როგორ მოვხვდეთ მსოფლიოს სახელგანთქმულ რესტორნებში?

როგორ მოვხვდეთ მსოფლიოს სახელგანთქმულ რესტორნებში?

person access_time2016-04-08 17:17:01

ესპანელმა შეფ-მზარეულმა ფერან ადრიანმა თავის ძმასთან ერთად 2011 წელს გახსნა რესტორანი Tickets. ოფიციალური საიტიდან იქ მაგიდის დაჯავშნისას ვნახავთ, რომ აპრილსა და მაისში რესტორანი მთლიანად დაკავებულია. საიტზევე არის მითითება : „ ყოველდღე 00:00 საათზე ჩვენ ვხსნით ერთდღიან ჩაწერას, ორი თვით ადრე მაგიდის დაჯავშნისთვის.“

რესტორან Damon Baehrel ერლტონში, ნიუ-იორკის შტატში, 2014 წლის აპრილიდან აღარ მოქმედებს მაგიდების დაჯავშნის სერვისი.
CNN-ის ინფორმაციით ამ რესტორანში ყველა მაგიდა დაჯავშნილია 2025 წლამდე.

სახელგანთქმული რესტორნის El Celler De Can Roca ოფიციალურ საიტზე მაგიდების წინასწარ დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ ყოველი თვის პირველ რიცხვში ,ზუსტად შუაღამეს.
მოსკოვის გრანდ კაფეზე Dr. Живаго ლეგენდები დადის - აქ მაგიდა სულ ცოტა 2 კვირით ადრე მაინც უნდა დაჯავშნო.

ასეთი რთულია მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების სტუმრობა , ამიტომაც ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ მოვხვდეთ სასურველ რესტორანში.


დაელოდეთ, სანამ ჩაცხრება აჟიოტაჟი.


„ტრადიციულად, ყველაზე მოთხოვნადი არის ახალი პროექტები - ამბობს კონსიერჟ-კლუბის Quintessentially Russia განვითარების დირექტორი კირილ რიაბკოვი. – მაგალითად, ჩვენ კლიენტებს შორის მოსკოვში სავახშმოდ ყველაზე პოპულარული რესტორნები არის „ვორონეჟიი“ , „კუტუზოვსკი5“, „სიროვარნია“. სასადილოდ კი, - „ჩინური სწავლება“, „ვალენოკი“, „სევერიანე“.“  „ჩვეულებრივ, ყველა მიდის ახლაგახსნილ,პოპულარულ ადგილებში, რის გამოც რთულია, მსგავს რესტორნებში მოხვედრა, მით უმეტეს, „საყოველთაო აჟიოტაჟის“ დროს.- თვლის Anatoly Komm for Raff House -ის პრ.დირექტორი იულია ზვერევა, რომელსაც, თანამდებობა ავალდებულებს ესტუმროს ევროპულ რესტორნებს. –„ რამდენიმე წლის წინ მე ვერ მოვახერხე მაგიდის დაჯავშნა შანხაის რესტორანში Ultraviolet by Paul Pairet, კონსიერჟ-მომსახურების დახმარებითაც - კი. მაშინ ის იყო ახალი გახსნილი და ძალიან მოთხოვნადი.

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი.


ცნობილ ევროპულ რესტორნებში მოხვედრა ძალიან რთულია,ნაცნობის დახმარების გარეშე.
ასეთ ადგილებში მაგიდის დაჯავშნა 3-4 თვით ადრე მაინც უნდა მოახერხოთ. „ მე ვცდილობ ევროპის რესტორნებში მაგიდა 1 კვირით ან 10 დღით ადრე დავჯავშნო, მოგზაურობამდე, თუ საქმე არ ეხება ისეთ ადგილებს, როგორიც კოპენჰაგენის „გერნიუმია“, - ყვება სააგენტო „სარესტორნო ინიციატივების ბიუროს“ დამფუძნებელი სერგეი ივანოვი. - სხვათა შორის, თუ თქვენთვის სასურველ დღეს მაგიდა ვერ დაჯავშნეთ, არ თქვათ უარი რიგირ ფურცელში ადგილის დაკავებაზე. მახსენდება ერთი შემთხვევა, როდესაც ერთერთ რესტორანში მე ჩავეწერე კლიენტთა რიგის სიაში და გადმომირეკეს გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე დამირეკეს და შემატყობინეს რომ გათავისუფლდა მაგიდა.“



გამოიყენეთ დაჯავშნისა და კონსიერჟ-სერვისები.


