“როგორ შეიძლება, ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგში ვინმემ ეჭვი შეიტანოს და საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას” - თენგიზ ცერცვაძე

“როგორ შეიძლება, ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგში ვინმემ ეჭვი შეიტანოს და საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას” - თენგიზ ცერცვაძე

access_time2021-01-16 19:30:40

როგორ შეიძლება, ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგში ვინმემ ეჭვი შეიტანოს და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი. ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ „კოვიდით“, მცირედი, მაგრამ მაინც გამხნევება იქნება ფაქტი, რომ ისინი მარტო არ არიან, მთელი მსოფლიო ბევრად უარეს დღეშია, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ოქსფორდის უნივერსიტეტი სისტემატიურად აცხადებს განახლებად რეიტინგს, სადაც აძლევს შეფასებას მსოფლიოს 183 ქვეყნის ძალისხმევას და ბრძოლის შედეგებს კოვიდპანდემიისწინააღმდეგ. შეფასება მოიცავს 19 ინდიკატორს და ეს არ არის მარტო სუფთა სამედიცინო ღონისძიებების შეფასება, ეს არის უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო პოლიტიკის შეფასება, სახელმწიფოსა და მთავრობის ძალისხმევის შეფასება. იქ არის რამდენიმე, ექვსი თუ შვიდი ინდიკატორი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკას განსაზღვრავს და ზოგადად კრიზისული სიტუაციის მართვას და მენეჯმენტს, იქ არის ხუთი-ექვსი კრიტერიუმი, რომელიც ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს, მათ შორის, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო თავისი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომელთაც განიცადეს ზარალი და შევიწროება ამ პანდემიის გამო და გაუუარესდათ ცხოვრების პირობები, რას აკეთებს ქვეყანა იმისთვის, რომ როგორმე ეკონომიკა არ ჩამოიშალოს. ექვსი-შვიდი კრიტერიუმი არის სუფთა ჯანდაცვითი საკითხი, რომელიც მოიცავს ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებს, პაციენტების მართვას, ვაქცინაციას და სხვა. ამ რეიტინგში, 15 იანვრის მონაცემებით, საქართველოს 183 ქვეყანას შორის ეჭირა, მე ვიტყოდი, ძალიან საპატიო, მე-10-მე-11 ადგილი. საბერძნეთთან ერთად იყოფდა ამ ადგილს და ჩვენზე წინ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან იყო მხოლოდ სამი ქვეყანა: გერმანია, ირლანდია და იტალია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის განახლებული მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მხრივ საქართველო 183 ქვეყანას შორის პირველ ათეულშია.


imedinews.ge




საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)
access_time2021-03-07 16:00:58
თუ პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­ნი მო­მა­ვალ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობთ და სა­კუ­თარ თავს ბა­ლი­ზე, ან მალ­დი­ვებ­ზე, სუ­ლაც ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში გონ­დო­ლით მო­სე­ირ­ნეს წარ­მო­იდ­გენთ, შე­გიძ­ლი­ათ ფან­ტა­ზი­ას უფრო მეტი გა­სა­ქა­ნი მის­ცეთ, მა­გა­ლი­თად, კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე იოც­ნე­ბოთ, მით უფრო, რომ ეს ოც­ნე­ბა შე­საძ­ლოა, მალე რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. რო­გორც CNN წერს, 2027 წლის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გა­იხ­სნე­ბა პირ­ვე­ლი...


მსგავსი სიახლეები

up