნებრივ რესურსსრაც შავ ზღვას გააჩნიამთავარი პრობლემა ის არისრომ საქართველო შავი ზღვის რესურსებს ფინანსების სიმწირის გამო ვერ ითვისებს და ქვეყანა მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს.


ქართველების შავი ზღვა

როდის გავიდნენ ქართველები შავ ზღვაში პირველად, რას იყენებდნენ ნაოსნობისთვის ან სადამდე დაცურავდნენ მათი გემები, ამის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. შავ ზღვაში გასული კოლხი ზღვაოსნების შესახებ პირველი ცნობები არგონავტებთან ჩნდება. ჰომეროსის თანახმად, კოლხები საბრძოლო გემებით არგონავტებს დაედევნნენ მოტაცებული ოქროს საწმისის დასაბრუნებლად და ადრიატიკის ზღვაში წამოეწივნენ კიდეც. როგორც ჩანს, კოლხების ხომალდი ლეგენდარულ არგოზე უფრო სწრაფი ყოფილა.
ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე და გეოგრაფი სტრაბონი აღნიშნავდნენ, რომ კოლხების მთავარი საქმიანობა თევზჭერა იყო. არგონავტებს ოქროსთან ერთად შავი ზღვით, ხეტყე და თაფლიც გაჰქონდათ. ზოგიერთი ცნობით, ისინი იტალიისა და ესპანეთის პორტებამდეც მიდიოდნენ. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში მდინარე ბათუსის შესართავთან უკვე არსებობდა პორტი ბათუსი (ბათუმი), სადაც რომაელთა სამხედრო და სავაჭრო გემები შემოდიოდა.

ანტიკურ პერიოდს თუ არ ჩავთვლით, ქართველები შორეულ ნაოსნობაში წასვლას მაინც ხმელეთზე ყოფნას ამჯობინებდნენ. ამიტომ, შემდეგ საუკუნეებში ქართველების ზღვით მოგზაურობის შესახებ ლიტერატურულ წყაროებში არაფერი ჩანს.


შავი ზღვის რესურსები

საქართველოსთვის შავი ზღვა უპირველესად არის უახლოესი გზა ევროპულ პორტებთან დასაკავშირებლად. საქართველოს ნავსადგურებიდან ნებისმიერი მიმართულებით შესაძლებელია ტრანზიტული გადაზიდვები. შავ ზღვაზე გაგვაჩნია საბორნე მარშრუტებიც. თუმცა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უკეთესად ვივაჭროთ ევროკავშირთან. შავი ზღვა მნიშვნელოვანია NATO-სთან უსაფრთხოების კუთხით არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. 

ქვეყნისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს შავი ზღვის რეკრეაციული რესურსი. აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ გააქტიურდა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს ათვისება. მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს ურეკში არსებული მაგნეტიტური და ტიტანმაგნეტიტური ქვიშები. 


ნავთობის დაზვერილი მარაგი შავი ზღვის სანაპიროსა და შელფზე, ბოლო მონაცემებით, 13 მილიონ ტონას შეადგენს. ხოლო სავარაუდო რეზერვი 200 მილიონი ტონაა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, იქ ბუნებრივი აირის მარაგებიც არის. ნავთობისა და აირის ჭაბურღილების მოწყობა, განსაკუთრებით ზღვაში, ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ საქართველოსთვის ხელმიუწვდომელია. შავი ზღვის შელფზე ასევე არის გოგირდი, ქვანახშირი, რკინა, კალა, ბარიტი და სხვა. ზღვის წყალი შეიცავს მანგანუმს, რკინას, სპილენძს, თუთიას. ამჟამად შავი ზღვის წყლიდან მხოლოდ მარილს მოიპოვებენ.


თევზი შავ ზღვაში

შავ ზღვაში 150-200 მეტრის სიღრმის ქვემოთ, გოგირდწყალბადის არსებობის გამო, სიცოცხლე ფაქტიურად არ არის, ხოლო სასიცოცხლო არეალში 160-მდე თევზის სახეობაა. მათ შორის შავი ზღვის ორაგული, კოლხური ზუთხი (თართი), კეფალი, შავი ზღვის სტავრიდა, სვია, სკუმბრია, ქაფშია, შავი ზღვის ქაშაყი, ზღვის ქორჭილა, შავი ზღვის კამბალა და სხვა. მათგან დაახლოებით 20% სარეწაო თევზია.

