როგორ მოვემზადოთ 2023 წლისთვის? - ლექსო ალექსიშვილი IMF-ის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შემცირებას აფასებს

როგორ მოვემზადოთ 2023 წლისთვის? - ლექსო ალექსიშვილი IMF-ის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შემცირებას აფასებს

access_time2022-10-21 14:00:01

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4%-მდე შეამცირა. გაზაფხულზე გამოქვეყნებული ანგარიშით 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკის 5.8%-იანი ზრდა იყო პროგნოზირებული, თუმცა ახალ ანგარიშში 1.8 პროცენტულ–პუნქტიანი კლებაა.


„საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის“ ხელმძღვანელმა ლექსო ალექსიშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, რომ იმისათვის რათა 2023 წელს უფრო მომზადებული დავხვდეთ საქართველომ, როგორც სატრანზიტო კორიდორში არსებულმა ერთ-ერთმა ჯაჭვმა, უნდა უპასუხოს ამას რამდენიმე მთავარი გამოწვევით, მათ შორის შექმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კანონმდებლობა, ბიუროკრატიამ და ყველა იმ ინსტიტუტმა რომელიც ამას უზრუნველყოფს იმუშაოს ეფექტურად და რაც შეიძლება მეტი უცხოელი პარტნიორი მოიყვანოს.



„IMF-ის დასკვნა გვეუბნება, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა 2023 წელს შემცირდება და ეს იქნება სარეკორდო, პრაქტიკულად ფინანსური კრიზისის დროს მოხდა ასეთი შემცირება, თუ არ ჩავთვლით პანდემიას, რაც ნიშნავს იმას რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაში იქნება ზოგადად გლობალური ეკონომიკა. თუმცა ამის ასე პირდაპირ საქართველოზე გადმოტანა არ შეიძლება. ეს ყველაფერზე მოახდენს გავლენას, მათ შორის საქართველოს დონის ქვეყანაზე, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, მასზე რამდენიმე ფაქტორი შეიძლება უფრო პოზიტიურად დავინახოთ, მათ შორის ერთი არის ის, რომ საგარეო ვალი არ არის მაღალი და ეს არის მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორი და მეორე ჩემი აზრით არის, ფისკალური მდგრადობის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის თემა, რომელიც სახეზე გვაქვს.


რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომზადებული დავხვდეთ 2023 წელს, არის მოკლევადიანი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ საქართველო კიდევ უფრო საინტერესო გახდა, როგორც სატრანზიტო კორიდორში არსებული ერთ-ერთი ჯაჭვი. ტვირთბრუნვა გაზრდილია და ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის მოვლენები, სანქციები მაინც შენარჩუნდება და ეს მაჩვენებელი დარჩება. შესაბამისად ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს და ამ კავკასიის კორიდორს საერთაშორისო ტვირთბრუნვისთვის კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. ამ კუთხით საქართველომ უნდა უპასუხოს ამას რამდენიმე მთავარი გამოწვევით, მათ შორის შექმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კანონმდებლობა, ბიუროკრატიამ და ყველა იმ ინსტიტუტმა რომელიც ამას უზრუნველყოფს იმუშაოს ეფექტურად და რაც შეიძლება მეტი უცხოელი პარტნიორი მოიყვანოს.


ყველაზე უფრო სწორი მიდგომა არის, რომ კონსერვატიული იყოს დაგეგმვა და არ იყოს ზედმეტად ეიფორული, ოპტიმისტური და ა.შ. იმის გამო რომ მიმდინარე წელს 8% გვექნება ზრდა, რაც პოზიტიური სიგნალის მატარებელია, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, ჩვენ ვთქვათ რომ ვცხოვრობთ ძალიან მშვიდ, ნორმალურ, კარგ გარემოში და შესაბამისად მაღალი ზრდა გვექნება მომავალ წელსაც. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის ყველაზე მთავარი საყრდენი სხვა დანარჩენი გათვლების, მათ შორის საგადასახადო შემოსავლების, ხარჯების ნაწილის და სხვა. შესაბამისად ამ მაჩვენებელს მთავარი ფუნდამენტური ხასიათი აქვს, როცა ეკონომიკურ საკითხებზე ანალიზს ვაკეთებთ, ამიტომ კონსერვატორული გარემო ყოველთვის უფრო ამართლებს ვიდრე სხვა“, — აღნიშნავს ლექსო ალექსიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up