როგორ შეიცვალა მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება აშშ-ს არჩევნების შემდეგ?

როგორ შეიცვალა მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება აშშ-ს არჩევნების შემდეგ?

access_time2020-11-07 16:00:58

აშშ-ის არჩევნების ჩატარებიდან მეორე დღესვე მილიარდერ ჯეფ ბეზოსის ქონება $10,5 მილიარდით გაიზარდა. ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგად მსოფლიოში 10 უმდიდრესი ადამიანის ქონებამ დაახლოებით $33-მილიარდიანი ზრდა განიცადა. აღნიშნული Forbes-ის ხუთშაბათის დილის მონაცემებს წარმოადგენს.

მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს შორის, ყველაზე მეტად Amazon-ის დამფუძნებლის ქონება გაიზარდა და $190.6 მილიარდს მიაღწია. მას მოჰყვება Facebook-ის დამაარსებელი $8 მილიარდიანი ზრდით. მარკ ცუკერბერგის ქონება ხუთშაბათის დილის მდგომარეობით $105.5 მილიარდია. მესამე ადგილს კი ამ კუთხით იყოფენ Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი და აზიის უმდიდრესი ადამიანი Reliance Industries-ის დამფუძნებელი მაკეშ ამბანი $4-4 მილიარდიანი ზრდით.

ცნობისთვის, ამერიკულ ბირჟებს გასულ კვირას მარტის შემდეგ ყველაზე ცუდი კვირა ჰქონდათ. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებიდან მეორე დღესვე ზრდა დაფიქსირდა და ამის ძირითადი მამოძრავებლები ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიები გახდნენ. Amazon-ის აქციები 6.32%-ით გაიზარდა, Facebook-ის – 8.32%-ით, ხოლო Alphabet-ის 6.09%-ით.

თუმცა, არიან მილიარდერები, რომელთა ქონებამ ბოლო დღეებში პირიქით კლება განიცადა.


საერთო ჯამში მსოფლიოში 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ამჟამად შემდეგნაირად გამოიყურება:

1.ჯეფ ბეზოსი — $190,6 მლრდ (+$10,5 მლრდ);
2.ბერნარ არნო (Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელი) — $119,5 მლრდ (+$3,6 მლრდ);
3.ბილ გეითსი (Microsoft-ის დამფუძნებელი) — $115,9 მლრდ (+$668 მლნ);
4.მარკ ცუკერბერგი (Facebook-ის ხელმძღვანელი) — $105,5 მლრდ (+$8 მლრდ);
5.ილონ მასკი (Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი) — $93,1 მლრდ (-$547 მლნ);
6.უორენ ბაფეტი (Berskhire Hathaway-ის მფლობელი) — $78 მლრდ (-$291 მლნ);
7.ლარი პეიჯი (Google-ის დამფუძნებელი) — $77 მლრდ (+$4 მლრდ);
8.ლარი ელისონი (Oracle-ის დამფუძნებელი) — $75,1 მლრდ (-$379 მლნ);
9.სერგეი ბრინი (Google-ის თანადამფუძნებელი) — $74,9 მლრდ (+$3,8 მლრდ);
10.მაკეშ ამბანი (Reliance Industries-ის დამფუძნებელი) —$74,1 მლრდ (+$4 მლრდ).


bm.ge


თეგები:
ბეზოსი ტოპ10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up