როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

access_time2020-04-05 16:00:17

 

ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.

 

პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.

 

მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი რეალობისკენ, რომელიც ეყრდნობა ტექნოლოგიურ რევოლუციას და ინდუსტრიის მიღწევებს. თუმცა, გზა არ იქნება ადვილი.

 

დისტანციური ეკონომიკა

 

პირველ რიგში ცვლილებები დაეტყო ბიზნესს. ათასობით კომპანიას გადაჰყავს თანამშრომელთა დიდი ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე, და ყველასთვის მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ თურმე სახლიდან მუშაობა არაფრით არაა ნაკლებად ეფექტური ვიდრე ოფისიდან.

 

დისტანციური მუშაობის პერსპექტივები წლების მანძილზე იყო ცხარე დებატების საგანი და უცბათ გახდა რეალობა მილიონობით საოფისე თანამშრომლისთვის მთელ მსოფლიოში.

 

სავარაუდოდ, ეს გლობალური და იძულებითი ექსპერიმენტი აღმოჩნდება წარმატებული და  გამოიწვევს შრომის ბაზრის რადიკალურ ცვლილებას და შესაბამისად, ახალ სოციალურ გამოწვევებს.

 

ოფისებში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების მთავარი შედეგი იქნება სახსრების ეკონომია  - შემცირება ხარჯები ფართების ქირაზე, მომსახურე პერსონალზე (მდივნებზე, დაცვაზე, მძღოლებზე, და ა.შ.),  კომუნალურ გადასახადებზე, და ასევე ბიზნესის სტრუქტურის შეცვლა ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურზე.

 

არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ვინ რომელ საათზე მოვა ოფისში, რამდენი ხანი ისარგებლებს შესვენებით და რა აცვია. მნიშვნელობა ექნება მხოლოდ შრომის საბოლოო შედეგებს.

 

ეს გამოიწვევს წარსულის ისეთი ფეტიშებისგან განთავისუფლებას, როგორიცაა სამუშაო კვირა და სამუშაო დღე. თუ შესაძლებელია გადასვლა  ისეთ შრომით ურთიერთობებზე, სადაც მნიშვნელობა აქვს მხოლოდ პროდუქტს, არავის არ აინტერესებს რა დრო დასჭირდება დავალების შესრულებას.

 

ყველაფერთან ერთად ეს არის დიდი შანსი ახალგაზრდა მამების და დედებისთვის  - ბავშვის აღზრდა ამიერიდან არ გამოიწვევს შეფერხებებს კარიერულ ზრდაში.


ვაჭრობა ქირის გარეშე

 


საბოლოო ჯამში ინტერნეტ-ვაჭრობა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლებს ტრადიციულს.

 

პარალელურად მკვეთრად გაიზრდება სახლში მიტანის სერვისი, ის გახდება უფრო მოქნილი და ზუსტი - არავინ არ დათანხმდება შეძენილ პროდუქტს დაელოდოს საათების განმავლობაში.

 

არ იქნება პრობლემა ასევე ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მოზომვის პროცესი -დღეს უკვე მუშავდება შესაბამისი კომპიუტერული პროგრამები.

 

ბოლო წლებში მსხვილი სავაჭრო ქსელები განიხილავდნენ ონლაინ-ვაჭრობას თავის კონკურენტად, თუმცა, ხვალ ისინი აუცილებლად მიხვდებიან, რომ დისტანციური ყიდვა-გაყიდვა არის მათი უპირატესობა მცირე და საშუალო ბიზნესთან ჭიდილში.

 

სავაჭრო ფართებზე და გამყიდველების ნაწილზე ხარჯების ეკონომია შეამცირებს სავაჭრო ქსელების მთლიან დანახარჯებს 20-30%-ით,  იმის გათვალისწინებითაც კი, რომ გაიზრდება მიტანის სამსახურების დაფინანსება.

 

გაზრდის თუ არა ეს მოგებას - იქნება დამოკიდებული კონკურენტულ ბრძოლაზე - დიდი ქსელების მხარეზეა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა რეპუტაცია,  ხარისხის გარანტია, მაღალი ცნობადობა და მომსახურეობის ოპერატიულობა.

 

ახალი მედიცინა და ახალი მორალი

 

პანდემიამ გამოავლინა კაცობრიობის სოლიდარობის მზადყოფნა - ქვეყნებმა და ერებმა გააკეთეს ძალიან რთული და ამავე დროს მნიშვნელოვანი არჩევანი ეკონომიკას და მოხუცი ადამიანების სიცოცხლეების შენარჩუნებას  შორის. ისტორიული თვალსაზრისით ეს არჩევანი არა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საპენსიო სისტემის და საყოველთაო მედიცინის ფორმირება მე-20 საუკუნეში.

