როგორ შეცვალა უმუშევართა სტატისტიკა კვლევის ახალმა მეთოდოლგიამ - გოგიტა თოდრაძის შეფასება

როგორ შეცვალა უმუშევართა სტატისტიკა კვლევის ახალმა მეთოდოლგიამ - გოგიტა თოდრაძის შეფასება

access_time2021-01-19 16:40:00

„ახლაც და მანამდეც, ჩვენ ვეფუძნებოდით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას“ - „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დასაქმებულთა და უმუშევართა სტატისტიკის კვლევის ახალ მეთოდოლოგიაზე „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ ისაუბრა.



გოგიტა თოდრაძის თქმით, ახალი სტანდარტი ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას და სამუშაო ძალის ინდიკატორების წარმოებას.



„ახალი სტანდარტის მიხედვით დასაქმებულად აღარ ჩაითვლება საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირი, რომელიც თავისივე წარმოებულ პროდუქციას მოიხმარს საკუთრი მიზნებისთვის და არ არის ის ბაზარზე ორიენტირებული. ამ მეთოდოოგიური ხასიათის ცვლილებამ გამოიწვია ძირეული ცვლილებები დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკაში. კერძოდ, თუ 50%-ის ფარგლებში იყო თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა რაოდენობაში, ახლა ის 30%-მდე შემცირდა. ანუ დაახლოებით 483 000 თვითდასაქმებული გადაკვალიფიცირდა სხვა კატეგორიაში,“ - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.



მისივე თქმით, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი. კერძოდ: თუ პირი, ახალი სტანდარტის მიხედვით აღარ ითვლება თვითდასაქმებულად, ეს არ ნიშნავს რომ ავტომატურად უმუშევარია. ამასთან, თოდრაძის თქმით, მეთოდოლოგიას, რომელსაც აქამდე გაანგარიშებისას იყენებდა „საქსტატი“, მიღებული იყო 1982 წელს.





„რაც შეეხება ახალ სტანდარტს, აღნიშნული სტანდარტი დანერგილია ევროკავშირის გარდა სულ რამდენიმე ქვეყანაში. მათ შორისაა აშშ, კანადა, იაპონია. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ახალი სტანდარტი დაინერგა. ამ სტანდარტის დანერგვა უზრუნველყოფს, რათა მაქსიმალურად რეალური სურათი დავინახოთ და განვსაზღვროთ, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში დასაქმებულთა და უმუშევართა კუთხით,“ - განაცხადა თოდრაძემ.




business-partner.ge











„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up