როგორ მუშაობს ერთი ფანჯრის პრინციპი მსოფლიოში - საქართველოს ხელისუფლება ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნაზე მუშაობს

როგორ მუშაობს ერთი ფანჯრის პრინციპი მსოფლიოში - საქართველოს ხელისუფლება ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნაზე მუშაობს

person access_time2016-02-18 10:04:04

ხელისუფლების მხრიდან ბიზნესისთვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპის შეთავაზება ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივების ყველაზე იოლი და ყველაზე სწრაფად აღსრულებადი საშუალებაა – ასე აფასებს პრემიერმინისტრის ინიციატივას ბიზნესომბუდსმენი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია. 


აღნიშნული პრინციპის დანერგვისადმი დადებითი მოლოდინებია ბიზნესშიც – ლაშა პაპაშვილის განცხადებით, როგორც ერთი ფანჯრის პრინციპით კერძო პირებისთვის მომსახურების ცენტრებია გახსნილი, იგივე უნდა მოხდეს ბიზნესისთვისაც.


როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ბიზნესასოციაციასთან“ შეხვედრაზე განაცხადა, კომპანიებისთვის აბსოლუტურად ყველა სერვისის მიწოდება ერთი ფანჯრის პრინციპით უნდა მოხდეს იმისთვის, რომ მათ სხვადასხვა სამინისტროში სიარული აღარ მოუწიოთ.

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ ერთი ფანჯრის პრინციპში როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ სივრცესაც გულისხმობს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს დაახლოებით ისე უნდა მოხდეს, როგორც ფიზიკური პირებისთვის იუსტიციის სახლშია, სადაც ბევრი დოკუმენტის მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, კონკრეტულად რას გულისხმობს ერთი ფანჯრის პრინციპი და როგორ მუშაობს ის მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. როგორც გავარკვიეთ, ამ სისტემის ძირითადი მიზანი მატერიალური და დროის რესურსის დაზოგვაა, როგორც ხელისუფლების, ისე კომპანიების მხრიდან.

 

ეს პრინციპი საშუალებას იძლევა კომპანიებმა შეაგროვონ შესაბამისი დოკუმენტაცია ერთ კონკრეტულ ადგილზე. ასეთი დოკუმენტებია  საბაჟო დეკლარაციები, აპლიკაციები იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისთვის, ასევე ისეთი დოკუმენტებისა და სერთიფიკატების აღება, როგორიცაა ადგილწარმოშობის სერთიფიკატები და სავაჭრო ინვოისები.

 

როგორც „გაეროს ვაჭრობის გამარტივებისა და ელექტრონული ბიზნესის  ცენტრის“ მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, ბევრ ქვეყანაში კომპანიებს იმპორტისა და ექსპორტისთვის უწევთ უამრავი ინფორმაციის მოგროვება ხელისუფლების სხვადასხვა უწყების მხრიდან.


„ეს ინფორმაცია და დოკუმენტაცია ხშირად მოიპოვება სხვადასხვა სააგენტოებიდან, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი სპეციფიური სისტემა და განაცხადის ფორმა. სწორედ ეს უქმნის ხშირ შემთხვევაში პრობლემას როგორც ბიზნესს, ისე ხელისუფლებას. ერთი ფანჯრის პრინციპი არის სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის გზა. მას შეუძლია გაზარდოს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და გაამარტივოს ინფორმაციის გაცვლა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. ეს კი ერთიანი სისტემის შექმნით არის შესაძლებელი“,- აღნიშნულია კვლევაში, რომელშიც რამდენიმე ქვეყანაში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაზეა საუბარი.

აქვე ნათქვამია, რომ ამ პრინციპის ერთი ჩამოყალიბებული მოდელი არ არსებობს. მისი დაფინანსება შეიძლება ხდებოდეს სახელმწიფოს მიერ, ბიზნესის მიერ, ან ორივეს თანადაფინანსებით. ასევე ამ პრინციპის გამოყენება ზოგიერთ ქვეყანაში სავალდებულოა, ზოგიერთში კი არასავალდებულო.