 

ადამიანი წარმოადგენს აბსოლიუტურ ფასეულობას, ის არ განისაზღვრება მხოლოდ ადამიანური კაპიტალით, მისი შრომის და ოჯახისთვის შემოსავლის მიღების უნარით. ეს სიტყვები გამოვლინდა მასობრივ საქციელში  - ადამიანებმა უარი თქვეს საკუთარ კეთილდღეობაზე ასაკოვანი ადამიანების გადასარჩენად.

 

ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც კაცობრიობას შეუძლია იამაყოს მშპ-ს ვარდნით  - ეკონომიკა ეწირება რაღაცას ბევრად უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე ფული და მოგება.

 

კორონაკრიზისი მისცემს ძლიერ ბიძგს მედიცინის განვითარებას. დღეს განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვა არის ყოველი ადამიანის პირადი საქმე და პასუხისმგებლობა - ადამიანები თავიანთი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში ყიდულობენ დაზღვევას და შემდეგ მკურნალობენ.


პანდემიით გამოწვეული შოკი სავარაუდოდ გაზრდის საზოგადოების და მთავრობის პასუხისმგებლობას ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საკითხებში. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ციფრული რევოლუცია იძლევა ამის საშუალებას.

 

ადრეული დიაგნოსტიკა, ქრონიკულ დაავადებათა დისტანციური კონტროლი, ონლაინ კონსულტაციების მასობრივი გავრცელება - ყველაფერი ეს გაზრდის სახელმწიფო ჯანდაცვის მნიშვნელობას სადაზღვევოსთან შედარებით.

 

გლობალური განათლება

 

წარმოუდგენელი ცვლილებებია მოსალოდნელი განათლების სისტემაში, რომელიც აღმოჩნდა გლობალური ტრანსფორმაციის წინა ხაზზე. ფაქტიურად რამდენიმე დღეში, მსოფლიოში თითქმის გაჩერდა დასწრებითი სწავლება, თუმცა, სკოლები და უნივერსიტეტები აგრძელებენ მუშაობას ონლაინ რეჟიმში.

 

ისინი ვინც ჯერ ვერ გადავიდნენ  - ემზადებიან ამისთვის. ადამიანები, სადაც არ უნდა იყვნენ, შეძლებენ ჰარვარდის, იელის, ოქსფორდის და სორბონას კურსების გავლას.


კრიზისი დაარტყამს სწავლების უკვე მოძველებულ ფორმებს, ისეთებს, როგორიცაა ლექციები, რომლებიც არ შეცვლილა  XVI–XVII  საუკუნეებიდან. დღეს უკვე ცალსახაა, რომ ონლაინ სწავლება ბევრად უფრო საინტერესოა, და გაცილებით მეტად უწყობს ხელს სტუდენტების მობილიზებას.

 

თუმცა, რა თქმა უნდა, არც უნივერსიტეტები და არც სკოლები არ გაქრებიან სცენიდან - ადამიანი - სოციალური არსებაა და განათლების ხარისხი დიდწილადაა დამოკიდებული საგანმანათლებლო გარემოზე, რომელიც ვერ იქნება მთლიანად ვირტუალური - ლაბორატორიებს,  მეცნიერულ სამუშაოს და ექსპერიმენტებს, ერთად მუშაობის უნარ-ჩვევებს, ასევე სპორტულ და კულტურულ აქტიურობას ვერ შეცვლის ვერანაირი დისტანციური სწავლება.

 

ახალი ტექნოლოგიების წყალობით განათლება გახდება ნაკლებად ფორმალური და უფრო პრაქტიკულ შედეგზე გათვლილი. სასწავლო კონტენტის შედგენაში მიიღებენ მონაწილეობას IT-გიგანტები, სასწავლო პროდუქტები დაკარგავენ აკადემიურობას, ხოლო სახელმძღვანელოებს შეცვლიან ციფრული ინტერაქტიული კომპლექსები.

 

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი მკვეთრად შეამცირებს სატრანსპორტო დანახარჯებს, სულ უფრო ნაკლები ადამიანი ივლის სამსახურში, სკოლაში, ან უნივერსიტეტში, გაქრება საგზაო საცობები, მკვეთრად შემცირდება სატრანსპორტო დანახარჯები, შესაბამისად, გაიაფდება ნავთობი და გაზი.

 

საბოლოოდ, როდესაც კორონა-კრიზისი გადაივლის, სამყარო ჩვენ ირგვლივ იქნება სულ სხვანაირი.

 

RBC

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up