როგორ შეიცვალა სესხის პროცენტი ბოლო ერთ წელში

როგორ შეიცვალა სესხის პროცენტი ბოლო ერთ წელში

access_time2020-09-18 12:40:03

2017 წლის იანვრიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მეტი ცვალებადობით ხასიათდებოდა, ვიდრე უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე. PMC კვლევის მიხედვით, 2020 წლის ივლისში,2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 15.7% შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მიაღწია 6.6%-ს. 2020 წლის ივლისის მონაცემებით, სხვაობამ ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის 9.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა, რაც 2 პროცენტული პუნქტით აღემატება 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლს. ამასთან, 2020 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე არსებული საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 16.2%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე - 6.5%-ს. შედარებისთვის, 2019 წლის შესაბამის პერიოდში საშუალო საპროცენტო განაკვეთები, შესაბამისად, 15.3% და 7.3%-ს.



2020 წლის ივლისის ბოლოს, 2019 წლის შესაბამის მაჩვენებლთან შედარებით, საქართველოში დეპოზიტების მოცულობა 21%-ით გაიზარდა და 31.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ პერიოდისთვის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტები გაიზარდა 16%- ით, ხოლო ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტები - 29%-ით. 2020 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მარტის ბოლოს, როდესაც დეპოზიტების მოცულობა 24%-ით აღემატებოდა 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.



აღნიშნულ პერიოდში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტები გაიზარდა 32%-ით, ხოლო ეროვნულ ვალუტაში - 10%-ით. 2017 წლის იანვარი - 2020 წლის ივლისის პერიოდში, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები ხასიათდება მეტი ცვალებადობით, უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებთან შედარებით. 2020 წლის ივლისის ბოლოს, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები 1,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიაღწია 8,7%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების პროცენტები 0,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და დაეცა 2.5%-მდე. 2020 წლის ივლისის მონაცემებით, უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობამ შეადგინა 6,2 პროცენტული პუნქტი, რაც 1,7 პროცენტული პუნქტით აღემატება 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, 2020 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე არსებული საშუალო საპროცენტო განაკვეთი 9.8%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 2.6%-ს უტოლდებოდა. შედარებისთვის, 2019 წლის იანვარივლისში აღნიშნული მაჩვენებლები, შესაბამისად, 7.4% და 2.9% იყო.


GBC.GE



თეგები:
სესხი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up