კვლევაში მოტანილია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი. მაგალითად ფინეთში, 1990-იან წლებში გემს ფინურ პორტში შესასვლელად 7 განსხვავებული ფორმის დოკუმენტი უნდა შეევსო. თითოეული დოკუმენტის შინაარსის 80%-90% ერთნაირი იყო. დოკუმენტები შეიცავდნენ ინფორმაციას გემის იდენტიფიკაციის შესახებ, პორტში შესვლის სავარაუდო დროის შესახებ, სატვირთო და სახიფათო ტვირთების შესახებ და ა.შ.


კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ამ პროცესის დასრულებას საკმაოდ დიდი შრომა ხმარდებოდა. ფინეთის ხელისუფლებამ კი დაინახა, რომ ამაში ძალიან დიდი რესურსი იხარჯებოდა. ამის შემდეგ მათი მთავარი ამოცანა გახდა ერთი კონკრეტული დოკუმენტის ფორმის შექმნა, რომელსაც  პორტში გემების შემოსვლისას გამოიყენებდნენ.


შედეგად ჩამოყალიბდა სისტემა, Port net-ი, რომლის მეშვეობითაც გემის წარმომადგენლები ნებისმიერი სახის ინფორმაციას აწვდიან პორტებს, როგორც ელექტრონულად, ასევე ჩვეულებრივი გზით.


კვლევის მიხედვით, ერთი ფანჯრის პრინციპი წარმატებულად მუშაობს გვატემალაშიც. აქ ერთი ფანჯრის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის მიღებასა და გაცემას შემდეგ საკითხებზე: სტატისტიკა, საექსპორტო დოკუმენტაცია, სემინარები და ტრენინგ კურსები, ონლაინ გადახდები ექსპორტიორებისთვის, ინფორმაცია გვატემალასა და სხვადასხვა ქვეყანას შორის გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებების  შესახებ.


აშშ-ში კი ჩამოყალიბებულია სპეციალური სისტემა ITDS, რომელიც ერთიანი ელექტრონული ინტერფეისია და მოიცავს ყველანაირ ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტოების შესახებ. აქ განთავსებული ცნობები მოიცავს ინფორმაციას წინასწარი კვლევისა და საქონლის განთავსების შესახებ, ასევე გადასახადების, ვალდებულებების თაობაზე. ამ შემთხვევაში სისტემა კომპანიების რეგისტრაციას არ ითვალისწინებს. თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც კომპანიების რეგისტრაციაც ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება.


რაც შეეხება საქართველოს, დეტალები რეფორმის შესახებ ცნობილი არ არის. პრემიერმა ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შეიქმნება მთავრობის ერთიანი ფრონტ-ოფისი, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება.

 

ერთი ფანჯრის პრინციპი, სავარაუდოდ, შეამცირებს იმ ბიუროკრატიულ ბარიერებს, რაც დღეს ბიზნესს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში ექმნება. კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ბიუროკრატიას ასახელებენ. ამის შესახებ „კომერსანტთან“ მათ არაერთხელ უსაუბრიათ.

 




გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

თბილისის ზღვის კლუბი გაიხსნა

თბილისის ზღვის კლუბი  გაიხსნა
access_time2020-05-29 15:30:35
„თბილისის ზღვის კლუბი“ გაიხსნა და მსურველებს უკვე მასპინძლობს-ამის შესახებ „კომერსანტს“ კლუბის ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით,არსებული რეგულაციის შედეგად, სტუმრებს აუზით სარგებლობა ჯერ არ შეუძლიათ. დაშვებულია მხოლოდ ზღვაში შესვლა და წყლის საშხაპეებით სარგებლობა.    კითხვაზე, არის თუ არა აქტივობა და დატვირთულია თუ არა ტერიტორია  სტუმრებით,...

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა
access_time2020-05-29 14:00:00
„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის და სახეზე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება“, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი მშპ-ს 16.6%-იანი კლება. ეკონომისტის შეფასებით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება,...


მსგავსი სიახლეები

up