როგორ მოქმედებს COVID-19 ადამიანის ნერვულ სისტემაზე? გახადა თუ არა პანდემიამ ფსიქიკური ჯანმრთელობა უფრო აქტუალური განვითარებულ ქვეყნებშიც კი?

როგორ მოქმედებს COVID-19 ადამიანის ნერვულ სისტემაზე? გახადა თუ არა პანდემიამ ფსიქიკური ჯანმრთელობა უფრო აქტუალური განვითარებულ ქვეყნებშიც კი?

access_time2021-06-19 00:00:00

COVID-19-ის პანდემიამ ადამიანებს წონასწორობა დააკარგვინა და განვითარებული ქვეყნების კეთილდღეობა ათწლეულით უკან დაწია ისედაც რთული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რასაც მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება ჰქვია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ 38 მდიდარი ქვეყანა გააფრთხილა, რომ თუ ამ მიმართულებით ზომებს დროულად არ მიიღებენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი არაფრისმომცემი იქნება. მათივე განმარტებით, ასეთ სიტუაციაში კორონავირუსის კრიზისიდან გამოსვლის პროცესი კიდევ უფრო გაჭიანურდება.


მრავალი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით გამოყოფილი რესურსები არასაკმარისი იყო. თუმცა ფსიქიკური ავადმყოფობის საერთო დონე ბოლო 20 წლის განმავლობაში შედარებით სტაბილური გახლდათ და OECD-ს ქვეყნების მოსახლეობაში დაახლოებით 18% -ს შეადგენდა. კოვიდკრიზისმა კი 2020 წელს ეს ტენდენცია დაარღვია“, - ნათქვამია ორგანიზაციის ბოლო კვლევაში. ამ ორი ათწლეულის განმავლობაში თვითმკვლელობების რიცხვი 21% -ით შემცირდა. ანალოგიური მონაცემები წელიწადნახევრიანი პანდემიის პერიოდიდან ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა სტატისტიკის გაუარესებაზე საუბარი უკვე დაწყებულია: შფოთის, წუხილისა და დეპრესიის დონე ყველგან გაიზარდა, ბევრ ქვეყანაში კი გაორმაგდა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ახალგაზრდები, - აღნიშნავს OECD. ამ პრობლემის დეტალები და მისი მოგვარების გზები BBC-მ გააარკვია.


პრობლემა რაში მდგომარეობს?


ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ემოციური წონასწორობის დასაკარგად საკმარისი მიზეზი არსებობდა, თუმცა განსაკუთრებული დარტყმა ახალგაზრდებმა მიიღეს. ლოქდაუნმა ადამიანებს კომუნიკაციისა და გართობის საშუალება წაართვა, ამავდროულად, მათ ცხოვრების ჩვეული რუტინა დაურღვია. პანდემიის თანმდევმა კრიზისმა უმუშევრობის დონე გაზარდა და ფინანსური პრობლემები წარმოქმნა. გარდა ამისა, ჯანდაცვის სისტემები ძირითადად COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადაერთნენ, ეს კი, არც თუ ისე იშვიათად, სხვა დაავადებების მკურნალობის ხარჯზეც ხდებოდა. აღნიშნული პრობლემა ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებსაც შეეხო.


პანდემიის პიკზე ავსტრიელთა 44% -მა, ამერიკელთა 41% -მა და ავსტრალიელთა 78% -მა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბარი დაიწყო. სტატისტიკის თანახმად, სამხრეთ კორეასა და ახალ ზელანდიაშიც კი ყოველ მეორე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ფსიქიკური პრობლემა. როდესაც ეს მდგომარეობა ქრონიკულ ხასიათს იღებს, ადამიანებს უჭირთ საკუთარი ადგილის დამკვიდრება, მათთვის უფრო ძნელია სწავლა, სამსახურის პოვნა და ზოგადად, სრულფასოვანი ცხოვრების წარმართვა.



ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანმრთელობას განსაზღვრავს არა მხოლოდ როგორც დაავადებისა და ფიზიკური დეფექტის არარსებობას, არამედ როგორც ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის ჰარმონიას. ფსიქიკური ჯანმრთელობა კი არის კეთილდღეობის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შეუძლია თავისი შესაძლებლობების რეალიზება, გაუძლოს ცხოვრებისეულ სირთულეებს და საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ამ ჰარმონიის დარღვევა, გარდა სამედიცინო და სოციალური პრობლემებისა, საკმაოდ ხელშესახებ ფინანსურ შედეგებს იწვევს. OECD- ს შეფასებით, ზარალი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მშპ-ს 4.2% -ს შეადგენს, რაც მთელი მსოფლიოს ეკონომიკური საქმიანობის სამ მეოთხედს შეადგენს.


გასულ წელს აღნიშნული ქვეყნების მთლიანმა შიდა პროდუქტმა 60 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს იმას ნიშნავს, რომ სულიერი წონასწორობის არარსებობა მდიდარ ქვეყნებს წელიწადში, სულ ცოტა, 2.5 ტრილიონი დოლარი უჯდებათ. კორონაკრიზისის დროს მათ ამ რაოდების თანხის დახარჯვა უბრალოდ არ შეუძლიათ, რამაც OECD-ის უკმაყოფილება გამოიწვია და თავის წევრებს გამოსავალიც შესთავაზა.


რაში მდგომარეობს გამოსავალი?


„2020-2021 წლებში მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებამ პრობლემის სიმძიმე გამოკვეთა ისე, როგორც არასდროს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად სათანადო ზომები მიიღოს და ამ მიმართულებით მკურნალობის ეფექტიანი სისტემა შექმნას“, - ნათქვამია კვლევაში, რომელშიც OECD პირველად შეეცადა აღეწერა, თუ რა სისტემაა ეს და როგორ უნდა შეაფასდეს, უმკლავდება თუ არა ესა თუ ის ქვეყანა მოცემულ ამოცანას.


განვითარებული ქვეყნები დიდი ხანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე მუშაობენ. ჯერ კიდევ 2017 წელს მათ გადაწყვიტეს შეექმნათ შეფასების სახელმძღვანელო პრინციპები და კრიტერიუმები, თუმცა ისინი მხოლოდ ახლა დაამტკიცეს. მათ შეიმუშავეს 23 ინდიკატორი, სტიგმით დაწყებული ფსიქოლოგიური დახმარებით დამთავრებული, რითაც ქვეყნებს შეუძლიათ ამ მიმართულებით თავიანთი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა შეაფასონ. ამჟამად არსებობს მხოლოდ ორი ასეთი უნივერსალური ინდიკატორი, რომელთა საშუალებითაც OECD-ს წევრი ქვეყნების შედარებაა შესაძლებელი: ცხოვრებით კმაყოფილება და თვითმკვლელობების რიცხვი.


გამოკითხვების თანახმად, პრობლემა შავ-თეთრი სულაც არ არის. იმ ადამიანების ორი მესამედი, ვინც დახმარებას ითხოვდა, აღიარებს, რომ შესაბამისი მკურნალობის მიღება მარტივი არ ყოფილა. ყოველი მეხუთე ადამიანი კი, ვინც ფსიქიკური აშლილობით საავადმყოფოში აღმოჩნდა, მის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას უჩიოდა. ახლა კი მდიდარი სახელმწიფოების ხელისუფლება ბიუჯეტიდან აქტიურად აფინანსებს კორონაკრიზისისგან გამოსვლის პროცესს და მნიშვნელოვანი თანხები სწორედ ჯანდაცვისკენ არის მიმართული. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფინანსები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც დაიხარჯება (როგორც ავსტრალიაში, სადაც 2020 წელს ფსიქოლოგიური დახმარების ბიუჯეტი გაორმაგდა), ადამიანებს მიეცემათ შანსი, რომ ლოქდაუნის შედეგად მწყობრიდან გამოსული ნერვული სისტემა აღიდგინონ და სიმშვიდე დაიბრუნონ.


imedinews.ge

თეგები:
COVID-19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up