როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

access_time2020-02-25 15:45:46

თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამ პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები არ ჩამოუვარდება ბენზინის მახასიათებლებს.


ამ საწვავის მოკლე დროში პოპულარობას, ასევე ხელი შეუწყო იმანაც, რომ LPG-ის პროდუქტი ქართველი მომხმარებლისთვის წლების განმავლობაში ხელმიუწვდომელი იყო და ეს პროდუქტი ხელოვნურად იბლოკებოდა ქართულ ბაზარზე. ამ სამი ფაქტორის ერთობლიობამ, ცხადია პროდუქტი მოკლე დროში გახადა პოპულარული და სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ახალ პროდუქტზე გადასვლას. იმის გათვალისწინებით, რომ ამ საწვავზე ავტომობილის გადაყვანა დაახლოებით იგივე თანხა ჯდება რაც CNG -ზე, მომხმარებელი აქტიურად გადადის ამ პროდუქტზე. თუმცა, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გაზრდილია ისეთი ავტომობილების იმპორტიც, რომლებიც ქარხნულადაც LPG-ის საწვავზე მუშაობენ.


როგორც ზემოთ ვახსენეთ, ბაზრის გახსნამ და მოთხოვნის ზრდამ, იმპორტიორებშიც გააჩინა ინტერესი ამ პროდუქტის მიმართ და დღეს როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე წავაწყდებით LPG-ის საწვავსაც. აქვე საგულისხმოა, რომ უკვე არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე თხევადი საწვავის რეალიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა არც თუ ისე რთულია და მისი ღირებულება 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, ამ პროდუქტის პოპულარიზაციას კიდევ ერთმა გარემოებამ, უფრო სწორად კი საკანონდებლო ხარვეზმა შეუწყო ხელი.


საქმე ის არის, რომ აღნიშნული საწვავი (LPG) გამოიყენება როგორც საავტომობილო გამართვისთვის, ისე საყოფაცხოვრებო წარმოებაში. იმდენად, რამდენადაც წლების წინ ამ პროდუქტს მხოლოდ სოციალური დანიშნულება ჰქონდა და საზოგადოება საყოფაცხოვრებო მიმართულებით მნიშვნელოვან წილად იყო დამოკიდებული, აღნიშნული გაზის იმპორტის კანონიც საკმაოდ ლოიალური იყო და ერთი ტონა LPG-ის აქციზის ღირებულება, 120 ლარს არ აღემატება, მხოლოდ სოციალური დანიშნულებით რეალიზების შემთხვევაში. თუმცა, თუ აღნიშნული პროდუქტის იმპორტი საავტომობილო დანიშნულებით ხორციელდება, ამ შემთხვევაში იმპორტიორს აქციზის ეზრდება და 180 ლარის გადახდა უწევს ტონაზე.



სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონმდებლობა მორგებულია ათწლეულების წინანდელ რეალობას. როგორც ზემოთ ვახსენეთ იმ პერიოდში LPG-ის გამოყენება საავტომობილო დანიშნულებით საერთოდ არ ხდებოდა და იმ რეალობაში კანონის ეს ხვრელიც პრობლემას არავის უქმნიდა, თავის მხრივ ცენტრალური ბიუჯეტიც თანხებს არ კარგავდა არაკეთილსინდისიერი მეწარმეების გამო.


სქემა კი ასეთია, საყოფაცხოვრებო და საავტომობილო თხევადი აირის (LPG-ის) ტექნიკური მახასიათებლები არ განსხვავდება და მეტიც, ისინი ერთი და იგივე პროდუქტს წარმოადგენენ. იმპორტიორი LPG-ის საწვავის იმპორტისას პროდუქტს, როგორც საყოფაცხოვრებო დანიშნულების ისე ანბაჟებს, რომლის ღირებულებაც გაცილებით ნაკლებია (120 ლარი), ვიდრე საავტომობილო დანიშნულების. შემდეგ სამომხმარებლო დანიშნულებით განბაჟებულ საწვავს, როგორც საავტომობილო საწვავს, ისე ყიდის. ცხადია, ამ სქემით ბიუჯეტს მნიშვნელოვანი თანხები აკლდება.


თუმცა, თუ საკითხს პრობიზნესურად შევხედავთ იმპორტიორების პოზიციაც გასაგებია, იმდენად, რამდენადაც ბიზნესი რესურსების დაზოგვისკენ არის ორიენტირებული, კანონში არსებული ხვრელი კი იმპორტიორებს საშუალებას აძლევს გვერდი აუქციონ იმ რეგულაციას, რომლითაც იმპორტიორს ბიუჯეტში გაცილებით მეტი თანხის გადახდა ეკისრება, ვიდრე დღეს იხდიან.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up