როგორ შეიცვალა საწვავის ფასები საქართველოში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ

როგორ შეიცვალა საწვავის ფასები საქართველოში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ

access_time2022-08-08 16:00:56

რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა მკვეთრი ზრდა დაიწყო. ომის დაწყებიდან მალევე Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 120 დოლარსაც კი გადააჭარბა.



ნავთობის გაძვირებამ საწვავის შემოტანა კომპანიებს საქართველოშიც გაუძვირა და ადგილობრივ ბაზარზე ფასები რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა.



ბოლო 2 თვეში ნავთობის ფასი დასტაბილურდა - Brent-ი დღეს 94 დოლარამდე ღირს, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობი კი 88 დოლარამდე, რაც ომამდელი ღირებულების ტოლია. ნავთობის ფასის კლების და ლარის კურსის 4-კვირიანი მკვეთრი გამყარების პარალელურად, საწვავის გაიაფებაზე საქართველოშიც ალაპარაკდნენ.



ფასების კლება საქართველოში უკვე დაწყებულია არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც საწვავი, დაახლოებით, 30 თეთრითაა გაიაფებული. რაც შეეხება, ბრენდირებულ სადგურებს, დიზელზე ფასებმა აგვისტოში უკვე დაიკლო 10-15 თეთრით, ბენზინზე კი ფასები ჯერ არ შემცირებულა და კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.



შემოსავლების მიხედვით საქართველოში უმსხვილესი ნავთობიმპორტიორის, „სოკარის“ ფასების არქივის თანახმად, კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებზე იანვარ-ივლისში ევრო რეგულარის ტიპის საწვავზე თვიური საშუალო ფასი თითქმის 21.6%-ით გაიზარდა - იანვარში თუ 3.06 ლარი იყო ღირებულება, ივლისში 3.72 ლარამდე, 66 თეთრით მოიმატა.



sss-1659953628.jpg

კიდევ უფრო მეტია ფასნამატი დიზელზე - წლის პირველ თვეში, იანვარში, „სოკარის“ სადგურებზე ევრო დიზელის საშუალო ფასი 2.98 ლარს შეადგენდა, ივლისში კი საშუალო ფასი 4.66 ლარი, 1.68 ლარით მეტი იყო, რაც 56.4%-იანი ზრდაა.



რაც შეეხება კიდევ ერთ მსხვილ ნავთობიმპორტიორს საქართველოში, „ვისოლს“, ევრო რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ფასმა ამ კომპანიის სადგურებზე იანვარ-ივლისში 20.2%-ით, 63 თეთრით მოიმატა. იანვარში საშუალო ფასმა თუ 3.12 ლარი შეადგინა, ივლისში 3.75 ლარი იყო.



dppg-1659953666.jpg


51.6%-ით, 1.62 ლარითაა გაზრდილი ფასები დიზელზე „ვისოლის“ სადგურებზე და ივლისის საშუალო მაჩვენებელი 4.76 ლარს შეადგენს.



მონაცემებიდან ჩანს, რომ წლის დასაწყისში ევრო რეგულარისა და ევრო დიზელის ფასები ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდებოდა, მეტიც, კომპანიების ნაწილი დიზელს უფრო იაფადაც ყიდდა, თუმცა ახლა მდგომარეობა განსხვავებულია და ორი ტიპის საწვავს შორის თითქმის 1 ლარიანი სხვაობაა.



როგორც კომპანია „სენტა ოილის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი ბენზინის ფასი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე დიზელისა და სხვაობას სწორედ ეს განაპირობებს.



ცნობისთვის, საქართველოში საწვავის მთავარი შემომტანი წელს რუსეთი გახდა. 2021 წელს პირველ ადგილზე თურქმენეთი იყო, თუმცა მიმდინარე წელს საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ნავთობიმპორტიორებს საქართველოში ფასდაკლებული რუსულ საწვავი შემოაქვთ. ტოპ 5 იმპორტიორ ქვეყანაში შედიან რუმინეთი, თურქმენეთი, ბულგარეთი და აზერბაიჯანიც.


წყარო: https://www.bpn.ge/





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up