ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში

ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში

access_time2020-10-22 10:00:37

„შეიარაღებული მძარცველი ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნის,  საქართველოს ერთერთ ბანკში შეიჭრა“ – Newstimes.com „მძარცველმა საქართველოს დასავლეთ ქალაქში 20-ამდე მძევალი აიყვანა და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს“- Euronews.com “ქალაქ ზუგდიდში სპეცოპერაცია გრძელდება, თავდამსხმელმა ბანკის შენობა დატოვა“ – Garda.com


ამ და სხვა მსგავსი სათაურებით არამარტო ქართული, არამედ უცხოური მედია საათობრივად აახლებდა ინფორმაციას გუშინ ზუგდიდის საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლების გათავისუფლების ოპერაციაზე. 

ქვეყანაში წლის ერთერთი ყველაზე რეზონანსული დანაშაულის მასშტაბურობა კი ერთმა მძარცველმა განაპირობა, რომელმაც ხელში გახსნილი ყუმბარით, 19 მძევალთან ერთად 9 საათზე მეტი გაატარა სპეცრაზმელებით ალყაშემორტყმული ბანკის შენობაში.


ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება. 


გადაჭარბებული არ იქნება იმის აღნიშვნაც, რომ საზოგადოებაში მსგავსი შემთხვევების რომანტიზების ან პოლიტიზირების ტენდენცია კინემატოგრაფიის გავლენით, აშკარაა. თუმცა იმ 19 მძევალთაგან, ალბათ არავის ექნებოდა სურვილი შენობაში ყოფნის საათებში გამოვლილი სტრესი ფილმის ან სერიალის სცენარისთვის შეედარებინა.


ბოლო რამდენიმე წელს თუ გავიხსენებთ, საქართველოს ბანკი და მისი ექსპრეს ფილიალები არაერთხელ გახდა მძარცველების სამიზნე. სხვადასხვა ბანკის, უმეტესად „ლიბერთისა“ და „საქართველოს ბანკების“ ძარცვა - ყაჩაღობის ათეულობით შემთხვევა მოხდა.

 

შეგვიძლია თვალი გადავავლოთ ბოლო წლებში  მომხდარი ყაჩაღობების შემთხვევებს საფინანსო ინსტიტუტებზე:

 

2017 წლის 18 და 19 დეკემბერს  „საქართველოს ბანკის“ ორი ფილიალი დააყაჩაღეს. წერეთლის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში 25 წლის მძარცველი შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა. 19 დეკემბრის ყაჩაღობა ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ფილიალში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბანკში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა, მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 3900 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

წერეთელზე მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.  დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ისანი-სამგორის  ფილიალის ყაჩაღობაში კი ორი პირი დააკავეს.

 


.....

საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ექსპრეს ფილიალი 12 დეკემბერსაც დააყაჩაღეს. ოფიციალური ინფორმაციით, გვიან ღამით, 29 წლის შეიარაღებული მამაკაცი ბანკში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 5415 ევრო, 8353 ამერიკული დოლარი და 7425 ლარი გასტაცა.

.....

2016 წელს ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების გეგმა შემუშავდა. ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. მათ 29 სექტემბერს, ამავე ბანკის ინკასაციის თანამშრომლის დახმარებით, პისტოლეტის ფორმის სანთებელას მუქარით, ბანკის მორიგე მოლარე-ოპერატორს დიდი ოდენობით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ბანკიდან წაღებული თანხის დიდი ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი- პისტოლეტ-სანთებელა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

.....

2019  წლის 8 მარტს „საქართველოს ბანკის“  გლდანის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის დროს თავდამსხმელებმა თავისუფლება აღუკვეთეს ორ მოქალაქეს, ჩამოართვეს კუთვნილი ავტომობილი ბანკში შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოსთხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა, სროლისას არავინ დაშავებულა.

ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.


მძარცველების ყურადღების მიღმა არც გერმანული ბანკი რჩება:


2015 წლის 12 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, საიდანაც 15 000 ლარამდე თანხა გაიტაცეს. . სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს, დანაშაულის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

.......

2017 წლის 23 დეკემბერს კვლავ იგეგმებოდა პროკრედიტ ბანკის დაყაჩაღების დიდი სქემა, თუმცა გეგმის განხორციელებამდე ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის ტერიტორია შეისწავლეს, იქვე მდებარე მშენებარე შენობაში 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნებთან ერთად, წინასწარ გადამალეს და დანაშაულის ჩასადენად ფუნქციები გადაინაწილეს.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

...

2018 წლის 16 მაისს „ლიბერთი ბანკის“  რობაქიძის გამზირის ფილიალში შეიჭრნენ და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით  4580 ლარი, 200 ევრო და 100 აშშ დოლარი გაიტაცეს. სამართალდამცველებმა დამნაშავე მეორე დღესვე დააკავეს. 

...

 

2019 წლის 19 აპრილს „ლიბერთი ბანკი“ ვარკეთილშიც დააყაჩაღეს, თავდასხმის დროს 2 ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელებმა დაშავებულს დაზიანება ბლაგვი საგნის ჩარტყმით მიაყენეს, ასევე მათ ბანკში ხელნაკეთი ყუმბარა შეაგდეს. სამართლადდამცველებმა 3 პირი მეორე დღესვე დააკავეს.

...

2020 წლის 25 ივნისს შეიარაღებული პირი ფონიჭალაში მდებარე საქართველოს ბანკის სერვისცენტრს ყაჩაღურად თავს დაესხა და იარაღის მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა - 18 168 ლარის ოდენობით.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი იქნა დაკავებული.

 

შეგვიძლია თვალი გადავავლოთ რამდენიმე წლის წინ კრიმინალური თავდასხმების ვიდეომასალას  „საქართველოს ბანკის“ ფილიალებში:

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up