ისტორიული დოკუმენტები მიუთითებენ, რომ მე-19 საუკუნის საქართველოში საზღვაო თევზჭერის საშუალო წლიური მოცულობა 5 700 ტონას შეადგენდა. ბათუმში, ფოთში, სოხუმსა და გაგრაში აშენდა თევზის გადამამუშავებელი ქარხნები. იჭერდნენ ქაფშიას, სტავრიდას და ორაგულს, კეფალს, ქაშაყისა და ზუთხის რამდენიმე სახეობას. ყველაზე მეტი ოდენობით ქაფშიას იჭერდნენ, რამაც მაქსიმალურ მაჩვენებელს 80-იანი წლების ბოლოსთვის მიაღწია, სანამ საქართველოს წყლებში თურქული სეინერები გამოჩნდებოდნენ. 90-იან წლებში საქართველოს საბჭოთა მემკვიდრეობის სახით, ამორტიზებული თევზმჭერი ფლოტი დარჩა, შედეგად, შემცირდა მოპოვება. ხოლო უკონტროლო თევზჭერამ და ზღვის დაბინძურებამ თევზის სახეობების შემცირება გამოიწვია.

დღესაც საქართველოს წყლებში დაჭერილი ქაფშიას დიდი ნაწილი გაყინული ნედლეულის სახით გადის ექსპორტზე თურქეთში. შავ ზღვაში დაჭერილი ქაფშია პროტეინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. მისგან მზადდება კომბინირებული საკვები, რომელსაც თევზის წარმოება იყენებს. საქართველოდან გატანილი თევზი თურქეთში მუშავდება და შემდეგ ევროპის ბაზარზე მომგებიანად იყიდება. რადგან ჩვენთან საკვების წარმოების შესაძლებლობა არ არსებობს, ის ნედლი სახით გადის თურქეთში, საიდანაც გადამუშავებული, მაღალფასიანი იმპორტის სახით ბრუნდება, რაც თევზის ადგილობრივ წარმოებას აძვირებს. საქართველო გადამამუშავებელი წარმოების უქონლობის გამო მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს.

„შავი ზღვის რესურსებიდან ქვეყნისთვის ყველაზე ფასეული მისი რეკრეაციული ღირებულებაა. რეკრეაციული რესურსის ათვისება უფრო მეტ შემოსავალს მოგვცემს, ვიდრე ნავთობის ან ბუნებრივი აირის მოპოვება. აუთვისებელია ანაკლიის თითქმის მთელი ზოლი. ასევე, ურეკი, სადაც მაგნეტიტის ძვირფასი რესურსია. 

საქართველო ვერც თევზის რესურსს იყენებს სრულად, რადგან არც გემები გვყავს თევზჭერისთვის, არც გადამამუშავებელი ქარხნები გვაქვს. აუთვისებელია გოგირდწყალბადის დიდი რესურსიც, რადგან მისი გამოყენების მეთოდი ჯერ არ არის შემუშავებული. ჩემი აზრით, ზღვიდან ნავთობის ამოღება არ გვაწყობს, რადგან ეს ზღვას კიდევ უფრო დააბინძურებს”, – ამბობს თსუ-ს პროფესორი დავით კერესელიძე.

შავი ზღვა ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული ზღვაა, სადაც ყოველწლიურად 600 ათას ტონაზე მეტი ნარჩენი ჩაედინება. ზღვას ნავთობპროდუქტებთან ერთად აბინძურებს კვების პროდუქტის ნარჩენები, შხამქიმიკატები, ზეთი, ფისი, სამრეწველო საწარმოების ნარჩენები. შავი ზღვის რესურსების შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი დაბინძურებისაგან დაცვა და საზღვაო ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება.



წყარო: Business Feed




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up