როგორ შეიცვალა Apple–ი სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ

როგორ შეიცვალა Apple–ი სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ

access_time2016-08-21 16:00:15

თითქმის ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტიმ კუკმა მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი ტექნოლოგიური კომპანია ჩაიბარა. საინტერესოა, როგორ შეიცვალა Apple-ი სტივ ჯობსის გარდაცვალებისა და ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ. სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ ბევრი Apple-ს წარუმატებელ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. თუმცა ფინანსური კუთხით კომპანიის საქმეები დადებითად მიდიოდა.

 

ახალი გენერალური დირექტორის, ტიმ კუკის ხელმძღვანელობის პერიოდში Apple-ი გახდა პირველი კომპანია მსოფლიოში, რომლის კაპიტალიზაციამ $700 მილიარდს მიაღწია, გაყიდული iPhone-ების რაოდენობამ კი 1 მილიარდი შეადგინა. სტივ ჯობსი ცნობილი იყო იმით, რომ კონკურენტების გაკრიტიკებას არასოდეს ერიდებოდა. კუკის პერიოდში კი Apple გაცილებით „მეგობრული“ კომპანია გახდა. Apple მუდმივად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში, აქტიურად უჭერს მხარს გენდერულ თანასწორობასა და ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვას და ხშირად უსვამს ხაზს ეკოლოგიის მნიშვნელობას. შედეგად, თანდათანობით Apple აგრესიული მოთამაშიდან სიკეთის კორპორაციად იქცა. 


Apple ყოველთვის იყო კომპანია, რომელიც თავად ქმნიდა ტენდენციებს. iPod-მა და iTunes-მა მუსიკალურ ინდუსტრიაში ნამდვილი ციფრული რევოლუცია მოახდინეს, MacBook Air-ი კი პირველ თანამედროვე ულტრაბუქად იქცა. ამასთან, კომპანია მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს, თუ როგორ ვითარდებიან კონკურენტები და ცდილობს მათ არ ჩამორჩეს. საათ Android Wear-ის საპასუხოდ კომპანიამ Apple Watch-ი შექმნა - Apple-ის პირველი სპორტული მოწყობილობა.


 

Microsoft Surface-ს კი კონკურენციას უზარმაზარი, 12 დუიმიანი პლანშეტი უწევს. აღნიშნული ორი მოწყობილობის გამოშვებით Apple-მა ახალი სეგმენტების ათვისება შეძლო, რაც სტივ ჯობსის გეგმებში არ ყოფილა. კომპანიის უდიდეს წარმატებად იქცა iPhone 6. გაყიდვები კოლოსალური ტემპით წარიმართა. პირველივე უქმეებზე 10 მილიონი ტელეფონი გაიყიდა, გამოსვლიდან 3 დღის განმავლობაში კი მომხმარებლებმა 13 მილიონი iPhone 6S შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში iPhone-ის ფერთა პალიტრაც შეიცვალა. iPhone 3GS იყო მხოლოდ შავი, iPhone 4 თეთრი დიზაინითაც გამოვიდა, 5S-ს ოქროსფერი დაუმატეს, 6S-ს კი ვარდისფერი.

 

 



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up