როგორ მუშაობს მამუკა ბახტაძის დაფუძნებული „ახალგაზრდობის სააგენტო“, რომელიც  სამ წელიწადში 14 მილიონი ლარით დაფინანსდა

როგორ მუშაობს მამუკა ბახტაძის დაფუძნებული „ახალგაზრდობის სააგენტო“, რომელიც სამ წელიწადში 14 მილიონი ლარით დაფინანსდა

access_time2020-10-13 15:30:46

მაშინ, როდესაც პარლამენტის წინ 3-თვიანი უწყვეტი ახალგაზრდული პროტესტი მიმდინარეობდა, 2019 წლის 26 აგვისტოს, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტო” თავიდან დააფუძნა და პროტესტს ალტერნატიული ახალგაზრდული მოძრაობით უპასუხა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტქტორი“ დაინტერესდა, როგორ და რაზე იხარჯება საბიუჯეტო სახსრები.

 

„ფლანგვის დეტქტორის“ მიერ მომზადებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ „ახალგაზრდობის სააგენტო“ 2018-2019 წლებშიც არსებობდა, თუმცა ის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში  იყო, მამუკა ბახტაძემ კი სსიპ-ის თავიდან დაფუძნებით ის პირდაპირ მთავრობას დაუქვემდებარა. ახალგაზრდობის სააგენტო სამი წლის განმავლობაში (2018, 2019 და 2020 წლებში) 14,004,200 მილიონი ლარით დაფინანსდა. მათი ინფორმაციით სააგენტოს ხელმძღვანელად პრემიერ მინისტრმა თავისი ყოფილი მრჩეველი ახალგაზრდობის საკითხებში, რევაზ ჩარკვიანი დანიშნა. რევაზ ჩარკვიანის 2019 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის 2018 წელს შტატგარეშედ მუშაობდა შსს-ს მომსახურების სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, საიდანაც ჯამში 21,848 ლარი აქვს მიღებული. უცნობია, აგრძელებს თუ არა მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროში რევაზ ჩარკვიანი. ამის გასარკვევად ჩვენ „ახალგაზრდობის სააგენტოში“ სამუშაო დროს რამდენჯერმე დავრეკეთ, თუმცა არავინ გვიპასუხა.

 

საბიუჯეტო ერთეულის ერთ-ერთი ფუნქცია „ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვაა“, სხვა ფორმალური ფუნქციები კი მოიცავს: ახალგაზრდული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას, სტუდენტური თვითმმართველობებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებას, აგრეთვე „ახალგაზრდობის ადვოკატირებას ეროვნულ, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე“.

 

მონიტორინგის შედეგად  „ფლანგვის დეტქტორში“ გაარკვიეს, რომ “ახალგაზრდობის სააგენტოს” დაფინანსება და დასაქმებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება, თუმცა უმნიშვნელოდ მაინც იზრდება სახელფასო ბიუჯეტი.



2018 წელი - 5,076,700 მილიონი ლარი - 50 დასაქმებული - 747,800 ლარი სახელფასო ბიუჯეტი

2019 წელი - 5,427,500 მილიონი ლარი - 48 დასაქმებული - 724,700 ლარი სახელფასო ბიუჯეტი

2020 წელი - 3,500,000 მილიონი ლარი - 44 დასაქმებული - 753,000 ლარი სახელფასო ბიუჯეტი

 

არსამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მეორედ დაფუძნებიდან დღემდე 13 პროექტი აქვს განხორციელებული, მათგან უმეტესობა ტრენინგები და ლექციებია, ასევე არის „ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა“, რომელიც 10 ივნისიდან 29 ივნისამდე მიმდინარეობდა, თუმცა რა დადგინდა ჩატარებული კვლევებით ცნობილი არ არის. პროექტებში შედის „ახალგაზდულ მრჩეველთა საბჭოს“ წევრების მიღების კონკურსიც, რომელიც 23 ადამიანისგან დაკომპლექტდა და საბჭოს მიზნად პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების უფრო მეტი ჩართულობა განისაზღვრა. საგულისხმოა, რომ მრჩეველთა საბჭოს მიზნები ზუსტად იმეორებს იმ მიზნებს, რის გამოც თვითონ სააგენტო მეორედ დაფუძნდა.


როგორც კვლევაში წერია, სააგენტომ ამ პერიოდში გამოაცხადა “მილიონიანი ფონდი საგარანტო კონკურსისთვის”, რისი მიზანიც ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროექტების დაფინანსება იყო. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, თავდაპირველად, განსაზღვრული იყო საქართველოს 10 რეგიონიდან 20-დან 30-მდე ახალგაზრდული ორგანიზაციის დაფინანსება, თუმცა 10 აგვისტოს გამოცხადებული შედეგების თანახმად დაფინანსდა მხოლოდ 14 პროექტი. უცნობია, რამდენი ლარით დაფინანსდა თითოეული პროექტი.

 





„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-03-05 15:00:36
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფორმატით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო და დეველოპერულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს, რომელთა უმეტესობა წლების მანძილზე დაგროვდა და სახელმწიფოს დროულ რეაგირებას საჭიროებს. როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სექტორს სახელმწიფო სტრუქტურებში არ ჰყავს ერთი პირდაპირი კურატორი, რომელიც მოისმენს მათ წინაშე არსებულ...

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ - World Class

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ -  World Class
access_time2021-03-05 17:30:20
თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, ფიტნეს დარბაზები გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე თებერვლის ბოლო კვირაში მიიღეს. World Class-მა გახნის დღისთვის მზადება უკვე დაიწყო. პრემიუმ კლასის ფიტნეს ცენტრის შემადგენლობაში საუნაც შედის, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება შესვლის საშუალება. ხოლო პირბადის ტარება სავალდებულო წინა გახსნის დროსაც იყო, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ზონებში. „დავიწყეთ...

ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკით საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ მოხვდები - პაატა ღაძაძე

ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკით საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ მოხვდები - პაატა ღაძაძე
access_time2021-03-05 15:30:42
ქვეყანაში, როდესაც ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკაა, საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ ხვდები, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ განუცხადა. „მიუხედავად ამისა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქვეყნის ეპიდემიოლოგიური ვითარება დრამატულად ცუდი არ არის. სახელმწიფოს მხრიდან ცეცხლის ჩამქრობ ვითარებაში ყოფნა და მართვა აღარ არის ადეკვატური, აღარ მუშაობს. დღეს მუშაობს სისტემური მიდგომა, წინასწარი ლოჯისტიკური მომზადება, არამარტო...


მსგავსი სიახლეები

up