როგორ შეცვლის ცუკერბერგი სამყაროს

როგორ შეცვლის ცუკერბერგი სამყაროს

access_time2021-06-20 18:00:32

1.რევოლუცია ფინანსებში

2019 წლის 18 ივნისს ცუკერბერგმა კრიპტოვალუტების ბაზაზე შექმნილი საგადამხდელო სისტემა Libra წარადგინა.

 

„Libra“-ს მისია - მარტივი ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნაა, რომელიც მილიარდობით ადამიანის შესაძლებლობებს გაზრდის. ჩვენ ვცდილობთ მივცეთ ადამიანებს ფულის

WhatsApp-ით  და  Messenger-ით გადაგზავნის საშუალება, ისევე, მაგალითად, როგორც მომხარებლები სურათებს აზიარებენ“, - განაცხადა მან.

 

2. საბავშვო Instagram

 

2021 წლის მარტში ცუკერბერგმა განაცხადა, რომ 13 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის
Instagram-ის ახალი ვერსიაზე მუშაობს.

 

„ჩვენ ვცდილობთ საბავშვო ნაწილი მშობლების Instagram-ის ნაწილად ვაქციოთ იმისთვის, რომ მათ შვილების სისტემები უკეთესად აკონტროლონ. ბავშვებს მეგობრებთან ურთიერთობების და ახალი გატაცებების გაჩენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა ცუკერბეგრბა.

 

ამ ინიციატივას ბევრი მოწინაამღდეგე ჰყავს  - საბავშვო Instagram-ის  შექმნის იდეა რამდენიმე უფლებადაცვითმა ორგანიზაცია და აშშ-ს 44 პროკურორმა გააპროტესტა.


 

3. ინტერნეტი - ყველა ოჯახში

 

2021 წელს Facebook-მა განაცხადა რომ  ოკეანის ფსკერზე  2 წყალქვეშა ოპტიკურ სადენს გაიყვანს, რომელიც ერთმანეთთან ჩრდილოეთ ამერიკას, სინგაპურს და ინდონეზიას დააკავშირებს. ეს პროექტი ინტერნეტთან წვდომას სხვადასხვა ქვეყნებში მნიშვნელოვად გააუმჯობესებს.

 

პროექტში ასევე ჩართულია Google.

 

4. სუპერ-აპლიკაციები

2021 წლის მაისში  WhatsApp-ით სარგებლობის ახალი წესები ამუშავდა - მომხმარებლების პირადი მონაცემები Facebook-ში მათი ჩვევების და პრიორიტეტების ანალიზისთვის გადაიგზავნება.

 

ცუკერბერგი გეგმავს WhatsApp-ის ბაზაზე სუპერ-სისტემს შექმნას, რომელშიც მესენჯერის, სოციალური ქსელის, საგადამხდელო საშუალების, პირადობის დამადასტურებლის, მედიარედაქტორის და სხვა ფუნქციები შეთავსდება.

 

5. აუდიო-სერვისი

2021 წელს ცუკერბერგი აამუშავებს ხმოვანი ურთერთობის სერვის Live Audio Rooms-ს, რომელიც უკვე არსებული Clubhouse-ის კონკურენტი იქნება.

 

6. დამატებითი რეალობა - ყოველდღიურად

ცუკერბერგის მორიგი სიახლე დამატებითი რეალობის სათვალეები იქნება. პროექტის საბოლოო მიზანია ისეთი სათვალეების შექმნა, რომლებიც ადამიანს სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერ ადგილას ყოფნის საშუალებას მისცემს.

 

მისი აზრით, დამატებითი რეალობის ტექნოლოგია ეკონომიკაში სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის. თუმცა,  სამუშაო ამ მიმართულებით ჯერ საწყის სტადიაშია.

 

7. ჭკვიანი საათები

2022 წელს Facebook პირველ ჭკვიან საათებს გამოუშვებს. ახალი პროდუქტით შესაძლებელი იქნება წერილების გაგზავნა, ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, სხვადასხვა კომპანიების სერვისებთან მიერთება, ვიდეკავშირის დამყარება, სურათების და ვიდეოს გადაღება, და ზოგადად, სმარტფონის ნაცვლად გამოყენება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up