როგორ შეიცვალა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ქონება ერთ წელიწადში

როგორ შეიცვალა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ქონება ერთ წელიწადში

access_time2019-02-20 19:30:37

საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და პირველმა ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გასულ წელს რამდენიმე უძრავი ქონება გაყიდა და აქედან 531,611 ლარის შემოსავალი მიიღო.გარდა 2018 წელს გასხვისებული ქონებისა, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა ქუმსიშვილის ქონება ერთ წელიწადში.


2019 წლის 28 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს აღარ უფიქსირდება 188,48 კვ.მეტრისა და 90,7 კვ. მეტრი ფართობის ორი ბინა თბილისში; ასევე დედაქალაქში მდებარე 312 კვ. მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და 451 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი; ამასთან, მის სახელზე აღარ ფიქსირდება 187,33 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი თეთრიწყაროში და ამავე მისამართზე მდებარე 475 კვ. მეტრისა და 480 კვ. მეტრის ორი მიწის ნაკვეთი.


როგორც დიმიტრი ქუმსიშვილს დეკლარაციაში აქვს მითითებული, აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად 2018 წელს ქუმსიშვილის შემოსავალმა ჯამში, 531,611 ლარი შეადგინა. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ყოფილმა პირველმა ვიცე-პრემიერმა სამი უძრავი ქონება, თბილისსა და თეთრიწყაროში, მეორე რიგის მემკვიდრეზე გააჩუქა.



„ბიზნესპრსნიუსმა“ ყოფილი ვიცე-პრემიერის საკუთრებაში არსებული ქონება საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზეც გადაამოწმა. როგორც აღმოჩნდა, 2019 წლის 18თებერვლის ამონაწერით, დიმიტრი ქუმსიშვილს დედაქალაქში მდებარე ორი ბინა მართლაც გაუსხვისებია. ხოლო თბილისსა და თეთრიწყაროში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ რეესტრში ასევე მიმდინარე წლის ამონაწერით ნინო ქუმსიშვილი ფიქსირდება.


რაც შეეხება ქუმსიშვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მიმდინარე წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ყოფილი მინისტრი ფლობს: 119,76 კვ. მეტრი ფართობის ბინას დედაქალაქში და ასევე თბილისში მდებარე 20 კვ. მეტრის ავტოფარეხს. მის საკუთრებაშია ასევე 2006 წელს გამოშვებული მსუბუქიავტომობილი „მერსედეს ბენცი მლ“.


ჩვენ ქვეყანაში მუდმივად აქტუალურია თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სახელმწიფო მოხელეთა ფინანსური მდგომარეობის საკითხიც, თუმცა, აღსანიშნავია,რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილება არ გვაქვს სახეზე. კერძოდ, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მისი შევსების მომენტში დიმიტრი ქუმსიშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 28,349.14 ლარი; 1 000 დოლარი და 2 836,32 ევრო ჰქონდა (მაშინ როცა 2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ჯამში 24,326.2 ლარი და 4,570.75 დოლარი ჰქონდა). ამასთან, ქუმსიშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულადი თანხის სახით ჰქონდა 28 000 ლარი, რომელიც ფასიანი ქაღალდის განაღდების საფუძველზე აქვს მიღებული.


bpn.ge





აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up