ბევრ ქვეყანაში მოქმედებს მაგიდების დაჯავშნის სისტემები. ასეთებია : OpenTable - ინგლისში და აშშ-ში, TableOnline ფინეთში,  menu.ru - რუსეთში.  ბევრი რესტორანისთვის პრიორიტეტულია სხვადასხვა კონსიერჟ -სერვისების კლიენტები. „ უმეტეს წილად, მაგიდის დაჯავშნას ვცდილობ რესტორნის ოფიციალური საიტიდან. კონსიერჟ მომსახურებით იშვიათად ვსარგებლობ, - ამბობს რუსი მაღალჩინოსანი სერგეი ივანოვი. - თუმცა რამდენჯერმე სწორედ სასტუმროს კონსიერჟ-სერვისის გამოყენებით მოვახერხე მაგიდის დაბრონვა. მაგალითად, ერთხელ საფრანგეთის ქალაქ ნიმში, გადავწყვიტე მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში წასვლა და ვეცადე მაგიდის დაჯავშნას ოფიციალური საიტიდან, თუმცა უარყოფითი პასუხი მივიღე. სწორედ მაშინ მივმართე სასტუმროს მომსახურებას და მათ მოახერხეს ჯავშნის გაკეთება.“ თუმცა არც კონსიერჟ-სამსახური არის ყოვლისშემძლე, თუ საქმე ეხება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ რესტორნებს,“როგორიცაა, მაგალითად - Noma,რომელსაც მაგიდების დაჯავშნის ღია, ყველასთვის ხელმისაწვდომი სისტემა აქვს, - ამბობს კირილ რიაბკოვი. -ამიტომაც, მაგიდის დაჯავშნა ჩვენთვის სასურველ დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუმცა შარშან შემოდგომაზე, ჩვენ მოვახერხეთ მაგიდის დაჯავშნა 5 კაცზე.

 მაგიდის დაჯავშნისთვის გამოიყენეთ კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებები.



„როდესაც, გავლით ვიყავი მალმაში, გავიგე რომ ქალაქიდან 20 კილომეტრში არის რესტორანი, რომელიც 2014 წელს აღიარებულია საუკეთესო ფერმერულ რესტორნად შვედეთში, - ყვება სერგეი ივანოვი. - რესტორნის საიტიდან ვეცადე მაგიდის დაჯავშნას, მაგრამ  უარი მივიღე . მერე შევედი ამ დაწესებულების ფეისბუქ გვერდზე, პოსტების მიხედვით გავედი მფლობელზე და პირადად მივწერე . მეპატრონემ მიპასუხა, რომ თუ ერთი საათი მეყოფოდა , ისინი აუცილებლად გამომიყოფდნენ რესტორანში მაგიდას, კონკრეტულ დროს. ასე რომ, ჯავშნის გაკეთება სოც.ქსელების საშულებითაც შეიძლება გაკეთდეს, პირადი მიმოწერის დახმარებით.“


არ გაუშვათ ხელიდან „ბედნიერების“ საათები.


ბევრ რესტორანში, მათ შორის, ევროპულ რესტორნებში , არის ისეთი დღეები და საათები, როდესაც შესაძლებელია ნაცნობის დახმარებისა და სირთულეების გარეშე ესტუმრო სასურველ დაწესებულებას.  „როდესაც, არ არის „პიკის საათი“ შესაძლებელია „მიშლენის“ ვარსკვლავის მქონე რესტორანში მოახერხოთ შესვლა. მაგალითად, თუ ზუსტად სადილის დროის დამთავრებისას მიხვალთ,- ამბობს იულია ზვერევა. -ბევრი რამაა დამოკიდებული ლოკაციაზე . თუ რესტორანი მდებარეობს ქალაქის ხალხმრავალ რაიონში , თითქმის შეუძლებელია მასში დაუგეგმავად, მოახერხოთ შესვლა, ხოლო თუ ის მდებარეობს ქალაქის ნაკლებად ხმაურიან ნაწილში, შანსი მეტი გაქვთ.“

გარისკეთ.

 


ზოგჯერ იღბალი უღიმის მათ, ვინც იმდენად აფასებს გამორჩეულ კულინარიას, რომ მზად არის რესტორანში ნებისმიერი გზით შევიდეს. „ მახსოვს,ერთხელ მილანში ყოფნისას, ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, წავსულიყავი „არმანი ნობუში“,- ყვება სერგეი ივანოვი. - იმის გათვალისწინებით, რომ აქ ყველაზე მოდური ღონისძიებები იმართება, პარასკევს, შაბათს და კვირას ძალიან ძნელია მაგიდის დაჯავშნა. მე წინასწარ დავრეკე რესტორნის ადმინისტრაციაში სოც.ქსელის საშუალებითაც დავუკავშირდი მათ , მაგრამ პასუხი უარყოფითი იყო. მე გადავწყვიტე გამერისკა და მივსულიყავი პირდაპირ ქუჩიდან. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემთვის გამონახეს მაგიდა. მართალია ის გასავლელთან ახლოს იყო და ამის გამო არც ისე კომფორტული, თუმცა მე ძალიან სასიამოვნოდ ვივახშმე. მეტიც - თვით ჯორჯო არმანიც კი ვნახე, რომელიც რამდენიმე წუთით მოვიდა და მითითებები მისცა ადმინისტრაციას.“



თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში
access_time2021-08-03 11:06:09
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდაკორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 % ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი...


მსგავსი სიახლეები

up