როგორ შეიძლება ისეთ უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაცია, რომლებიც  ბიზნესს აფრთხობენ - ზვიად ხორგუაშვილი

როგორ შეიძლება ისეთ უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაცია, რომლებიც ბიზნესს აფრთხობენ - ზვიად ხორგუაშვილი

access_time2020-07-27 17:10:47

„საქართველოში უამრავი პრობლემა გვაქვს და თუ მთავრობამ მოიფიქრა რაღაც სასწაულებრივი გადაწყვეტილება, რომლითაც დაარწმუნებს ინვესტორებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ხელის შეშლა სამართლიანი იყო და სამართლიანად მოხდა ბიზნესებისთვის ხელის შეშლა, მაშინ აზრი ექნება ინვესტიციების მოზიდვის ახალი სტრატეგიის შემუშავებას,“ - ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ინვესტიციების მოზიდვის განახლებულ სტრატეგიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა და სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ეკონომიკის ექსპერტებთან განიხილეს.  


შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ მსხვილ უცხოურ კომპანიებთან კომუნიკაციას, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდნენ. აღსანიშნავია, რომ განახლებული სტრატეგიის დეტალებზე საუბარი არ ყოფილა და უცნობია რა ნაბიჯებს ითვალისწინებს მთავრობის ახალი გეგმა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მათივე თქმით, პროცესში ანალიტიკოსებისა და ექსპერტების რეკომენდაციებს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა.


„არავინ იცის დეტალები, თუ რა უნდა იყოს ამ განახლებულ სტრატეგიაში, კონკრეტულად რა უნდათ და რას აპირებენ, მხოლოდ ვიცით  ზოგადი მესიჯები. ეჭვის დონეზეა ის, რომ შეიძლება ექსპორტი წაახალისონ და იმპორტი შედარებით შეიზღუდოს, რათა ვაჭრობა დაბალანსდეს, მაგრამ დადასტურებულად არაფერია ცნობილი.


რეალურად, მთავრობა ამდენი ხნის მანძილზე გვპირდება, რომ აუცილებლად გაუმკლავდება ამ ეკონომიკურ კრიზისს ისე, რომ საკმაოდ ბევრ ფულს დაუთმობდა მოსახლეობას. ეს იყო მთელი ამ პროცესების მთავარი აზრი, მაგრამ მივიღეთ, ის რომ მთავრობამ გასცა უამრავი დაპირება და  უამრავი ფული იფლანგება საბანკო საკრედიტო სუბსიდირებებში.  მაგალითად ფული იხარჯება იმაში, რომ რაღაც გაუგებარი 20 მილიონი ლარი აქვთ გამოყოფილი მცირე გრანტებისთვის. კაცმა არ იცის ეს რა მცირე გრანტებია და რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს ამის შერჩევა.  თავისივე საბიუჯეტო გეგმაში აქვთ უამრავი პრობლემა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თითქმის არაფერი არ აქვთ დასაბუთებული,“ - განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი.


როგორ უმკლავდებოდა მთავრობა თავისი გეგმებით საქართველოში ეკონომიკური თუ საინვესტიციო გარემოს შენარჩუნების მისიას, ამასთან დაკავშირებით ზვიად ხორგუაშვილი განმარტავს, რომ ხანგრძლივი შეზღუდვები და არათანმიმდევრულობა არც ინვესტორისთვის დარჩებოდა შეუმჩნეველი და შესაბამისად, ინვესტიციების მოზიდვა ახლა უფრო რთული ხდება. 


ერთის მხრივ, მთავრობა ნებისმიერ გამოწვევასთან დაკავშირებით იყო არათანმიმდევრული, რაც პანდემიამ გვაჩვენა.  ერთ შემთხვევაში რაღაცას ზღუდავდა, მეორე შემთხვევაში ხსნიდა. დროის საკითხი იყო გაუგებარი, დიდი ხანი რაღაცის შეზღუდვა რატომ არ მოიხსნა და რატომ გაგრძელდა დიდი ხნით, ასევე გაურკვეველი იყო ტრანსპორტის შეზღუდვა.



ერთია რომ მთავრობას ჰქონდა არათანმიმდევრულობა, მეორე იყო რომ ნელა უმკლავდებოდა პროცესებს, ამას ინვესტორი უყურებდა რომ ამ პერიოდში არც ერთი ბიზნესის არანაირი რეგულირება არ მომხდარა პირიქით გაიზარდა რეგულაციები, მათ შორის საბანკო სფეროში, მშენებლობის  სექტორში და ამან გამოიწვია ის, რომ საქართველო ამ მხრივ არა არის სხვა ქვეყნებთან შედარებით მიმზიდველი,  აღნიშნა ეკონომისტმა. 


ზვიად ხორგუაშვილი ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნაში საგადასახადო სისტემის როლს უსვამს ხაზს, რომლის შემსუბუქებისთვის, მისი თქმით დღევანდელ რეალობაში არაფერი გაკეთებულა.


„შეიძლება ჩვენ უფრო ნაკლები გადასახადები გვქონდეს ვიდრე საფრანგეთში, მაგრამ ჩვენზე ნაკლები გადასახადები აქვს სომხეთსაც , აზერბაიჯანსაც , რუსეთსაც , მოლდოვასაც და უამრავ სხვა ქვეყანას, თურქეთსაც მათ შორის. შესაბამისად ამ მხრივ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ მცირედით მაინც შემცირებულიყო გადასახადები, იქნებოდა ეს მოგების გადასახადი, დამატებითი ღირებულების, საშემოსავლო თუ ა.შ. ეს  წაადგებოდა არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ მოქალაქეებსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ფული,  დასაქმებასაც წაახალისებდა და უმუშევრობის კუთხით ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა,  განმარტავს ხორგუაშვილი. 


უცნობ საინვესტიციო გეგმას, ეკონომისტის აზრით ბევრი მინუსი აქვს, მათ შორისაა ის ექსპერტები, რომელთან კონსულტაციითაც ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება.


„მცდარი ეკონომიკური წარმოდგენებიდან გამომდინარე შექმნილი გეგმა ვერ იქნება წარმატებული, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით ვინ ყავთ მოწვეული ექსპერტები.


ერთერთი ეკონომიკის ექსპერტი სამხრეთ კორეელი გვარად ჩანგია, რომელიც არის ანტი-კაპიტალისტი , სოციალისტი, მემარცხენე - როგორ შეიძლება ამ გვარს და ინვესტიციების მოზიდვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა.  პირიქით, ესეთი ადამიანები  ზოგადად აფრთხობენ ბიზნესს.


მე არანაირი იმედი არ მაქვს, რომ გადასახადების შემცირება მოხდება ან დერეგულირების საკითხი წამოიჭრება. მე არ მჯერა, რომ რაც არ უნდა საინვესტიციო პაკეტი თუ გეგმა მიიღონ, რეალურად იქნება ინვესტიციების მოზიდვაზე  მორგებული გადაწყვეტილება. ეს იქნება პოპულისტური და არჩევნების მოგებაზე მორგებული გადაწყვეტილება,  ამბობს ზვიად ხორგუაშვილი კომერსანტთან საკითხის შეფასებისას.

 

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up