როგორ მოწმდება კლინიკები და ფარმაცევტული ობიექტები - რეგულირების სააგენტოს მანდატი

როგორ მოწმდება კლინიკები და ფარმაცევტული ობიექტები - რეგულირების სააგენტოს მანდატი

access_time2021-05-04 17:30:00

როგორ ამოწმებს კლინიკებსა და ფარმაცევტულ ობიექტებს რეგულირების სააგენტო, რომლის მანდატის გაფართოება უკვე ჯანდაცვის მინისტრმა დაანონსა - ამ საკითხთან დაკავშირებით “ბიზნესპარტნიორი“ ფარმაცევტული და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს ზაალ კაპანაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, კლინიკებს სანებართვო და სალიცენზიო მოთხოვნები აქვთ, რომელიც ბევრ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის ინფრასტრუქტურულ, ხარისხობრივ შემადგენელს.

“სანებართვო მოთხოვნების შემოწმებისას ჯგუფი მიდის კლინიკაში და დეტალურად გადის ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც კლინიკის საქმიანობისთვის აუცილებელია. ამის პარალელურად ხდება კონტროლი, რამდენად დაცულია ინფექციის გავრცელების წყარო, რაც დღევანდელ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით პანდემიის დროს რეგულირების სააგენტომ აქტიურად იმუშავა ამ მიმართულებით. ჩვენ გვქონდა ჰიბრიდული ტიპის კლინიკები, სადაც კოვიდპაციენტების პარალელურად, სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებიც მკურნალობენ, მიმდინარეობდა კონტროლი, სივრცობრივი კვეთები რომ არ ყოფილიყო,“ - აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.

მისი განცხადებით, სანებართვო და სალიცენზიო პირობების შემოწმების გარდა, რეგულირების სააგენტო პაციენტების მიმართვის საფუძველზეც რეაგირებს.

“თუ პაციენტის მიმართ სამედიცინო მომსახურების კუთხით რაიმე პრობლემა იჩენს ხოლმე თავს, ამ შემთხვევაში რეგულირების სააგენტო კონკრეტულ საქმეებს განიხილავს - პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება რამდენად იყო ჩამჯდარი იმ საერთო საექიმო საქმიანობის, იმ პროტოკოლით გათვალისწინებულ მოთხოვნაში, რომელიც უნდა ჩატარებულიყო. ეს უშუალოდ კლინიკის შემოწმებას არ მოიცავს, თუმცა ერთგვარი ინდიკატორია კლინიკის ხარისხობრივი შემადგენელის“, - განაცხადა ზაალ კაპანაძემ.


რაც შეეხება ფარმაცევტულ ობიექტებს, ზაალ კაპანაძის განცხადებით, შემოწმება წამლის ვადიანობას, მის უსაფრთხოდ განთავსებას ეხება.

“როდესაც წამალს ბაზარზე დაუშვებ, მას სჭირდება ტრანსპორტირება, შემდეგ უკვე მისი განთავსება ხდება სააფთიაქო ქსელში, რეალიზაციის მიზნით. მას აქვს თავისი პირობები. საკვების მსგავსად, წამალსაც აქვს ვადები, შენახვის და დასაწყობების პირობები. სააგენტოს თანამშრომლები შედიან, ნახულობენ რამდენად დაცულია აფთიაქის მოწყობისათვის საჭირო პირობები, ის მედიკამენტოზური საშუალებები, რომელიც ინახება აფთიაქში, რამდენად აკმაყოფილებენ შენახვის პირობებს და მოთხოვნებს, ასევე რამდენად დაცულია ვადიანობის ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება მოქალაქეს მიეწოდოს არაშესაბამის პირობებში დაცული მედიკამენტი, ან იყოს ვადაგასული“ ,- განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. გაფართოვდება რეგულირების სააგენტოს მანდატი, რომელიც კლინიკებსა და ფარმაცევტულ ობიექტებს ინტენსიურად შეამოწმებს.

business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up