როგორ შეაფასეს ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში თბილისში

როგორ შეაფასეს ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში თბილისში

access_time2019-03-14 21:30:54

საქართველო ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა. ალიანსი ეხმარება საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე, განაგრძობს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, ნატო ერთგულია 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ალიანსის წევრი - ეს ნაწყვეტია საქართველოს შესახებ გენმდივნის 2018 წლის ანგარიშიდან.


იენს სტოლტენბერგმა "ქრონიკის" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება თბილისში ვიზიტს. კომენტარი გააკეთა ალექსანდრე მაისურაძემაც.


"საქართველო არის ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი და ასპირანტი სახელმწიფო, რომელიც თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ახორციელებს რეფორმებს, რათა გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო. ეს მთავარი გზავნილია და ქვეტექსტი იმ განცხადებების, რომლებიც დღეს ნატოში გაკეთდა. ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, პრაქტიკული მხარდაჭერის მიმდინარეობაზე, ჩამოთვლილია ყველა კონკრეტული მიმართულება და პროექტი, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში მიმდინარეობს. ეს არის კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილი და დადებითი შეფასება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესისადმი,- განუცხადა "ქრონიკას" ნატოში საქართველოს წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ.

მაისურაძემ ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებზეც ილაპარაკა.



"ერთ კვირაში იწყება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები იწყება. ეს მნიშვნელოვანია იმით, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივ ღონისძიებათა პაკეტი არის ქმედითუნარიანი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის მიერ მოხდა როგორც პროცესის დაგეგმვა, ასევე მოხდება პროცესის განხორციელება. ეს არის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ნატოსგან მიუღია. დროის საკმაოდ მჭიდრო და შეზღუდულ მონაკვეთში საქართველოს ესტუმრება ნატოს გენერალური მდივანი და სამხედრო კომიტეტი , რომელსაც უხელმძღვანელებს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე. ეს არის კიდევ ერთი მძლავრი გზავნილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად,"- თქვა მაისურაძემ.


ნატოს გენერალური მდივნის ანგარიშს გამოხმაურება მოჰყვა თბილისში. დოკუმენტი თავდაცვის მინისტრმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ შეაფასეს. მათი თქმით, იენს სტოლტენბერგის განცხადება არის საქართველოს უპირობო მხარდაჭერა და პასუხი ოპონენტთა უსაფუძვლო ბრალდებებზე. 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მარტის ბოლოს ეწვევა.



imedinews.ge




22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up